x
image
ელენე გუმა
6 მითი, რომლის გამოც საყვარელ საკვებზე უარს ვამბობთ  
გადამუშავება, რომელსაც ყველა პროდუქტი გადის გაყიდვამდე, ხშირად ხდება მიზეზი იმის, რომ შეძენის დროს ვყოყმანობთ. გვგონია, რომ პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ და მივირთმევთ, მომწამვლელია. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ პროდუქტის გემო განსხვავებულია.

ხშირად ვცდილობთ, არ დავიჯეროთ ხმები ქიმიურად დამუშავებული პროდუქტების შესახებ, თუმცა როდესაც ახალი შეძენილი ხილი არც ისეთი გემრიელია, ეჭვი მაინც ჩნდება.


ქვემოთ მოყვანილი ფაქტები დაგარწმუნებთ, რომ ასეთი შიშის მიზეზი მხოლოდ ჭორი და ილუზიაა.


1. ბევრ ცხიმში შემწვარი



image


შემწვარი პროდუქტი რომ ჯანმრთელობისთვის მავნეა, ეს ყველამ იცის, თუმცა არსებობს პატარა „მაგრამ“. არსებობს პროდუქტი, რომელიც პირიქით, შემწვარი ბევრად უფრო სასარგებლოა. მაგალითად, ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა კარტოფილი, ბადრიჯანი, პომიდორი და გოგრა, გაჯერებულია ფენოლური ნაერთებით, რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, რაც თავის მხრივ ამცირებს დაავადებების რისკს.


თუმცა, ამ დროს უნდა გამოიყენოთ მაღალი ხარისხის, ცივი პრესით მიღებული, ზეითუნის ზეთი.


2. ცვილის საფარი ხილზე


image

ბევრი შიშით უყურებს ცვილის საფარს, რომლითაც ამუშავებენ ხილსა და ბოსტნეულს, რათა არ გაფუჭდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს. ცვილი, რომელსაც იყენებენ, საჭმელად ვარგისია, თანაც ერთი ნაყოფისთვის საკმარისია ერთი-ორი წვეთი, ისიც ეს რაოდენობა ადამიანის ორგანიზმის და ჯანმრთელობისთვის არანაირ რისკს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ცვილით დაფარული ხილი და ბოსტნეული უნდა გაირეცხოს გამოყენების წინ, რათა მოშორდეს ჭუჭყი, ბაქტერიები და თვით ცვილის ნაწილი.


3. ბანანების გაზაცია


image

როდესაც გვესმის ტერმინი „ბანანის გაზი“, წარმოგვიდგება საშინელი სურათი. იმისათვის რომ დააჩქარონ დამწიფება, ბანანებს ნამდვილად ამუშავებენ სპეციალური გაზით. მათ ჯერ კიდევ მწვანეებს კრეფენ, ატარებენ მთელ მსოფლიოში სპეციალური გემი-რეფრიჟერატორებით და შემდეგ ერთი დღე-ღამით ათავსებენ გაზის კამერებში. ე.წ. ბანანის გაზი 95 %-ით შედგება აზოტისგან და 5 %-ით - ეთილენისგან, თანაც აზოტს შეიცავს ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, ეთილენს კი ჩვეულებრივი ვაშლი გამოყოფს.


4. ხილისა და ბოსტნეულის გაყინვა


image


ბევრი ფიქრობს, რომ გაყინვის პროცესში ხილი, ბოსტნეული და კენკრა კარგავს ვიტამინების დიდ ნაწილს და აღარ გააჩნიათ სასარგებლო თვისებები. მაგრამ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნერებმა დაამტკიცეს, რომ გაყინულ პროდუქტებში ვიტამინები C, B2, E და A არა მხოლოდ ნარჩუნდება, არამედ აღემატება ცოცხალი ნაყოფის იგივე ვიტამინების კონცენტრაციას. ერთადერთი ბოსტნეული, რომლის გაყინვაც არ არის რეკომენდებული - ეს პომიდორია. მცირე გაციებაც კი 12˚C-მდე იწვევს მათში ფერმენტების განადგურებას, რომლებიც პასუხს აგებენ დამახასიათებელი გემოსა და არომატზე.


5. რძის ულტრაპასტერიზაცია


image



მომხმარებლები, რომლებიც უარს ამბობენ ულტრაპასტერიზებული რძის შეძენაზე, სრულიად მართლები არიან იმაში, რომ დამუშავების ეს ხერხი ანადგურებს ვიტამინების უმეტესობას. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ რძე - ეს არა მხოლოდ ვიტამინებია. ეს კიდევ არის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, და ყველაფერი ეს სრულად არის შენარჩუნებული ულტრაპასტერიზებულ რძეში. თანაც ულტრაპასტერიზებულ რძეს არ გააჩნია მოწამვლის რისკი მაღაზიაში არასწორი შენახვის გამო და ის დიდხანს არ მჟავდება.


6. წიწიბურას თერმული დამუშავება


image


ჩვეულებრივი (ყავისფერი) წიწიბურას წარმოების დროს მწვანე მარცვლები განიცდიან თერმულ დამუშავებას და სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა მათში ნამდვილად უფრო დაბალია, ვიდრე მწვანე წიწიბურაში. მაგრამ ეს განსხვავება ძალიან უმნიშვნელოა, იმისთვის რომ სერიოზულად იქნას გათვალისწინებული. თანაც ვიტამინებისა და მიკროელემენტების უმეტესობა, რომელთა გამოც ფასდება წიწიბურა ( B ჯგუფის ვიტამინები, იოდი, რკინა, კალიუმი, მანგანუმი, ფოსფორი), ადვილად არ ნადგურდება გაცხელებისას. ამ ნივთიერებების ძირითადი ნაწილი მოხარშულ პროდუქტშიც კი შენარჩუნდება.





ერთი სიტყვით, ყველაფერი არც ისე საშიში ყოფილა, როგორც გამოიყურება. პირიქით, ზოგიერთი მათგანი კომფორტულიცაა, მაგალითად წიწიბურას დამუშავების შემდეგ მისი მომზადება ბევრად ადვილია.



თქვენ თუ გაქვთ პროდუქტების ე.წ შავი სია, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ ყიდულობთ? დაწერეთ კომენტარებში და ერთად განვიხილოთ.










0
192
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0