x
image
ზოგადი განათლება
ნოდარ დუმბაძის სიყვარულის ისტორია - ''წამოი, გოგო, ჩემსას''

მერე იყო უამრავი რამ... ისინი დამეგობრდნენ. ნოდარს სულ სხვა გოგო უყვარდა, ნანული მაჭანკლის როლსაც ასრულებდა, დიდად უწყობდა ხელს ნოდარს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. გოგონამ უარი უთხრა ნოდარს...

-

image

-

უახლოეს მეგობრებად ითვლებოდნენ, სულ ერთად იყვნენ და ალბათ, ვერც ერთმა ვერ იგრძნო, როგორ გადაიზარდა მეგობრობა სიყვარულში. ახლა სიყვარულში ვეღარ უტყდებოდნენ ერთმანეთს. არადა, ყველაფერი ცხადი იყო: ნანული უნივერსიტეტში მიდიოდა და ნოდარი მოაჯირზე ჩამოყრდნობილი ელოდებოდა. ლექციებიდან გამოდიოდა და ნოდარიც იქვე იდგა, ფოიეში... ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს ივლიდნენ ასე, რომ არა ერთი შემთხვევა: ნანულიმდე ხმა მივიდა, ნოდარს ერთი გოგო უყვარს, მაგრამ ნანულის გამო ვერ მოჰყავსო... გაბრაზდა, ცხელ გულზე მივიდა ნოდართან და უთხრა, შენ თუ ვინმე გიყვარს, მე რა შუაში ვარ, მე რატომ მახსენებს ეს ხალხი, ადექი და მოიყვანეო. ნოდარმა ალმაცერად შეხედა და ჰკითხა:
- შენ მე არ გიყვარვარ?
-არა... ჯერ შენ მითხარი და მერე მე გეტყვი.
-შენ თუ ამდენ ხანს ვერ მიხვდი, რომ მიყვარხარ, არ ყოფილა შენი საშველი. ახლა შენ მითხარი...
-შენც თუ ამდენ ხანს ვერ მიხვდი, რომ მეც მიყვარხარ, არც შენი საშველი ყოფილა მაშინ...
-აბა, ორივე უსაშველოები ვყოფილვართ და წამოი, გოგო, ჩემსას.



---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ასევე საინტერესოა >>>> ჯანსუღ ჩარკვიანი ნოდარ დუმბაძის შესახებ - მათ თავს გადახდენილი საინტერესო და კომიკური ისტორიები

image




0
178
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0