x
image
ეკა ლაცკა
ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზატორებს პატიმრობა დაემუქრებათ - მოსალოდნელი ცვლილებები კანონმდებლობაში
კანონში კიდევ ერთი ცვლილება იგეგმება!

ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზატორებს პატიმრობა დაემუქრებათ.

image

ცხოველთა წამებისა და სასტიკი მოპყრობის ნაწილში დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი იზრდება:

შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება, ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით დაისჯება.


image

რათქმა უნდა ეს არ ეხება ვეტერინარის დანიშნულებით ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას.



დასჯადი გახდება ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით.

image

ამ შემთხვევაშიც სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან ერთწლამდე პატიმრობა.

ასევე დაუშვებელია პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ან შენობა-ნაგებობის ორთაბრძოლების მოსაწყობად გამოყენება.

ასეთ დროს ჯარიმის გარდა, ორ წლამდე პატიმრობა დაგემუქრებათ.

“ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ –

დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე” - აღნიშნულია კანონპროექტში.

ცვლილებები პარლამენტის ბიუროს მალე წარედგინება .



0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0