x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლად


აირჩიე ერთი ფოტო, რომელიც ყველაზე მეტად გგავს და შემდეგ ნახე პასუხები.


image


პასუხები:



თუკი აღწერის 70 პროცენტზე ნაკლები დაემთხვა საკუთარი თავის შესახებ თქვენს წარმოდგენებს, თავიდან გაიარეთ ტესტი. სავარაუდოდ, ძალიან გაერთეთ ფოტოების არჩევის პროცესით და კარგად ვერ ჩამოყალიბდით, რომელი უფრო მოგეწონათ სხვებზე მეტად.



1. მხიარული, სიცოცხლით სავსე, მრავალფეროვანი


თქვენ მოგწონთ თავისუფალი ცხოვრების სტილი. მოგწონთ სპონტანურობა. ცხოვრობთ დღევანდელი დღით და ცდილობთ მაქსიმუმი მიიღოთ ყოველი წუთიდან. თქვენი დევიზია: ერთხელ ვცხოვრობთ! ხართ ცნობისმოყვარე და მუდამ ღია სიახლეებისთვის. ყველაზე მეტად მაშინ ვითარდებით, როცა ცვლილებები ხდება, იცვლება გარემო და მასთან ერთად იცვლებით თქვენც. თქვენი ყველაზე ცუდი კოშმარი – როცა ენერგია არ გყოფნით იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ გარდაქმნებთან შესახვედრად. გაშინებთ შეზღუდვები და ერთ ადგილზე ყოფნა, ვერ იტანთ რჩევა-დარიგებებს და სხვების დიდაქტიკურ შეგონებებს, გაღიზიანებთ ჭკუის დარიგება მაშინ, როცა არ გიკითხავთ აზრი.


რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველგან, ყველაფრიდან და ყველასგან მრავალმხრივ გამოცდილებას იძენთ. მოგწონთ სიურპრიზები.



2. დამოუკიდებელი, არაორდინარული, სტანდარტებიდან ამოვარდნილი



თქვენ შეუზღუდავი თავისუფლება გჭირდებათ, რომ ისე წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, როგორც გსურთ – უნიკალური და განსაკუთრებული. ნებისმიერ ამოცანას და სირთულეს, რომელიც ცხოვრებაში გხვდებათ, შემოქმედებითად უდგებით. კრეატიული ხართ როგორც სამსახურში, ასევე არაფრის კეთების დროსაც კი.


დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა ხშირ შემთხვევაში ვლინდება რაღაც ისეთის კეთებაში, რასაც არავინ ელის – ოღონდ დინებას არ მიჰყვეთ, ოღონდ ისე არ მოიქცეთ, როგორც იქცევიან სხვები. თქვენ ინდივიდუალისტი ხართ. აფასებთ ნებისმიერი ხასიათის გამოვლინებას, როგორიც უნდა იყოს ის. არ გყავთ ავტორიტეტები და ბრმად არავის მაგალითს იმეორებთ.


ცხოვრობთ საკუთარ წარმოდგენებთან შესაბამისობაში, გაქვთ თქვენი მორალური კოდექსი, პრინციპები და მათ მიხედვით იღებთ გადაწყვეტილებას, თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანების აზრის წინააღმდეგ წასვლა მოგიწიოთ.


3. თვითანალიზისკენ მიდრეკილი, მგრძნობიარე, ფიქრიანი



თქვენ გამუდმებით სასტიკ ომში ხართ ჩართული, ომობთ ადამიანებთან, ცხოვრებასთან, სისტემასთან ან საკუთარ თავთან. ხელოვნურობის, სიყალბის, ზედაპირულობის ატანა არ შეგიძლიათ და გირჩევნიათ მარტოდ იყოთ, ვიდრე რაღაც ფარისევლურ მარაზმში გახვეული.


თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ხართ მეგობრებს შორის, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. შეგიძლიათ ძალიან ახლო ურთიერთობაში იყოთ ძალიან დიდხანს და სწორედ ამგვარი ურთიერთობებით ახერხებთ თავის გატანას მაშინ, როცა მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგ ირაზმება.


