რელიგია "არავის არასოდეს უთქვამს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა მხოლოდ საქართველოაო! (ბაკურ სვანიძე) 2019, 14 მაისი, 14:46 ![]() საქართველო ღ ვ თ ი ს მ შ ო ბ ლ ი ს წილხვედრი იყოს, უ ნ გ რ ე ლ ე ბ ი ც იგივეს გაიძახიან, პ ო ლ ო ნ ე ლ ე ბ ი ც და კიდევ რამდენიმე ქვეყანაო!" - ამას თან ისეთი ტონით, ნიშნის მოგებით და ი რ ო ნ ი ი თ წერენ, გაოცდები! თქვე კაი ხალხო, რა იყო, თქვენ გგონიათ, რომ რომ თითო მოციქულს თითო ქვეყანა ხვდა წილად და ამიტომ, რადგან ღვთისმშობელს სხვა რომელიმე ქვეყანა ხვდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო არ ხვდა? თუ რას ბ ო დ ი ა ლ ო ბ თ? მასე რომ იყოს, მაშინ ქ რ ი ს ტ ე ს მოციქულებს და კიდევ რამდენიმე წარგზავნილს (არ მახსოვს ზუსტად) სულ რაღაც 15 თუ 20-ოდე ქვეყანაში უნდა ექადაგათ და მორჩა! თითოს რამდენიმე ქვეყანა ხვდა წილად და ეს სულაც არ არის რაიმე ს ე ნ ს ა ც ი ა და აღმოჩენა! არავის არასოდესუთქვამს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანამ მხ ო ლ ო დ საქართველოაო! იაზროვნეთ ცოტა!"-წერს ბაკურ სვანიძე. ![]() თუმცა საქმე იმაშია, რომ ლეგენდის მიხედვით ღვთისმშობელს წილად, როგორც ქვეყანა, ნამდვილად მარტო საქართველო შეხვდა. სულ 4 ადგილია დედამიწაზე, რომელიც წმინდა მარიამის წილხვედრია და განსაკუთრებულად მფარველობს:
მივყვეთ ქრონოლოგიურად 1) ივერია-44 წელს იუდეველთა მეფემ იროდ აგრიპა I-მა დაიწყო ქრისიტანთა დევნა, თავის მოჰკვეთა მოციქულ იაკობ ზებედესს, ხოლო წმინდა პეტრე დაატუსაღა.ამიტომ ქრისტეს მოწაფეები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ იერუსალიმი, თუმცა სანამ დატოვებდნენ ღთისმშობლის ნებართვით მოაწყვეს კენჭისყრა, ვის სად უნდა ექადაგა ქრისტიანობა, ყოვლადწმინდა და მარადქალწულ მარიამ ღვთისმშობელს წილად ხვდა ივერია, მაგრამ რადგან მარიამი შეუძლოდ იყო, ეს მისია ანდრია პირველწოდებულს გადააბარა, კენჭისყრის შემდეგ ანდრია მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: შავი ზღვის სანაპირო, ბალკანეთისნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და სკვითია. აღნიშნულ მიწებზე ანდრია 30 წელს ქადაგებდა (თუმცა ლეგენდის მიხედვით მან თითქოს აფრიკის დიდი ნაწილი მოიარა) ![]() 2)ათონის წმინდა მთა, იგივე აიონ-ოროსი-წმ.მარიამი კვიპროსში გაემგზავრა, რომ წმინდა ლაზარე მოენახულებინა, რომელიც იესომ მკვდრეთით აღადგინა, ამ დროს ძლიერი ქარი ამოვარდა, რამაც გემი ათონის მთისკენ გარიყა, ღვთისმშობელმა ჩათვალა:ეს იყო უფლის ნება, რომ ეს მიწა მისი წილხვედრი გამხდარიყო, გადავიდა ნაპირზე, სახარების სწავლება დაიწყო და მოაქცია კიდევაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ქრისტიანებად. ![]() ![]() 215 4-ს მოსწონს
|