თავის მოვლა შამპუნები, რომლებიც საშიშია ჯანმრთელობისთვის მათში არსებული შემადგენლობის გამო - ეს უნდა ვიცოდეთ 2019, 10 მაისი, 2:05 აღარ მოგაწყენთ იმის მოყოლით თუ რა მნიშვნელოვანია ყველასთვის ჯანმრთელობა, რადგან ეს ყველამ ვიცით და ვცდილობთ ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრებით.მოკლედ ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თუ როგორი შამპუნით ვიბანთ ან ვაბანავებთ ჩვენ შვილებს.მე კი შევეცდები გაგაცნოთ ის საშიში ნივთირებები, რომელიც ხშირად არის სხვა და სხვა ბრენდის შამპუნში.
1) ნატრიუმის ლაურილ სულფატი: ეს ის ნივთირებაა, რომლის საშუალებით შამპუნი კარგად ქაფდება, მაგრამ საშიშია.საშიში კი იმიტომაა რომ ის კარგად ერწყმის მძიმე მეტალებს, მაგალითად ტყვიას.
2) პროპილენ გლიკოლი:ეს ნივთირება კი ის ნივთიერებაა, რომელიც თმას ბზინვარებას აძლევს, მაგარამ ეს ნივთიერებაც საშიშია, რადგან შლის კანის ცილებს და აფერხებს ღვიძლის ფუნქციას.ის კანიდან მარტივად ხვდება.
3) მინერალური ზეთები: თითქოსდა ეს უწყინარი ნივთირება, კანის ნაადრევ დაბერებას და შეიძლება კანის ონკოლოგიური დაავადების გამომწვევი მიზეზიც იყოს.
4) ფორმალდეჰილი:ეს ნივთირება კი ხშირად გვხვდება ბავშვების შამპუნებში და აკრძალულიც კია ევროპის ქვეყნებში.ამ ნივთიერებას იმიტომ ამატებენ შამპუნში თურმე, ბავშვებს თვალები რომ არ აეწვათ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი კანცეროგენია 5) ტალკი:ეს ნივთირებაც კანცეროგენულია და ვიცით ისიც რა საშიში ნივთირებაა. გამოსავალი: წაიკითხეთ ეს სტატია, ამოიწერეთ ან დაიმახსოვრეთ ეს საშიში ნივთირებები და შემდგომში შამპუნის ყიდვას რომ გადაწყვეტთ, კარგად წაიკითხეთ შამპუნში არსებული ნივთირებები, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი პრობლემები.გისურვებთ ჯანმრთელობას. . 230 1-ს მოსწონს
|