x
image
Teklamaisuraze
რომელ ორმაგ თამაშზე საუბრობს ედუარდ შევარდნაძე, რატომ არ წავიდა ქვეყნიდან და ვის ჩაუგდო ხელში
უნდა ვაღიარო, რომ იმ დროს“ ორმაგი თამაშის წარმართვა " მეც მიწევდა. ჩემი იძულებითი პარტნიორობა ზოგიერთ “ თანამებრძოლთან" ხაოკიიყო იმისა, რომ მეტვირთა ჩემი სამშობლოს უბედურებათა ნაწილი. თავად მეკისრა პასუხისმგებლობა მისი მომავლისთვის. როგორც უკვე ვთქვი, ეს პასუხისმგებლობა გულისხმობდა უპირველესად ქვეყნის გათავისუფლებას ისეთი ხელმძღვანელებისაგან, რომლებსაც მისი თავისუფლება ესმოდათ, როგორც საკუთარი ნების თავისუფლება მოეხვეჭათ კაპიტალი და სიმდიდრე მისი უბედურების ხარჯზე.

image

იმ დღეებში ჩემი “ უძალაუფლებო მართვის " დროს, როცა დროდადრო ვაწყდებოდი, პოლიტიკურ სიმდაბლეს, ორპირობას სიცრუეს, ვგრძნობდი როგორ მეძალებოდა სურვილი, ერთბაშად გამეთავებინა ყველაფერი, დამესვა საბოლოო წერტილი, ყველაფერი გამომეაშკარავებინა და გამომეჯახუნებინა კარები.

image


რა თქმა უნდა შემეძლო წავსულიყავი, სადმე წყნარ დასავლეთში, თუნდაც გერმანიაში სადაც მიწვევდნენ, ვიცხოვრებდი გადამდგარი პოლიტიკოსის, მშვიდი ცხოვრებით, და საკმაოდ ნორმალურად ვიარსებებდი, ჩემი ლექციებისა და მოგონებების ჰონორარებით.

მაგრამ ეს მართლაც არსებობა იქნებოდა და მეტი არაფერი, აქ დარჩებოდა უკვე გაჩაღებული სამოქალაქო ომი. შიმშილი, უმუშევრობა. ეკონომიკური კრიზისი, პურისა და ბენზინის რიგები. სადაც უკვე ხოცავდნენ ერთმანეთს. ყაჩაღობა თოფიანი კაცის მორალი, საძმოები და ოდესღაც აყვავებული ამ მხარისთვის თავისუფლება ქვეყნის დაღუპვად იქცეოდა.

image

რაც უნდა ითქვას, როდესაც მე რესპუბლიკის ლიდერი ვიყავი, კომუნისტების დროს, საქართველოში ქართველი მათხოვარი არ არსებობდა, მიუსაფარი ბავშვები ხომ მითუმეტეს. სამსახურიც არ იყო ძნელი საშოვარი.

წასვლა და ყველაფრის მიტოვება, მართლა მსურდა. მითუმეტეს როდესაც ჯაბა იოსელიანთან კონფლიქტი მომივიდა.

მაგრამ ვისთვის ჩამეგდო ქვეყანა ხელში.კიტოვანისა და იოსელიანისთვის? ეს ხომ სისხლიან ქაოსში დანთქავდა ყველაფერს.

არა მე მხოლოდ მაშინ გადავდექი, როდესაც ქვეყანა უკვე სახელმწიფოს ჰგავდა. და ასეა თუ ისე, მის სათავეში მაინც ჩემი გამოზრდილი ახალგაზრდა პოლიტიკოსები მოვიდნენ.

0
486
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0