ქალი და მამაკაცი რატომ ცდილობდნენ გოგონები უწინ წონაში მომატებას და როგორი იყო სილამაზის სტანდარტები 2019, 15 მაისი, 19:30 გჯერათ თუ არ გჯერათ, სხეულის ფორმები დაკავშირებული იყო გათხოვებასთან, გაუთხოვრობა კიდევ სირცხვილთან, სირცხვილი კიდევ.... ნუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ქალის წონა, სხეულის ფორმები, დიდი მკერდი და ა.შ. მნიშვნელოვანი იყო.
იდეალური სხეულის ფორმებზე წარმოდგენას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. ერთ-ერთი არის -შიმშილის გრძნობა. კვლევებით დასტურდება, რომ თანამედროვე მამაკაცები მიილტვიან იმ ქალებისკენ, რომლებიც ჭარბწონიანები არიან, მაშინ როცა შიმშილი აწუხებთ.
ძველ დროში, განიერი თეძოები, დიდი მუცელი და დიდი მკერდი ასოცირდებოდა მგრძნობიარობასთან და ბავშვის გაჩენის უნარიანობასთან. ადამიანები ხშირად სიმშილობდნენ, ამიტომ დიდი შანსი გადაეტანათ, ხოლო შემდეგ კარგად გამოეკვებათ ბავშვი შეეძლოთ ქალებს ცხიმის დიდი მარაგით. ზუსტად ისინი ითვლებოდნენ მომხიბვლელებად.
ეხლაც, მავრიტანიაში და უგანდის ერთ-ერთ ტომში, სადაც საკვების მარაგი შეზღუდულია, ჭარბწონიანი ქალები ითვლება სილამაზის ეტალონად. უფრო მეტიც, აქ ქალებს სპეციალურად ასუქებენ. უგანდელი პატარძლები, ქორწილამდე ყოველდღიურად რამდენიმე ჭიქა რძეს სვამენ, (დაახლ. 5000 კკ) რათა გამოიყურებოდნენ საკმაოდ მომხიბვლელად. შუა საუკუნეებში კი მოდაში სიფერკმრთალე და სიგამხდრე იყო სილამაზედ მიჩნეული. ეს ძირითადად ქრისტიანული რელიგიის გავლენით იყო გამოწვეული, რადგან ითვლებოდა, რომ ასეთი ქალები ხშირად მარხულობდნენ. აღორძინების ხანაში, მოხდენილი სხეული ასე გამოიყურებოდა- ფართო მხრები, საშუალო სიმაღლის ქალი, არა ჭარბი წონით, მაგრამ პატარა მუცლით, პატარა მკერდითა და ვარდისფერი ლოყებით. დღეს მსოფლიო თვლის, რომ გამხდარი გრძელფეხება ქალების გვერდით, აშკარად სათანადო ადგილს იკავებს გოგონები პლიუს ზომებით. P.S მთავარია, მოგწონდეთ საკუთრი თავი ისეთი, როგორებიც ხართ, თქვენზე უკეთესი კრიტიკოსი არავინ გეყოლებათ, ამისათვის მხოლოდ სარკეა საჭირო და სულერთია რას ამბობენ ჟურნალებში. 125 3-ს მოსწონს
|