ლედი გაგამ "Met Gala 2019' - ზე გაიხადა და ფურორი მოახდინა ( + ფოტოები და ვიდეო )
2019 წლის ყველაზე მღელვარე წითელი ხალიჩა და გამორჩეული, თავდადებული და ყველაზე მღელვარე სტილი ნიუ - იორკის ხელოვნების ღირსშესანიშნავ მუზეუმში სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს.და ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა გახდა გადამწყვეტი და გარდამტეხი, აღმაშფოთებელი და ყველაზე დიდებული თავისი კოსტიუმით, რომელიც შექმნილია მისი ყოფილი სტილისტის ბრენდონ მაქსველის მიერ.![ლედი გაგამ "Met Gala 2019' - ზე გაიხადა და
ფურორი მოახდინა ( + ფოტოები და ვიდეო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050704051630087.jpg)
![ლედი გაგამ "Met Gala 2019' - ზე გაიხადა და
ფურორი მოახდინა ( + ფოტოები და ვიდეო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050704053430087.jpg)
პოპ მომღერალმა აღაფრთოვანა მაყურებელი თავისი სადებიუტო ოთხჯერადი სხვადასხვა წარმოდგენით და ეს ყოველივე მის დაუსრულებელ კაბების სიმრავლეში აისახა. როდესაც ვარსკვლავმა კიბეებზე ასვლა დაიწყო, მაშინ დაიწყო ყველაფერი.მან რამდენიმე ეტაპად გაიხადა სამოსი და აღმოჩნდა, რომ ვარდისფერი ატლასის უზარმაზარი კაბის შიგნით შავი სამოსი ეცვა უბრეტელოდ და ერთი ქოლგით პოზირებდა კამერებთან. რამდენიმე პოზის შემდეგ მომღერალმა კიდევ უფრო მეტად მოახერხა აუდიტორიის დამორჩილება და ახლა შავი კაბაც გაიხადა - შიგნით კი კიდევ ერთი ვარდისფერი კაბა ეცვა.![ლედი გაგამ "Met Gala 2019' - ზე გაიხადა და
ფურორი მოახდინა ( + ფოტოები და ვიდეო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050703573930087.jpg)
მან უზარმაზარი ზომის მზის სათვალე მოირგო და ასე პოზირებდა რეტროს სტილში კამერებთან. კიდევ უფრო მეტი და მეტი ფურორი მოახდინა და ახლა აგურის ზომის მობილური ტელეფონი მოიმარჯვა.![ლედი გაგამ "Met Gala 2019' - ზე გაიხადა და
ფურორი მოახდინა ( + ფოტოები და ვიდეო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050704082030087.jpg)
ბოლოს და ბოლოს პოპ - პრინცესამ თავისი უკანასკნელი შოუ წარმოადგინა, როცა ის ვარდისფერი კაბაც გაიხადა და ახლა უკვე თეთრეულის კომპლექტით გამოეცხადა აუდიტორიას.შავი ბიუზჰალტერი, გამაშები და უზარმაზარი მაღალი ქუსლები. ყველაფერი შავი ფერის.საბოლოო ჯამში ის გამოირჩეოდა "puffy sleeves", თუნდაც მოჟღარუნე პლატინის საკეტებით კაბაზე და მის გარშემო შავი ქოლგებით მოსიარულე მამაკაცებით.
![ლედი გაგამ "Met Gala 2019' - ზე გაიხადა და
ფურორი მოახდინა ( + ფოტოები და ვიდეო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050703594830087.jpg)
![ლედი გაგამ "Met Gala 2019' - ზე გაიხადა და
ფურორი მოახდინა ( + ფოტოები და ვიდეო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050704002430087.jpg)
საინტერესოდ წარსდგა სერენა უილიამსი "Versace" კაბით მეუღლესთან ალექსის ოჰანიანიანთან ერთად.
ულამაზესი კარლა კრუსი "Dapper Dan" კაბით.
ასევე "Dapper Dan" კაბა ეცვა Ashley Graham.
ძალიან საინტერესო და ექსტრაორდინალური იყო ჟურნალ "Vogue" რედაქტორი ანა ვინტური ქალიშვილთან ბეასთან ერთად.
საკმაოდ ორიგინალური წარმოდგენა ჰქონდა ასევე ბილლი პორტერს, რომელიც დიდებით შემოიყვანეს წითელ ხალიცაზე ექვსმა მამაკაცმა, რომელთაც ოქროს შარვლები ეცვათ.![ლედი გაგამ "Met Gala 2019' - ზე გაიხადა და
ფურორი მოახდინა ( + ფოტოები და ვიდეო ) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050704213430087.jpg)