განათლება
15 ლოგიკური შეკითხვა მათთვის, ვისაც აზროვნება უყვარს
2019, 5 მაისი, 8:15
თუ გამოგრჩათ ლოგიკურ-სააზროვნო კითხვების სერიის პირველი ნაწილი ეწვიეთ ბმულს:
-
დღევანდელი შეკითხვები კულინარიასთან არის დაკავშირებული
1. რისგან ამზადებენ გამოქვაბულის მერცხლები საკუთარ ბუდეებს, რომელიც ჩინეთში უძვირფასეს დელიკატესად ითვლება და რომელთა ფასი საკუთარ წონა ოქროს უდრის?
2. რას თვლიდნენ კერძის იდეალურ საკმაზად სოკრატე და ციცერონი?
3. როგორი ღორის ხორცი ითვლებოდა ძველ საბერძნეთში დელიკატესად?
4. რომელი ქვეყნის სამზარეულო ითვლება ყველაზე ჯანსაღ სამზარეულოდ მსოფლიოში?
5. რით ''იმართლებენ თავს'' ძაღლის ხორცის მოყვარული ვიეტნამელები?
6. ცნობილია, რომ ჩინელთა უმრავლესობას ორგანიზმში არ გააჩნია ფერმენტი, რომელიც რძის შაქარს, ლაქტოზას შლის, რის გამოც ჩინეთში რძის პროდუქტები ნაკლებად პოპულარულია. დაასახელეთ ერთადერთი რძის პროდუქტი, რომელზეც ჩინელები ვერ ამბობენ უარს.
7. რა პროფესიის ადამიანებს ეკრძალებათ ცხარე საჭმელების ჭამა, მაგარი ალკოჰოლური სასმელების დალევა და თამბაქოს მოწევა?
8. სადაური ლავაშია ''ტორტილა''?
9. რომელ ქვეყანაში გაჩნდა პირველი რესტორნები?
10. დაასახელეთ ალკოჰოლური სასმელი, რომლის მისაღებად ჭვავის სპირტს ღვიის მშრალ ნაყოფთან ერთად ხდიან.
11. რა ჰქვია ''დესერტს'' ქართულად?
12. დაასახელეთ ევროპის ქალაქი, სადაც 1647 წელს მსოფლიოში პირველი ყავახანა გაიხსნა.
13. დაასახელეთ კეტჩუპის სამშობლო.
14. რა არის ''კაჩკავალი''?
15. ''მე არ მინდა, რაიმე ცუდი ვთქვა თქვენს დაწესებულებაზე, მაგრამ, მე მგონი, ამ პუდინგის გაცხელება დაგავიწყდათ'' - განაცხადა აბრაამ ლინკოლნმა, როდესაც ერთ-ერთ რესტორანში პირველად გასინჯა ეს ნუგბარი. რისი ''გაცხელება დაავიწყდათ'' რესტორნის მესვეურებს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პ ა ს უ ხ ე ბ ი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. საკუთარი ნერწყვისგან. იგი ობობას ქსელისგან დამზადებულ პატარა ჰამაკს წააგავს. ამ დელიკატესის მომპოვებლებს ბუდეების მოგროვების უფლება ყველა გამოქვაბულში წინასწარ აქვთ შესყიდული. ბუდეებს აყალბებენ კიდეც და ცდილობენ, გურმანებს გოგრის გულისგან დამზადებული ბუდეები შეაპარონ.
2. შიმშილს
3. იმ ღორის, რომელსაც ბევრი ჭამისგან ამოხდებოდა სული.
4. იაპონური
5. ჩვენ მხოლოდ უჭკუო ძაღლებს ვჭამთო
6. ნაყინი
7. დეგუსტატორებს
8. მექსიკური
9. ჩინეთში(XII საუკუნეში)
10. ჯინი
11. ჩაროზი
12. ვენეცია
13. ამერიკა
14. ცხვრის ერთგვარი ყველი
15. ნაყინის
-------------------------------------------------------
ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი