სხვა თამარ მეფის ისტორია და მასზე შექმნილი თამაში 2019, 11 მაისი, 19:48
ტახტზე ასვლის გზათამარი იყო ბაგრატიონების დინასტიის წევრის, გიორგი III-ის ერთადერთი ქალიშვილი, იგი დაიბადა 1160 წელს. 1177 წელს მეფე გიორგი დაუპირისპირდა აჯანყებულ დიდგვაროვნებს, რომლებიც მეფე დემნას მხარეს იყვნენ და უნდოდათ რომ დემნა გამეფებულიყო. მას შემდეგ რაც მეფე გიორგი III- ჩაახშო აჯანყება, თამარი 1179 წელს თანამოსაყრდნედ დანიშნა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ტახტი თამარმა დაიკავა. თამარი და მისი მამა მსახურობდნენ ერთად 5 წლის განმავლობაში. თამარის მეფობა ბევრს არ გაუხარდა და ამიტომ მის წინააღმდეგ განეწყო ზოგიერთი დიდგვაროვანი, მისი სქესის გამო. ისინი მას უყურებდნენ როგორც სუსტ ქვეყნის მმართველს. მას შემდეგ რაც ქვეყანას არ ჰყოლია ქალი მეფე დიდგვაროვნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ მის ლეგიტიმაციას და ცდილობდნენ მისი ასაკის ბოროტად გამოყენებას. მმართველობა არისტოკრატიამ ჩაიგდო ხელთ და თამარი ბევრ რამეში ეთანხმებოდა დიდებულებს და ისინი მასზე ზემოქმედებას აახდენდნენ. პირველი წარუმატებელი ქორწინებადიდგვაროვნებმა თამარს უბრძანეს რომ უნდა ჰყოლოდათ ჯარის უფროსი და ასევე მას სჭირდებოდა შვილი, რათა შემდგომში გამხდარიყო ტახტის მემკვიდრე. მათ აირჩიეს რუსეთის პრინცი იური როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის შვილი იყო, იგი ცხოვრობდა ჩრდილოეთ კავკასიაში. თამარი ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო, თუმცა ბოლოს მაინც შედგა ეს ქორწინება. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა – მას სიმთვრალეში, ჰომოსექსუალობასა და ზოოფილიაში სდებდნენ ბრალს. თამარმა აღნიშნულის შესახებ დარბაზს მოახსენა, რომელმაც იური ანდრეის ძის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მეორე ქორწინება1187 წელს თამარი განქორწინდა პირველ ქმართან. ამის შემდეგ მან აირჩია მისი მეორე მეუღლე - დავით სოსლანი, იგი იყო ისთა უფლისწული. ერთ-ერთი ცნობით, „თამარმა, გიორგი მეფის ასულმა, განიშორა პირველი ქმარი, რუსთა მეფის ძე და შეირთო სხვა ქმარი, ალანთა სამეფოდან, თავისი ნათესავი დედის მხრიდან, სახელით სოსლანი, რომელიც გამეფებისას დავითად იწოდა“. თამარ მეფეს და თავითს ორი შვილი ჰყავდათ: ლაშა-გიორგი, მომავალში გიორგი IV და რუსუდანი, რომელმაც მოგვიანებით თავისი ძმის ადგილი დაიკავა და გახდა რუსუდან დედოფალი. მიზეზი რის გამოც თამარს უწოდებენ მეფესთამარმა თავისი ძალაუფლება განამტკიცა და საიმედო მხარდაჭერა მოიპოვა, მან საქართველო კვლავ აქტიური და მდიდარი ქვეყანა გახადა. თამარმა გააგრძელა მისი დიდი პაპის დავით IV-ის საქმე, დავით მესამისა და ბაგრატ III-ის რეფორმების საფუძველზე. თამარ მეფის მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 1204 წელს შავი ზღვის სანაპიროზე ტრაპიზონის იმპერიის ჩამოყალიბება იყო. მისი მმართველობის ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შუა საუკუნეებში თავისი ძალაუფლების პიკს მიაღწია. თამარი არ იყო დიქტატორი მმართველი და მთელი ცხოვრება შეინარჩუნა კეთილშობილი და ლმობიერი მეფის სახელი. გარდა საქართველოს ტერიტორიების გაფართოებისა, მის დროს მოხდა ოქროს ხანა. ამ პერიოდში აშენდა ძალიან ბევრი შთამბეჭდავი ტაძარი. თამარმა განაგრძო საქართველოს "მეფეთა მეფეობა" და ისეთ რაღაცებს აკეთებდა რასაც მეფეები აკეთებდნენ, შესაბამისად მას უწოდებდნენ მეფეს სქესის მიუხედავად. დღემდე თამარის პოპულარობა გრძელდებაერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპიუტერული თამაში არის Civilization VI, სადაც თამარი საუბრობს საქართველოს გაზრდაზე, ოქროს ხანაზე და ა.შ. ამ თამაშში თამარ მეფე არის როგორც ჭკვიანი და დიპლომატიური ქალი ისე წარმოდგენილი. მთელ თამაშში წარმოდგენილი არის ქართული მუსიკა, თამარი საუბრობს ქართულად, ასევე შესულია ქართული არქიტექტურის ნიმუშები და შუასაუკუნეების კოსტუმების დეტალები.895 1-ს მოსწონს
|