x
სასულიერო პირმა გიორგი მამალაძემ 16 წლის გარდაცვლილი გოგონას გაჭირვებულ ოჯახს დასაკრძალი მიწა არ მისცა

მამალაძე

ზოგადად არ მიყვარს არც განკითხვა და არც არავის მხილება, მითუმეტეს თუ ეს სასულიერო პირს ეხება.... მათ მეტად ებრძვის ბოროტი და ალბათ მათი დახმარება უფრო მართებული იქნებოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს რაც ჩვენ გვჭირს ამაზე ხმის არ ამოღება ქვეყნის ღალატის ტოლფასია, რადგან ერთი სასულიერო პირის გამო მთელი ინსტიტუტი ფაქტიურად სკანდალსა და ლაფშია ამოსვრილი. ხო და ამიტომ მოდით დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და ღმერთმა ინებოს მალე ყოველივეზე ნათლის მოფენა - საქმე მამა გიორგი მამალაძეს და მის პატიმრობას ეხება - მივმართავ მის ძმას, რომელიც რას აპროტესტებს ან რატომ საპატრიარქოსთან უცნობია - მოგვიყვეს რატომ დაუწვეს მამა გიორგის მანქანა უკრაინაში და რატომ წამოვიდა იქიდან? რატომ გადაასვენებინა 16 წლის გოგონა გაჭირვებულ ოჯახს იმ მიზეზით რომ მიწა მისი იყო? და კიდევ ბევრი რატომააა მის ძმასთან მიმართებაში. რატომ უნდა განთავისუფლდეს დანაშავე მამალაძე თუ მასზე ნაკლები დანაშაულის ჩამდენი პატიმრები სასჯელს ბოლომდე იხდიან? რატომ ითხოვთ ზიარებას როდესაც არავის არ უკრძალავს მისთვის ზიარების მიღება..... მეორე საკითხია რატომ იყო საპატრიარქოს წიაღში ასეთი ბიოგრაფიის მქონე "სასულიერო პირი". გული მიგრძნობს ბევრი საინტერესო და ახალი ამბავი გასაჯაროვდება კიდევ - გიორგობას გილოცავთ მამა გიორგი და ეგებ წმინდა გიორგის შეწევნით თავად ახსნათ ამდენი რატომ წერს ნინული ქავთარაძე

1
236
2-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
236
  
2019, 7 მაისი, 13:32
აყეფებულან შორენა თეთრუაშვილის გოშიები, გიორგი მამალაძე ციხეში ზის საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილის შავბნელი საქმიანობის გაშიფვრის გამო.
უფალი ყველას მისი სამართლით განსჯის....
0 1 1