ტაილანდურ სუპერმარკეტებში პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად ბანანის ფურცლებში ახვევენ
ტაილანდში, კერძოდ
ჩიანგ-მაიში სუპერმარკეტმა Rimping-მა პლასტმასის შეფუთვის ეკოლოგიური ალტერნატივა - ბანანის ფურცლები შემოიღო. ამით მხარს უჭერენ გლობალურ ინიციატივას, რომ პლასტმასის ნარჩენები შეამცირონ.
![ტაილანდურ სუპერმარკეტებში
პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად
ბანანის ფურცლებში ახვევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050420091385085.jpg)
სუპერმარკეტის იდეამ მომხმარებელთა ყურადღება მიიპყრო და ბევრი აღფრთოვანებული გამოხმაურება მიიღო.
Perfect Homes
Chiangmai-ს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ლამაზ სურათებზე ბანანის ფურცლებში ლამაზად შეხვეული ბოსტნეულია გამოსახული.
![ტაილანდურ სუპერმარკეტებში
პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად
ბანანის ფურცლებში ახვევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050420094385085.jpg)
ბანანის ფოთლებით
შეხვევა სამხრეთ-აზიური კულინარიული კულტურისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საუკუნეების მანძილზე ინდოელები ბანანის ფურცლებს ბრინჯის კერძების შესაფუთად იყენებდნენ ისე, როგორც მეზობელ ჩინეთში, ტაილანდში, ვიეტნამსა და მალაიზიაში.
![ტაილანდურ სუპერმარკეტებში
პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად
ბანანის ფურცლებში ახვევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050420095285085.jpg)
ბანანის ფოთლების გამოყენებას ბევრი უპირატესობა აქვს. ფოთლები ორგანულია და ნიადაგის
კომპოსტად ადვილად გარდაიქმნება, პლასტმასის
ანალოგებისგან განსხვავებით, რომლის ბოლომდე დაშლას 50-დან 200 წელი სჭირდება.
ახალი ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა გარემოს ხელს ნამდვილად შეუწყობს, მას არ დააზარალებს და უდიდეს ბონუსს წარმოადგენს!
ღია მწვანე ბანანის ფოთლები სქელი, ფართო და მოქნილია. მათი დაკეცვა,
შეხვევა ისე შეგიძლიათ, რომ გატეხვაზე არ ინერვიულოთ. ტემპერატურის ცვლილებაზე არ რეაგირებს, რაც გაგრილებული პროდუქტების შესაფუთად იდეალურია!
![ტაილანდურ სუპერმარკეტებში
პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად
ბანანის ფურცლებში ახვევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050420101685085.jpg)
გარდა ამისა, ბანანის ფოთლები
წყალგაუმტარია! ამასთან პროდუქტებისგან ტენს არ შეიწოვს და საკვებს მავნე ტოქსინებით და საღებავებით არ აავსებს.
მომხმარებლებს მხიარული „ბანანის პაკეტი“ ძალიან მოეწონათ. რით შეიძლება გამოხატოთ ბუნების გულუხვობა უკეთ და
შენაძენ პროდუქტს ხიბლი შემატოთ!
![ტაილანდურ სუპერმარკეტებში
პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად
ბანანის ფურცლებში ახვევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050420102785085.jpg)
სოციალურ ქსელებში ამ სურათებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, „პატარა ნაბიჯებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ცვლილებები ხდება!“ - დაწერა ერთმა მომხმარებელმა. „დიახ, ჩემი ბაღისთვის შესანიშნავი კომპოსტი“, „ეს ნამდვილად ლამაზია“.
![ტაილანდურ სუპერმარკეტებში
პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად
ბანანის ფურცლებში ახვევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050420103785085.jpg)
ბანანის ფოთლები ტაილანდში მთელი წელი ხელმისაწვდომია, ამიტომ თუ სუპერმარკეტის მომხმარებლები ნატურალურ შეფუთვაზე კარგ რეაგირებას გააგრძელებენ, ეს ფოთლები მუდმივი შესაფუთი მასალა გახდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
1. იაპონიაში წლის ბოლომდე ყველა მიკროტალღურ ღუმელს გაანადგურებენ და აი, რატომ
![ტაილანდურ სუპერმარკეტებში
პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად
ბანანის ფურცლებში ახვევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050420113985085.jpg)
2. დიდ ბრიტანეთში პირველი 3D-“ზებრა“ გააკეთეს. ის ყველას აფერხებს!
![ტაილანდურ სუპერმარკეტებში
პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად
ბანანის ფურცლებში ახვევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050420121485085.jpg)
3. ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა
![ტაილანდურ სუპერმარკეტებში
პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად
ბანანის ფურცლებში ახვევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050420131685085.jpg)
4. აი, როგორ იყენებენ პლასტმასის თავსახურებს ესპანეთში
![ტაილანდურ სუპერმარკეტებში
პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად
ბანანის ფურცლებში ახვევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050420134585085.jpg)
5. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძინა იაპონიამ სსრკ-დან უზარმაზარი რაოდენობით გატეხილი მინის ბოთლი?
![ტაილანდურ სუპერმარკეტებში
პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად
ბანანის ფურცლებში ახვევენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050420141685085.jpg)
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი