დიეტოლოგია როგორ დავიკლოთ ზედმეტი წონა მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ- ქეთი ასათიანის რჩევები 2019, 9 მაისი, 13:56 ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის დილის" ეთერში ექიმმა-დიეტოლოგმა, ქეთევან ასათიანმა გაზაფხულზე სწორის კვების რაციონსს და ბალანსზე ისაუბრა და იმ ადამიანებს მისცა რჩევები, ვისაც წონის პრობლემა აქვს ან რამდენიმე კილოთი ნაკლები უნდათ შეხვდნენ ზაფხულს. - გაზაფხულის პერიოდი, ჩვეულებრივ, გამოირჩევა ჰიპოვიტამინოზითა და შედარებით დაბალი იმუნური სისტემით. როგორ ვლინდება ეს ყოველივე, ალბათ დამეთანხმებით, რომ გაზაფხულზე ხშირია საერთო სისუსტე, მოთენთილობა, ძილიანობა, ალერგია მძვინვარებს, შეიძლება იყოს ცრემლდენა, ცოტა შეშუპებული სახე, გუნება-განწყობა მეტ-ნაკლებად მოიკოჭლებს - რა ვქნათ ასეთ დროს? პირველი ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავიტვირთოთ პოლივიტამინებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. პოლივიტამინით არა აბის სახით, არამედ იმ ხილისა და პროდუქტიდან, რაც შეიძლება იყოს საგაზაფხულო მენიუში. თუკი ზამთარი იყო კლორიულობით საკმაოდ დატვირთული, ბევრი ცხიმი, ბევრი ხორცი, გაზაფხულის კვება უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი. სულ უფრო მეტად უნდა ჭარბობდეს ჩვენს რაციონში ხილი, ბოსტნეული. თან ახლა მოდის კენკრა, რომელიც არის უებარი. რომელიც იმ ყველაფერ ცუდს გამოდევნის ორგანიზმიდან, რაც დაგვიგროვდა ამ ხნის განმავლობაში. ამიტომ, პირველი პრინციპი არის რაციონალური, დაბალანსებული კვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ვიტამინი, მიკრო, მაკრო ელემენტი დოზირებულად, არ დაგვავიწყდეს წყალი. წყალთან ერთად შეიძლება იყოს კენკრის ნახარში, ან მატონიზირებელი და სწრაფად გამწმენდი ეფექტი აქვს კოჭასა და ლიმონს. შინ მომზადებული ლიმონათები. შეიძლება იყოს მსუბუქი განტვირთვის დღეებიც. მაგრამ პირველი და აუცილებელი, წონას ვიკლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივირთმევთ ცოტ-ცოტას და დღეში რამდენიმეჯერ. ძალიან ხშირად, პაციენტები, რომლებსაც აქვთ ეს პრობლემა და მოგვმართავენ ენდოკრინოლოგებს და გვეუბნებიან: "მე ერთხელ მივირთმევ, და არ ვიკლებ და 4-5-ჯერ მივირთმევ და ვიკლებ წონაში." იმიტომ, რომ რეჟიმი, ნივთიერებათა ცვლის გააქტივება, მეტაბოლიზმის მწყობრში მოყვანა, შეუძლია მცირე ულუფით, ხშირ-ხშირად მირთმეულ საკვებს. ეს ყველაფერი მოხერხებადია. მერწმუნეთ. ვთქვათ ერთი დღის მენიუ: დილა, ძალიან ხშირად როცა ვსაუბრობთ აბა რითი დავიწყოთ საუზმე, ზოგი ირჩევს ჰერკულესს და ხშირად ვეკითხები პაციენტებს, მართლა მოსწონთ თუ არა ეს საკვები, თუ თავს ისჯიან. რატომღაც დილით ჰერკულესის მირთმევა გაიგივებულია სწორ კვებასთან და დიეტასთან. რატომაც არა, თუ აქვთ მათ ფაფის მირთმევის სურვილი, მიირთვან. ეს შეიძლება იყოს წყალზე მომზადებული ან რძეზე მომზადებული. შეიძლება გავიგემრიელოთ კენკრით ან გარგარის, ქლიავის ჩირით, ცოტა თაფლით. ზოგს აქვს სურვილი მიირთვას ეს ფაფა ნაკლებმარილიან ყველთან ერთად. ეს არის საკმაოდ ნოყიერი საუზმე. იქ თავისი ადგილი აქვს ყავასა და ჩაის, თუმცა ეს ის სეზონია, როცა შეგიძლიათ მიირთვად ნაკლებად შაქრიანი კომპოტი, შინ მომზადებული ლიმონათი. ხშირაგ გვსმენია ადამიანებისაგან, რომ წყალს ვერ სვამენ. თუკი გავიგემრიელებთ ამას სწორად და ჯანსაღად, მე ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია. ამით ვისაუზმებთ. ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ საუზმე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. შემდგომ ჩვენ გვაქვს პერიოდი სადილამდე. სადილი დატვირთული რეჟიმის პირობებში, შესაძლოა სრულყოფილი არ იყოს, ამიტომ ის პერიოდი გამოვიყენოთ რაც არის საუზმესა და სადილს შორის, 11-12 საათზე შესაძლებელია მივირთვათ რძის პროდუქტი ან ხილი, მაწონი. ეს არ საჭიროებს ჩვენგან დიდ ძალისხმევას. ეს უკვე არის ხემსი, საუზმესა და სადილს შორის. იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვისადილოთ სრულფასოვნად, რა თქმა უნდა, ყოველთვის სასურველია, ეს იყოს წვნიანი, რაც ხშირად არასასურველ ემოციებს აღძრავს ხოლმე იმიტომ, რომ სპეციფიური მისართმევია. ეს არ უნდა იყოს ხორცის ნახარში, ბულიონი, არამედ იგივე მჟაუნას სუფი. ასევე გაზაფხულამდე აქტუალურია გოგრაც და ძალიან კარგია გოგრის წვნიანი. იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალური აუტანლობა წვნიანისადმი, მივირთვათ ბოსტნეული ცოცხალი სახით. პროდუქტს კალორიულობას ამატებს ჩვენ მიერ მომზადების წესის არცოდნა ან არასწორი მომზადება. პროდუქტი იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება მომზადებული, კალორიას თავის თავში მოიცავს, მაგრამ თუ ჩვენ დავამატებთ კარაქს, დიდი რაოდენობით ცხიმს, რა თქმა უნდა, ის კალორაჟი გაორმაგდება. ორთქლზე მომზადებული, გრილზე მომზადებული, ღუმელში გამომცხვარი, ფოლგაში შეფუთული საკმაოდ კარგ საგემოვნო თვისებებს ინარჩუნებს. ასევე შეგვიძლია თუ არ მივირთვით წვნიანი და იქნება ეს ერთგავრი ბოსტნეული, მივირთვათ თევზის გარნირი, რაც ძალიან მსუბუქი და მირთმევადია, ოღონდ, რა თქმა უნდა, კანის გარეშე უნდა მივირთვათ. შეიძლება იყოს ინდაური ან ქათამი, მსგვსი წესით მომზადებული. შემდეგი ხემსი, თუკი არ მივირთვით საუზმესა და სადილს შორის რძის პროდუქტი და მივირთვით ხილი, სადილსა და ვახშამს შორის დავუთმოთ დრო იმას, რაც არ მიგვირთმევია 12 საათზე, ან ხილი ან ბოსტნეული. ვახშამი უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი. დაძინებამდე არაუგვიანეს სამი საათისა. შეგვიძლია მივირთვათ წიწიბურა. აქაც გააჩნია ულუფის დოზას და იმის ოდენობას რამდენს მივირთმევთ. თუკი ვერ მივირთვით თევზი სადილის დროს, შეგვიძლია წიწიბურა თევზთან ერთად მივირთვათ. გაზაფხულისთვის სასარგებლო სალათია კომბოსტო და სტაფილო, რომელიც C ვიტამინის უბადლო წყაროა და რომელსაც შევაზავებთ ცოტა ზეითუნის ზეთით ან ბალზამით. ეს უნდა იყოს გემრიელი. რაც შეეხება სტაფილოს, მოხარშულ მდგომარეობაში ის კარგავს ან მინიმუმამდე დაჰყავს ყველა ის სასარგებლო თვისება, რაც აქვს. ვახშამზე შეიძლება მივირთვათ ასევე, ბოსტნეულის სალათი, შესაძლოა იყოს წიწიბურა, ნებისმიერი ბურღულეული, რომელიც იქნება იმის გარანტი, რომ დილამდე არ მოგვშივდება. რაც უფრო დღე მატულობს, ძილის ხანგრძლივობა მცირდება, სულ არის "ცმაცუნის" სურვილი. რაც შეეხება შოკოლადს, შეგვიძლია მივირთვათ შავი შოკოლადი და თუ ის სასიკეთო ემოციას არ მოგგვრით, იყოს რძიანიც, მაგრამ ეცადეთ დღის პირველ ნახევარში მიიღოთ და არა საღამოს. რაც შეეხება გვიან დაძინებას, მივიღოთ თუ არა ამ დროს სამი საათით ადრე საკვები, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. რა თქმა უნდა, ამით ჩვენ ვაყენებთ დიდ ზიანს კუჭნაწლავის ტრაქტს. რაც უფრო გვინ იქნება საკვები მირთმეული, მით უფრო ვერ ვასვენებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას და ის მუდმივად მუშაობს. ეს ერთგვარ დისკომფორტსაც ქმნის. გაიხსენეთ, რაც უფრო გვიან გვაქვს საკვები მიღებული სავსეობის შეგრძნება გვაქვს და ეს გვაწუხებს. 731 1-ს მოსწონს
|