სიახლეები საჭმელი ყველაფერია: ქალები Mukbang-ის ახალ მიმართულებას შეუერთდნენ და მთელი ქონება გამოიმუშავეს 2019, 11 მაისი, 14:00 კამერის წინ გიგანტური საკვების ჭამით ქალები მთელი ქონების გამომუშავებას ახერხებენ. ეს გართობა სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა. ქალებმა საჯარო კვების უცნაური ტენდენცია მომგებიან კარიერად გადააქციეს. უცნაურ კორეულ გართობას სახელწოდებით Mukbang-ს ახლა უკვე ავსტრალიელი ქალებიც შეუერთდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ტანარ იკონტმა ერთ ვიდეოში 500000 ნახვა დააგროვა.
![]() ქალებმა ტენდენციის კარიერად გადაქცევა მოახერხეს. ისინი ვიდეოს იღებენ დიდი რაოდენობით საკვებთან ერთად, რომელსაც მთელი ოჯახის დანაყრება შეუძლია. ზოგიერთი მათგანი ამით მთელი ქონების გამომუშავებას ახერხებენ. ზოგი Youtube-ს საკუთარ არხზე თვეში 10 000 დოლარის გამომუშავებას ახერხებს და ამას დღის განმავლობაში რამდენიმე საათიანი გადაღებით ახერხებს. ![]() ![]() ![]() ტერმინი სიტყვიდან Meok-bang-იდან მოდის, რაც ნიშნავს „საკვების ტრანსლაცია“. ადამიანები ჩვეულებრივ კამერის წინ დროს ატარებენ, სანამ ისინი მთელ თეფშს არ დაამთავრებენ. ამ საკვებით მთელი ოჯახის დანაყრება შეიძლება. ბლოგერები ფულს რეკლამების, ფანატების შემოწირულობისა და კორპორატიული სპონსორებისგან ღებულობენ. რაციონში შედის ყველაფერი, მაგალითად ცხარე ლაფშა, პიცა, ჰამბურგერი, შემწვარი ქათამი, ზღვის პროდუქტები. ზოგჯერ სწრაფი კვების პროდუქტებიც. ![]() 2014 წელს სეულის მოქალაქემ, პაკ სუნი სამსახურიდან წამოვიდა, რომ პირდაპირ ეთერში ტრანსლირება გაეკეთებინა. ამასთან საკვებს დიდი პორციებით ჭამდა. ქალმა რეკლამებითა და შემოწირულობით თვეში 10 000-ზე მეტი დოლარის გამომუშავება მოახერხა. კომპანია Dateline-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ტენდენცია არა მხოლოდ მომგებიანი საქმიანობა, არამედ მარტოობის ფართოდ გავრცელების ნიშანია. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 1. საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან ![]() 2. დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს ![]() 3. 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს ![]() 4. სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს ![]() 5. გოგონამ დაკრძალვაზე ფულის გამომუშავების უჩვეულო გზა მოიფიქრა. ხელმომწერებმა იდეას მხარი დაუჭირეს ![]()
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
278 შეფასება არ არის |