შინაგანი ჰარმონია და ბალანსი თქვენთვის ჰაერივით აუცილებელია, თუმცა ამას გარედან ვერ მიიღებთ, ისევ საკუთარ თავში უნდა მოძებნოთ შეგრძნება იმისა, რომ სწორად ცხოვრობთ. ვერ ვიტყვით, რომ თვითგვემაში ხართ, კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით და იშვიათად იწყენთ მარტოდ.



4. მიწაზე მყარად მდგომი, მშვიდი, გაწონასწორებული



თქვენი უმთავრესი ღირებულება სისადავე და ბუნებრივობაა, ვერ იტანთ ხელოვნურობას, გადაპრანჭულ და პომპეზურ რამეებს. უბრალო ფორმები მოგწონთ, მარტივი და სიყალბისგან თავისუფალი ურთიერთობები, სადაც არავის უწევს თამაში. ადამიანებს მოსწონხართ, იმიტომ რომ ის ხართ, რაც ხართ, მოსწონთ თქვენი მიწაზე მყარად დგომა და ის, რომ ფხიზელი თვალით უყურებთ ცხოვრებას. მათ შეუძლიათ გენდონ, დაგეყრდნონ, რადგან არასოდეს ტეხთ მიცემულ პირობას და ყოველთვის პასუხისმგებელი ხართ საკუთარ ქმედებებზე.


ახლობლებისთვის დასაყრდენი ხართ, თუმცა იმდენ სივრცეს აძლევთ მათ, რომ არც დამოკიდებულად გრძნობდნენ თავს და არც მიტოვებულად. სითბოს და ადამიანურობას არასოდეს იშურებთ.


არ გიყვართ თვალისმომჭრელი საგნები - ფიქრობთ, რომ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის. ამრეზით უყურებთ ყველაფერ ულტრათანამედროვეს და აფასებთ თავშეკავებულობას, სიმკაცრეს და ელეგანტურობას ჩაცმულობის სტილსა თუ ქცევებში.



5. პრაგმატული, საკუთარ თავში დარწმუნებული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე



თქვენი ერთადერთი დასაყრდენი, რომელსაც ბოლომდე ენდობით თქვენი საკუთარი თავია. იღბლის და გამართლების იმედად არასდროს ხართ, წარმატების მიღწევას დაუღალავი შრომით თავად აპირებთ. პრობლემებს პრაქტიკული პოზიციიდან აგვარებთ ისე, რომ ისედაც რთული ცხოვრება კიდევ უფრო არ გაართულოთ თქვენთვის და თქვენი გარშემომყოფებისთვის.


რეალისტი ხართ და თუნდაც რამდენიმე ვერსიას შორის მერყეობდეთ გადაწყვეტილების მიღებისას, რასაც გადაწყვეტთ, იმაში ეჭვი აღარ გეპარებათ. თქვენ არ გიჭირთ რთული და საპასუხისმგებლო საქმის საკუთარ თავზე აღება, რადგან იცით, რომ ადრე თუ გვიან ყველაფრის გაკეთებას მოახერხებთ და ყველას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ თქვენ საუკეთესო კანდიდატი ხართ.


თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში და ამ თავდაჯერებას სხვებსაც უწილადებთ. იმდენად გჯერათ თქვენი შესაძლებლობების, რომ თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით თუ არ მოხდა ყველაფერი, ძალიან გაგიკვირდებათ.



6. მშვიდობისმოყვარე, დიპლომატი, არაკონფლიქტური



თქვენთან ურთიერთობა მარტივია, რადგან იმდენად აფასებთ სიმშვიდეს და ჰარმონიულ ურთიერთობებს, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გვერდით ყოფნა სასიამოვნო იყოს ადამიანებისთვის. გყავთ ბევრი მეგობარი, რომელთანაც საკმარის დისტანციას ინარჩუნებთ – არც დამოკიდებული ხდებით და სიახლოვესაც არ კარგავთ. სოციალური ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ დროდადრო მარტოდ დარჩენაც აუცილებელად მიგაჩნიათ, რათა საკუთარ თავში ჩამოყალიბდეთ და დალაგდეთ.


