x
image
Teklamaisuraze
,, მოლაპარაკე იარაღი " ასეთად ითვლებოდა მონა მარადიულ ქალაქში

(სტატია დაწერილია იულიუს კეისარის ბიოგრაფიის მიხედვით)

წარმატებულმა ომებმა, რომი მონებით გაავსო. ყველა მხრიდან რომში უწყვეტად მოედინებოდა მონების ნაკადი, ყველა რჯულისა და სარწმუნოების მონეებისგან გაივსო ქალაქი. მათ ყველამ ერთად განავითარეს ეკონომიკა. შექმნეს ხვავი და ბარაქა. რის საფუძველზეც შეიქმნა ძველი რომის გამორჩეული კულტურა.

image

რომში მონა იყო ყველგან - კონსულის სასახლეში თუ პატრიციუსის ვილაში. დუქნის დახლთან თუ მექოთნის სახელოსნოში.

“ მოლაპარაკე იარაღი " ასეთად ითვლებოდა მონა მარადიულ ქალაქში, და ის მთლიანად პატრონის საკუთრება იყო. ისევე როგორც ცხელი, ღორი, ძაღლი თუ კატა. მონას არანაირი უფლება არ ჰქონდა, არც არავის ებრალებოდა.


image

მონებით იყო სავსე გაიუს იულიუს ცეზარის სახლკარიც. თავისი პირველი წარმატებული სამხედრო ოპერაციებიდან მან რომში მონების საკმაოდ დიდი კონტიგენტი გადმოაგზავნა. რომელმაც რომის მონათა ბაზარი შეავსო. ახალ ახალი ნაკადის შემოდინების გამო, მონის ფასი გამუდმებით ეცემოდა. და რიგით რომაელსაც ეძლეოდა მათი შეძენის შესაძლებლობა.

image

რომში მონათა ბაზარი ქალაქის განაპირას, საკმაოდ დიდ ტერიტორიებზეა გადაჭიმული. ჭუჭყიანი დაუბანელი ადამიანების სუნით გაჟღენთილი გარემო შორიდანვე ამცნობდა ყველას ბაზრის ადგილსამყოფელს.

აქ საკმაოდ სარფიანად შეგეძლოთ შეგეძინათ თეთრკანიანი ან ზანგი მონა. ყრმა მოზარდი, კუნთმაგარი ვაჟკაცი თუ ოჯახში მოსამსახურე ლამაზი ქალიშვილი.

image

მონებს შორის ხშირად იყვნენ ინტელექტუალებიც - თავიანთ ქვეყანაში განსწავლული და ფილოსოფოსები, რომლების ბავშვების აღმზრდელებად იყვნენ ოჯახში.

მაგრამ ყველა მონას ერთი ბედი ჰქონდათ, როცა მოსწყინდებოდა პატრონს თავისი მონა შეეძლო გაეყიდა, ასევე თუკი განარისხებდა პატრონს შეეძლო მოეკლა. მონის დაქორწინება მეპატრონის სურვილით ხდებოდა. მონის შვილიც ყოველთვის მონა იყო.

მონის შენახვა ძვირი არ ჯდებოდა, ისინი ნახევრად მშიერ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მათი ყოფა მთლიანად მათ პატრონზე იყო დამოკიდებული. იყო შემთხვევები როდესაც აფასებდნენ მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და მას სხვებთან შედარებით უკეთესი პირობები ჰქონდა. გამორჩეულად დაფასებულ მონას რაღაც დროის შემდეგ თავისუფლებას ანიჭებდნენ.

რომში მონის ძირითადი დანიშნულება იყო დოვლათის შექმნა.

რაც დრო გადიოდა, მონათა მდგომარეობა გაუსაძლისი ხდებოდა. რომის ისტორიაში ცნობილია ცალკეული მონების გაქცევის, პატრონის მოკვლის ფაქტები მათ მიერ. ამას მასიური ხასიათი არ ჰქონდა, რადგან გაქცეულ მონას ძაღლების ხროვით დაედევნებოდა და თუ დაიჭერდა ან კლავდა ან ძაღლებს მიუგდებდა საჯიჯგნად.

დროთა განმავლობაში, ასეთმა მოპყრობამ გაუსაძლისი გახადა მათი ყოფა და ერთ დღესაც მონათა აჯანყებაში გადაიზარდა.

შემდეგ მოგიყვებით ამ დიდი და სასტიკი აჯანყების შესახებ.

ასევე დააინტერესებთ :

რომის დაარსების ლეგენდები

imageგაიუს იულიუს ცეზარი, სინამდვილეში რა წარმომავლობის იყო

image

რამზეს XII ეთათბირა ღმერთებს და ტახტის მემკვიდრედ თავისი 22 წლის ვაჟი რამზესი გამოაცხადა

image

0
292
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0