ზღვაზე დასვენების მოყვარულებს, განსხვავებული რაღაცეები ხიბლავთ: ზოგს ღამის ცხოვრება, კაფე-ბარები და გართობა მოსწონს, სხვებს – განმარტოება და ტალების ხმა, არიან ისეთებიც, ვისთვისაც ყველაზე მთავარი – დასასვენებელი ადგილის რესპექტაბელურობა და პრესტიჟი არის, მაგრამ ისეთებიც არიან, ვისაც მთავარი, ზღვის მიმდებარე ტერიტორიის ბუნება არის.
აქ წარმოდგენილი, თითოეული პლიაჟი, ნებისმიერი ადამიანის ინტერესებს დააკმაყოფილებს და სამუდამოდ ჩარჩება მის მეხსიერებაში.
ფაიფერის ცისარტყელისებური პლიაჟი, აშშ
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920463673439.jpg)
ეს პლიაჟი კალიფორნიაში, სანტა-ბარბარასა და სან-ფრანცისკოს შორის მდებარეობს. მასზე, ერთი შეხედვით, იასამნისფერი ქვიშაა, მაგრამ, სინათლის დაცემის შემდეგ, წყალი ცისარტყელის ფერებში იწყებს ლივლივს. ქვიშის, წყლის და სინათლის ერთობლიობის ასეთი ჯადოსნური ეფექტი, იმით არის გამოწვეული, რომ ქვიშა დიდი რაოდენობით ძოწისა და მანგანუმის მინერალებს შეიცავს. ამ მინერალებზე დაცემული მზის სხივები, მთლიანად აირეკლება და სპექტრად იშლება.
ოქროს პლიაჟი, მალტა
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920554373439.jpg)
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920472173439.jpg)
ნარინჯისფერი, კაშკაშა ყვითელი, ოქროსფერი - მალტას ამ სანაპიროს ყველა თავისებურად ახასიათებს. მას კალიფსოსაც უწოდებენ. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქალღმერთი კალიფსოს მიერ მონუსხულმა მეფე ოდისევსმა, ამ სანაპიროზე 7 წელი გაატარა.
სანაპიროს ყვითელ ფერს, ქვიშაში შერეული, კვარცის გრანულები აძლევს.
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060921070473439.gif)
წითელი პლიაჟი, გალაპაგოსის კ-ბი
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920555573439.jpg)
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920481873439.jpg)
წითელი ქვიშის პლიაჟი ბევრ სანაპიროზე არის, მაგრამ კ. რაბიდის პლიაჟი, განსაკუთრებული, ბორდოსფერი ქვიშებით გამოირჩევა. ქვიშის ასეთი ფერი, მის შემადგენლობაში, დიდი რაოდენობით რკინის ოქსიდის არსებობაზე მიუთითებს.
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060921072773439.gif)
ვარდისფერი ქვიშის პლიაჟი, ბაჰამის კ-ბი
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920560673439.jpg)
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920484973439.jpg)
ეს უნიკალური პლიაჟი კუნძულ ჰარბორზე მდებარეობს. პატარა, სულ რაღაც, 5 კმ. სიგრძისა და 2 კმ. სიგანის კუნძულის მთელი სანაპირო, მარჯნული რიფის ნამტვრევების ნაწილაკებით არის დაფარული, რაც თეთრ ქვიშასთან ერთობლიობაში, ვარდისფერ იერს იძლევა.
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060921074573439.gif)
მწვანე პლიაჟი, ჰავაი, აშშ
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920561773439.jpg)
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920492473439.jpg)
პარაკოლიას პლიაჟია ჰავაის კ-ბის დიდ კუნძულზე მდებარეობს. ამ პლიაჟის ქვიშები დიდი რაოდენობით ოლივინს, ვულკანური წარმოშობის, ნახევრად ძვირფას მინერალს შეიცავს. ამ მინერალის კრისტალებს, ადგილობრივები, „ჰავაის ბრილიანტებს“ ეძახიან. მზიან ამინდში, ეს „ბეილიანტი“ მწვანე ფერს იღებს, ხოლო მოღრუბლულში - რუხი ოქროსფერი ან რუხი ნაცრისფერი ხდება.
სანაპიროდან ქვიშის წამოღება სასტიკად აკრძალულია. კანონის დამრღვევი ჯარიმით ისჯება.
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060921080873439.gif)
შავი ქვიშის პლიაჟი, ჰავაი, აშშ
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920563073439.jpg)
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920501073439.jpg)
ჰავაის არქიპელაგის დიდ კუნძულზე, ზემოთ აღნიშნული, მწვანე ქვიშიანი პლიაჟის გარდა, კიდევ ერთი უნიკალური, შავი ქვიშის პლიაჟია. სინამდვილეში პლიაჟზე ქვიშა კი არა, ვულკანური წარმოშობის ბაზალტის ნაფხვენი ყრია.
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060921082673439.gif)
თეთრი ქვიშის პლიაჟი, ავსტრალია
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920564273439.jpg)
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920504473439.jpg)
სიდნეიდან 300 კმ-ს დაშორებით არის პლიაჟი, რომელზეც ყველაზე თეთრი ქვიშაა მთელს მსოფლიოში და ის, ამ მაჩვენებლით, გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხდა.
ქვიშის განსაკუთრებული, ქათქათა, თეთრი ფერი იმით არის გამოწვეული, რომ მისი შემადგენლობის 98% სილიციუმის დიოქსიდია (თეთრი ფერის, ფქვილისებური ფხვნილია).
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060921085373439.gif)
ნიჟარების პლიაჟი, ავსტრალია
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920565273439.jpg)
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920513573439.jpg)
ავსტრალია, განსაკუთრებული პლიაჟების რიცხვში, კიდევ ერთი პლიაჟით მოხვდა. ზვიგენების ყურეში წყალი იმდენად მარილიანია, რომ ასეთი წყლის მოყვარული მოლუსკები სწრაფად და უკონტროლოდ მრავლდებიან. უკონტრალოდ იმიტომ, რომ მოლუსკების მოყვარულ მტაცებლებს, მეტისმეტად მარილიანი წყალი არ მოსწონთ.
ამ სანაპიროზე ნიჟარები ყველგან არის – წყალში და ხმელეთზეც.
შუშის პლიაჟი, აშშ
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920570373439.jpg)
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920521473439.jpg)
ეს განსაკუთრებული სილამაზის პლიაჟი კალიფორნიაში მდებარეობს. წლების განმავლობაში, მის ადგილზე დიდი ნაგავსაყრელი იყო. 1967 წელს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნაგავსაყრელი გაუქმდა და ტერიტორია გაიწმინდა. ამჟამად, სანაპიროზე ნაგავი არსად არის. მის ნაცვლად, მთელი ტერიტორია ზღვის მიერ დამუშავებული, ფერად-ფერადი მინებით არის დაფარული.
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060921093373439.gif)
ყინულოვანი პლიაჟი, ისლანდია.
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920571673439.jpg)
![მსოფლიოს განსაკუთრებულად
გამორჩეული პლიაჟები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016060920525673439.jpg)
იეკულსაურლონის ყინულოვანი ლაგუნა ყველაზე დიდია ისლანდიაში, ანალოგიური სანაპიროებს შორის. ასეთ სანაპიროებზე ერთმანეთისგან კონტრასტულად განსხვავებული ვულკანური ქვიშები და თეთრი ყინულის ნატეხები, განსაკუთრებულად ლამაზ სანახაობას ქმნიან.