x
დოლისყანის ეკლესიაში საპირფარეშოს მშენებლობა თურქების მიერ სამუდამოდ შეჩერდა

დოლისყანა

მადლობა ჩვენს მოქალაქეებს აქტიურობისთვის, რომ ყველამ ასე გულთან მიიტანეთ და ინფორმაციების გაზიარებით გამოხატეთ თქვენი პროტესტი ეკლესიაში თურქების მიერ საპირფარეშოს მშენებლობასთან დაკავშირებით, გამცნობთ რომ საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ჩარევით, პრობლემა მოგვარდა გთავაზობთ მის კომენტარს.
გიორგი ჯანჟღავა: სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ, გვიან საღამოს დავუკავშირდით თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზუემების გენერალური დირექტორის მოადგილესა და ამავე დირექტორატის რესტავრაციის სამმართელოს უფროსს. თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი, თუმცა, შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. ასევე, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს ადგილზე თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას. ზემოაღნიშნულმა პირებმა დაავალეს ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა.
ახლახან დაგვიკავშირდა რესტავრაციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც გვაცნობა, რომ ადგილობრივების მხირდან მოხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რის შესახებაც კულტურის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, მათ უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე, შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია.

ფოტო გადაღებულია ბუბა კუდავას მიერ

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0