დიეტოლოგია დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - და-ძმამ ერთ წელიწადში 247 კილოგრამი დაიკლო 2019, 7 ივლისი, 16:57 ბირმინგემში მცხოვრებმა და-ძმამ, რომელებიც ბავშვობიდან წონის პრობლემებს ებრძოდა, გადაწყვიტა ზედმეტი წონისთვის ბრძოლა გამოეცხადებინათ. ბერნი და მეთიუ ბავშვობიდან ცდილობდნენ ერთმანეთის მხარდაჭერით წონის პრობლემა მოეგვარებინათ, თუმცა უშედეგოდ.
ბოლოს როგორც იქნა საუკეთესო გამოსავალს მიაგნეს და ერთად დაიწყეს ინტენსიური ვარჯიში, რომლის შედეგადაც ორივემ ჯამში 247 კილოგრამი დაიკლეს. ჯერ კიდევ გასულ წელს ბერნი 222 კილოგრამს, ხოლო მისი ძმა მეთიუ 171 კილოგრამს იწონიდნენ. პირველად სპორტდარბაზში ძმა ჩაეწერა, ეს კი დისთვისაც მოტივაცია გახდა. მათ ერთად დაიწყეს ვარჯიში, ყოველ დილას 4 საათზე დგებოდნენ, რათა დარბაზამდე მისულიყვნენ, იქ კი 4 საათის განმავლობაში სხვადასხვა ვარჯიშებით, შეუსვენებლივ ვარჯიშობდნენ. ბერნი სკოლაში მასწავლებლის დამხმარედ მუშაობდა, მან გადაწყვიტა სასკოლო არდადეგები გამოეყენებინა ვარჯიშისთვის. მეთიუ მისთვის შთაგონების წყარო გახდა პირველი დღიდან . გოგონა მისთვის ეფექტური ვარჯიშების კომპლექსს ყოველდღიურად ასრულებდა. თავიდან ბერნის ძალიან უჭირდა, სარბენ ბილიკზეც კი 5 წუთზე მეტხანს ვერ დარბოდა, თუმცა ახლა მას გაუჩერებლად, 45 წუთიანი სირბილი შეუძლია. გოგონა ასევე მუშაობს პირად ტრენერთან, რათა არასწორი დაკლების გამო მოშვებული კანის პრობლემა არ შეექმნას. არდადეგების დასრულების შემდეგ სკოლაში დაბრუნებული მასწავლებლის დამხმარე, ბერნი ვერცერთმა მოსწავლემ ვერ იცნო, მას იმ დროისთვის უკვე 32 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული. ბერნიმ ჯამში 159 კილოგრამი დაიკლო. როგორც ის ამბობს ახლა თასვ სავსებით სხვა ადამიანდ გრძნობს. ის კვლავ დილის 4 საათზე იღვიძებს და სპორტდარბაზში კვლავ 4 საათი ვარჯიშობს, ამასთან ის დღეში ორჯერ ძაღლს ასეირნებს. ამ ყველაფერს კი სამსახურში წასვლამდე ახერხებს. ხოლტების ოჯახში წონის პრობლემა ყოველთვის იყო. ბერნი ზედმეტ კილოგრამებს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ებრძოდა, 18 წლის ასაკში ის უკვე ვეღარ ახერხებდა ჩვეულებრივ მაღაზიებში ეყიდა ტანსაცმელი, რომლის გამოც ძალიან კომპექსდებოდა ინტენსიური ვარჯიშის პარალელურად ბერნიმ უარი თქვა ტკბილზე, პურზე და გაზიან სასმელებზე. აკრძალა ნახშირწყლების მოხმარება. უარგისი საკვები, რომლითაც ადრე გოგონა სიამოვნებით იკვებებოდა, ახლა მას გულს ურევს. მის ხოლტი ყოველ დილას სპორტდარბაზში საკუთარ 30 წლის ძმას, მეთიუს ხვდება, რომელიც მისთვის დიდი მოტივატორი გახდა, ამ რთულ გზაზე. და-ძმა ერთად ცდილობს გააგრძელოს რთული გზა მიზნამდე, რომელიც თითქმის უკვე ბოლოსკენ მიიყვანეს. გაითვალისწინეთ, მოტივაცია და რწმენა საუკეთესო მოტივატორია. ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი რწმენა თქვენც თავდაჯერებულს გხდით. 106 2-ს მოსწონს
|