ფსიქოლოგია შეგვიძლია თუ არა ემოციის მართვა?საინტერესო რჩევები 2019, 9 მაისი, 3:28
1) ღრმად სუნთქვა როდესაც უკვე ხვდებით რომ არ გყოფნით მოთმინება და “აფეთქდებით", წამით გაჩერდით, მხოლოდ წამია საჭირო იმისთვის რომ გაიაზროთ თქვენი მდგომარეობა, ამის შემდგომ დაიწყეთ ღრმად სუნთქვა, სწორედ რომ ღრმა სუნთქვა აჩერებს ჩვენ ნეგატიურ აზრებს და ფიქრებს.როცა ცოტა დავმშვიდდებით, წარმოვიდგინოთ ჩვენი უარყოფითი ემოცია შეშად, შემდეგ ვყრიათ ამ შეშას თითქოს ცეცხლში და ვუყურებთ როგორ იწვის.ასეთი მედიტაცია მოგვცემს იმის საშუალებას დავმშვიდეთ და ემოციურად გავწონასწორდეთ. 2) იუმორის ჩართვა ეს მეთოდი კი მოგვცემს იმის საშუსლებას ცოტათი გავხალისდეთ და ჩვენი“მტერიც" კი გავაცინოთ, თუ რა თქმა უნდა სურვილი გვექნება.მოკლედ წარმოვიდგინოთ ჩვენი მოწინააღმდეგე სასაცილო ტანსაცმელში ან სასაცილო სიტუაციაში.ამის შემდეგ თუ გაგვეცინა ან უკეთეს გუნებაზე დავდექით ესეიგი ამ რჩევამ ჩვენზე კარგად იმოქმედა. 3) თანამოსაუბრის მოსმენა მოსმენა თანამოსაუბრის, ეს ის რჩევაა, რომელსაც განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, არათუ მარტო კონფლიქტურ სიტუაციაში გამოგვადგება, არამედ საკუთარი თავის სხვანაირად შესწავლასაც ვისწავლით .პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, დავთმოთ ის სიტუაცია რა სიტუაციაში ვართ ანუ კომპრომისზე მივდივართ.დათმობა კი ნიშნავს იმას, ჩვენს მოწინააღმდეგეს ვეუბნებით, რომ მას ყველაფერს მოუსმენთ ბოლომდე.ამ დროს ჩვენ ჩვენი თავი უნდა ვაკოტროლოთ და წარმოვიდგინოთ თითქოს ის კი არ ყვება და თქვენ უსმენთ, არამედ თქვენ ყვებით და ის გისმენთ. სიტუაციას ცვლით თქვენს გონებაში.ასეთი მიდგომა კი ბევრ რამეს გვასწავლის. 4) დავსვათ წერტილი ეს იმას ნიშნავს რომ არ გსურთ კამათი და არც ამ თემის განვრცობა, რაც ორივე მხარესთვის გამაღიზიანებელია, ანუ წერტილს ვსვამთ. 52 1-ს მოსწონს
|