x
image
მარიამ პირველი
სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ერს და დედაქალაქის  სტუმრებს  "ევროპის დღეები 2019"-ი მიულოცა

image
საქართველოს პრეზიდენტმა - სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ერს და დედაქალაქის სტუმრებს "ევროპის დღეები 2019"-ი მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, “ჩვენი ქვეყნის და ევროპის დაახლოება საკმაოდ გრძელი და სიძნელეებით სავსე იყო.ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ, საქართველოს მეფეებმა და ელჩებმა დაიწყეს ევროპისკენ სვლა და ცდილობდნენ მიეღოთ მისგან ის დახმარება, რომელიც იმდროინდელ, ქრისტიანობისათვის მებრძოლ საქართველოს სჭირდებოდა.ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში, ევროპელი მოგზაურების სრული ანთოლოგია გამოიცემა, რომლებმაც მრავალი საუკუნის წინ ძალიან საინტერესოდ ასახეს ჩვენი ქვეყანა.მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო პერიოდი, როცა საქართველოს ჩაუკეტეს ევროპის გზა და იზოლაციაში მოაქციეს..

მიუხედავად ამისა ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ევროპული კულტურული კავშირები, სწრაფვა ევროპისაკენ და ევროპული ოცნება.საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მამები ევროპელები იყვნენ.მათ იცოდნენ რომ საქართველოს გზა იყო ევროპის გზა, ამიტომ, როცა "საბჭოთა კავშირის" დაშლის შემდეგ საქართველომ მეორედ აღადგინა დამოუკიდებლობა, ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს ბუნებრივ გზას ევროპისკენ.ეს გზა რთული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ.

15წლის წინ როდესაც საქართველოში საფრანგეთის ელჩად ჩამოვედი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე სწრაფად გავივლიდით ამ გზას.ეს არ არის მარტივი, მაგრამ 15 წელში სამეზობლო პროგრამიდან პარტნიორობაზე გადავედით, პარტნიორობიდან ასოცირებაზე, ასოცირებამ მოგვიტანა ვიზა-ლიბერალიზაცია, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. ეს დიდი მიღწევაა!ჩვენ ეს შევძელით, რადგან ჩვენი მოსახლეობა და ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სხვა ალტერნატივა და სხვა პერსპექტივა საქართველოს არ გააჩნია!საქართველოს მოსახლეობა არ ცვლის თავის ევროპულ განწყობას და ადასტურებს, რომ მისი გზა ევროპული გზაა.ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელია, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ის რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა და მის მიერ დაწყებული ომის მიუხედავად, ჩვენ შევძელით არ შეგვეცვალა ევროპული გეხი და ალბათ, ჩრდილოელი მეზობლის მოტივაცია იყოსაქართველოსათვის რამენაირად შეეცვლევინებინა მის მიერ არჩეული ევროპული გზა. და ის, რომ მან ეს ვერ შეძლო და ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით ეს ჩვენი გამარჯვება და მისი დამარცხებაა!ამ გზაზე ჩვენ წინ მივდივართ!

ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნების მთავარი მონაპოვარია, რომ ევროკავშირის შექმნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე ომი აღარ ყოფილა

ჩვენი მისწრაფებაა - მეტი უსაფრთხოება, მეტი განვითარება, მეტი ეკონომიკური წინსვლა, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0