ფილოსოფოსობაც მოგწონთ, ცხოვრების საზრისზე ჩაფიქრება და სხვადასხვა თეორიების განხილვა ადამიანებთან. ფიქრობთ, რომ საკუთარი თავის სიყვარულით იწყება ნებისმიერი სიყვარული, პატივს სცემთ და აფასებთ საკუთარ თავს. ჰარმონიაში ხართ სამყაროსთან. ესთეტი, ძალიან აფასებთ სილამაზეს და ყველაფერ ლამაზს. ხართ სანდო, საიმედო ადამიანი, რომელსაც ძალიან მოსწონს მარტოობა, თუმცა მარტოსული სულაც არ არის. უბრალოდ იმდენად ჰარმონიაში ცხოვრობს საკუთარ თავთან, მარტოობის არ ეშინია, პირიქით...



7. საკუთარ თავში დარწმუნებული, საიმედო, ანალიზის უნარის მქონე



თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ გაუგოთ ადამიანებს და ეს თქვენი ყველაზე ძლიერი მხარეა. გიყვართ განსაკუთრებული, უნიკალური, რაღაცით გამორჩეული ადამიანები, რადგან ყოველი მათგანისგან რაღაც ისეთს სწავლობთ, რაც აქამდე არ იცოდით.


თქვენს ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს კულტურა მისი ფართო გაგებით. გაქვთ თქვენი სტილი ჩაცმულობაშიც, ქცევებშიც, აზროვნებაშიც, რომელიც მსოფლიო კულტურის ნაწილად მიგაჩნიათ. ძალიან შემწყნარებელი ხართ ნებისმიერი მსოფლხედველობის, მოსაზრების მქონე ადამიანების მიმართ და ყველას და ყველაფერს ამ სამყაროში ისეთს იღებთ, როგორიც არის.
8. მეოცნებე, რომანტიული, ემოციური


ძალიან მგრძნობიარე და ადვილად მოწყვლადი ხართ. არაფრით არ გსურთ რაციონალურ საწყისებს დაუქვემდებაროთ თქვენი ცხოვრება და ღრუბლებში ლივლივი გირჩევნიათ, რადგან იქ თავს კარგად გრძნობთ. გრძნობები თქვენთვის ყველაზე მთავარია. ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში მთავარია გქონდეს ოცნება და როცა ის აგისრულდება, შემდეგ ახალი ოცნება ეძიო. ფიქრობთ, რომ ცხოვრება ეს მიღებული ემოციების ჯამია, ფაქტებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, თავად როგორ აღვიქვამთ.
ვერ უგებთ რეალისტებს და მატერიალისტებს. არაფერი გაქვთ საერთო პრაგმატულ ადამიანებთან. ვერ იტანთ აგრეთვე ისეთ ადამაინებს, ვინც თქვენს სულში ხელების ფათურს იწყებს, ან თავისი აზრების თქვენთვის თავზე მოხვევას ცდილობთ. ამ დროს უბრალოდ მათთან კავშირს წყვეტთ. თქვენ თქვენი სამყარო გაქვთ, რომელშიც ყველანაირ სტუმარს ნამდვილად ვერ შემოუშვებთ.
9. დინამიური, აქტიური, რისკიანი
თქვენ გიჟდებით მძაფრ შეგრძნებებზე და მოულოდნელობებზე, ამიტომ სტაბილურს და დაგეგმილს ყოველთვის რაღაც გიჟურს და სათავგადასავლოს არჩევთ ხოლმე. ნაბიჯებში გაწერილი ცხოვრება მალე გწყინდებათ, რუტინა სიცოცხლის ხალისს გაკარგვინებთ.
თქვენ გსურთ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და გადამწყვეტი როლის შესრულება. მიგაჩნიათ, რომ ყოველთვის მართალი ხართ, თუმცა როცა ცდებით, შეცდომის აღიარებაც შეგიძლიათ. თქვენი ქცევების პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან თავადაც არ იცით, რა დაგარტყამთ თავში და რის გაკეთებას გადაწყვეტთ ნახევარი საათის შემდეგ.



0
6316
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
6316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0