სხვა მექსიკელი ნარკო კარტელის წევრები მოხატეს "შურისმაძიებლების" ფერებში 2019, 3 მაისი, 11:37 მექსიკის ქალაქ ნეუვო-ლარედოს მცხოვრებლებმა რომელიც მდებარეობს შტატ ტამაულიპასში, გახდნენ უჩვეულო სანახაობის მომსწრეები. ქალაქში გამოჩნდა მარველის კინოს შურისმაძიებლების გმირების ფორმით მოხატული ხალხი. როგორც აღმოჩნდა ეს უჩვეულოდ მოხატული ხალხი იყო ერთ-ერთი მექსიკური ნარკო კარტელის წევრები. კინო გმირების კოსტიუმების ფერებში მოხატული იყო ექვსი მამაკაცი და ერთი ქალი. მათი მოხატულობა იყო: რკინის-კაცის, ადამიანი-ობობა, შავი პანტერა, კაპიტან მარველი და სხვების.
"Daily Mail" ის ცნობით ამ შვიდი ადამიანის სახით უნდოდათ ნარკო კარტელის წევრების შერცხვენა საზოგადოებაში, ეს შიშველი ადამიანები იძულებულები იყვნენ ქალაქის ცენტრში ფეხით გადაადგილებულიყვნენ. ხოლო მათ სხეულზე შეიმჩნეოდა სისხლ ჩაქცევებიც. სამართალდამცავი ორგანიზაციები ამ ფაქტის შესახებ ჯერჯერობით არაფერს არ ამბობენ. 245 შეფასება არ არის
|