x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მზე, გამჭვირვალე წყალი, მარჯნული რიფები... – სამოთხის მსგავსი 10 კუნძული დედამიწაზე

მთელს პლანეტაზე მილიონობით კუნძულია, მაგრამ მხოლოდ ერთეულები იმსახურებენ «საუკეთესოს» წოდებას. მშვენიერი პლაჟები, უჩვეულოდ სუფთა წყალი, მარჯნული რიფები - ერთი სიტყვით, – იქ ყველაფერია!

ალბათ, ბევრი ადამიანი ოცნებობს სამოთხის მაგვარ კუნძულზე მოხვედრაზე და უმშვენიერესი პეიზაჟებით ტკბობაზე, მცხუნვარე მზეზე გარუჯვაზე და ყოველდღიური რუტინის დავიწყებაზე. ეს სტატია სწორედ მათთვის არის, რადგან მასში საუბარი ჩვენი პლანეტის ყველაზე ზღაპრულ კუნძულებზეა.



ბორა - ბორა (საფრანგეთის პოლინეზია)


image


ბორა-ბორა წარმოუდგენელი მიმზიდველობის ადგილი და პოლინეზიის ნამდვილი მარგალიტია. იქ მყოფთაგან ბევრი ამბობს, რომ ის ნამდვილი სამოთხეა სამოთხეში და რომ, არ შეიძლება, ადამიანმა ერთხელ ნახოს და არ შეიყვაროს. ის ათოლის ცენტრში მდებარე ვულკანური წარმოშობის კუნძულია და რადგან ირგვლივ უამრავი მარჯნული კუნძული და რიფი აკრავს, ოკეანე მის ირგვლივ ყოველთვის მშვიდია. ბუნების ეს სასწაული საუკეთესო ადგილია მოდუნების და რელაქსაციისთვისი. კუნძულის თოვლივით თეთრ პლაჟებთან უამრავი სასტუმროა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი — ასობით ბუნგალოა, რომელიც პირდაპირ წყლის ზედაპირზე მდებარეობს.


imageimage
image


ტიომანი (მალაზია)


image

ამ მითიური სილამაზის კუნძულს განსაკუთრებულ იდუმალებას ოკეანის ხელშეუხებელი ბუნება ანიჭებს. კუნძულის ირგვლივ მარჯნის დიდი რიფია, რომელიც სილამაზით და მრავალფეროვნებით მნახველებზე უდუდეს შდაბეჭდილებას ახდენს. წყალი იქ იმდენად სუფთაა, რომ ხილვადობა 35 მეტრამდე აღწევს. ტიომანზე მსოფლიოში საუკეთესო პლიაჟები და აუწერელი სილამაზის პეიზაჟებია.


imageimage

image

ბარბადოსი


image
34 კმ. სიგრძის და 23 კმ. სიგანის კუნძული, ატლანტიკის ოკეანესა და კარიბის ზღვას შორის მდებარეობს. თეთრი ქვიშა, სუფთა ლაჟვარდოვანი ზღვა, საუცხოვო პლაჟები, ტროპიკული ბუნება და მთელი წლის მანძილზე, რბილი კლიმატი – ეს არის ბარბადოსის მოკლე აღწერილობა.


imageimage
image
მაუი (ჰავაი, აშშ)


image
შეუდარებელი პლიაჟები, გამაგრილებელი ოკეანის ნიავი. მუდმივი ზაფხულის და ლაჟვარდოვანი უბეების კუნძული. მას ულამაზესი სანაპირო ხედები აქვს და ირგვლივ მარჯნული რიფები აკრავს. ვულკანური წარმოშობის კუნძულზე, წითელი ნიადაგი და ხასხასა მწვანე ბალახია, რომელიც ულამაზეს ფონს უქმნის ოკეანის მუქ ლურჯ წყალს.


imageimage
image
ბერმუდის კუნძულები (დიდი ბრიტანეთი)


image


ატლანტიკის ოკეანეში მდებარე მარჯნული კუნძულების ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ადგილია დედამიწის ზურგზე. ბერმუდის 181 კუნძულიდან, დასახლებული მხოლო 20-ია, მათ შორის 10 – ერთმანეთთან ხიდებით არის დაკავშირებული. ზურმუხტისფერი ოკეანის და ვარდისფერი პლაჟების გარდა, ბერმუდები იმითაც არის გამორჩეული, რომ იქ ბუნების მიერ შექმნილი ღირშესანიშნაობა – კრისტალების მღვიმე მდებარეობს, რომელშიც სტალაქტიტების და სტალაგმიტების გარდა, დამთვალიერებელს, ფსკერამდე გამჭვირვალე წყლის მქონე, ტბების ნახვა შეუძლია.



imageimage
image


პალავანი (ფილიპინების რესპუბლიკა)


image


კუნძული ფილიპინების დას ნაწილში მდებარეობს. პალავანი — წარმოუდგენელი სილამაზის კუნძულია, თეთრი პლაჟებით, მარჯნული რიფებით და ზურმუხტისფერი ოკეანით. გარდა ამისა, კუნძული ყველაზე უსაფრთხო ადგილია ფილიპინებზე, რადგან იქ არ არსებობს მიწისძვრის და ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე.


imageimage
image


მალდივები (მალდივის რესპუბლიკა)


image


მალდივები ინდოეთის ოკეანის ეკვატორული წყლების ნამდვილი მარგალიტია. კუნძულების დასახასიათებლად, თუნდაც იმის თქმაც საკმარისია, რომ სწორედ იქ არის გადაღებული «ბაუნთის» რეკლამა. მალდივებზე სტუმრობისას, დაბინავება როგორც სასტუმროში, ისე ბუნგალოში შეიძლება, რომელიც პირდაპირ წყლის ზედაპირზე მდებარეობს, აქვს გამჭვირვალე იატაკი და იქიდან ზღვის ჯადოსნური სამყაროს ნაწილი მოსჩანს.


imageimage
image


ტავეუნი (ფიჯის რესპუბლიკა)


image
ეს ულამაზესი კუნძული, პირდაპირ 180 გრადუსიან მერიდიანზე მდებარეობს და უახლოესი — ავსტრალიის კონტინენტიდან, 3 ათასი კმ-ით არის დაშორებული. თბილი ზღვა, პალმები, უმშვენიერესი ქვიშა, ჩანჩქერები, მცენარეების და ცხოველების ნაირსახეობა, – კუნძულს ნამდვილ სამოთხედ აქცევს.


imageimage
image


სეიშელის კუნძულები (სეიშელის რესპუბლიკა)


image


სეიშელის კუნძულები ინდოეთის ოკეანის კიდევ ერთი საოცრებაა, რომელიც აფრიკიდან 1600 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. აღნიშნულ კუნძულთა ჯგუფში შემავალი 115 კუნძულიდან, მხოლოდ 33-ია დასახლებული. დანარჩენი კუნძულები ველური ბუნების განკარგულებაშია. იმის გამო, რომ კუნძულები დიდი ხნის მანძილზეა კონტინენტისგან იზოლირებული იყო, იქ ფლორის და ფაუნის ბევრი ენდემური სახეობაა. მაგ., სეიშელის პალმა, რომელიც მხოლოდ ამ კუნძულებზე ხარობს და რომლის ნაყოფი, საშუალოდ 20-25 კგ-ს იწონის. ფაუნის წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია ალდაბრას კუ, – 150 წელს ცოცხლობს და 250 კგ-მდე იწონის. კუნძულებზე ბევრია იშვიათი სახეობის ფრინველიც.

ცხოვრების ზომიერი რიტმი, სიმშვიდე და ბუნების სილამაზე, საუკეთესოს ხდის კუნძულებს, მშვიდი დასვენების მსურველთათვის.


imageimage


image
მუსა-კეი (ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა)


image


გამჭვირვალე წყალი, კილომეტრობით მარჯნული რიფები, ენით აუწერელი სილამაზის ბუნება, კაშკაშა ლურჯი ცა და ზღვა, ხასხასა მწვანე მცენარეები – საერთოდ წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადგილი არსებობს დედამიწაზე.
კუნძული კერძო საკუთრებაშია. მასზე მხოლოდ 20 ვილა მდებარეობს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ქირავდება, მაგრამ გადასახადი იმდენად ძვირია, რომ შეიძლება ითქვას: ეს არის კუნძული, რომელზეც ზღვარი, მილიონერებსა და მილიარდერებს შორის გადის.


imageimageimageimageimageimageimageimageimage












0
376
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0