x
image
ზოგადი განათლება
ცვლილებებია საჯარო სკოლის დირექტორის დანიშვნის, არჩევის, გათავისუფლებისა და მოვალეობის შესრულების ნაწილში
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ცვლილებები შეეხო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის ან არჩევის საკითხებს, მოქმედი დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და ანაზღაურების ნაწილს.




ბრძანების თანახმად, სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.



image


დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეასრულებს დირექტორის მოვალეობას. ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.




დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს/ გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.



რაც შეეხება ბრძანებაში დამატებულ პუნქტებს, გაჩნდა 4 ახალი პუნქტი, სადაც განისაზღვრა შემდეგი საკითხები:



1. დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ან დირექტორის არჩევამდე/დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებს ზემოთ ნახსენები, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირი.



2. დირექტორისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირი ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის/უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირი ერთ თვეზე მეტი ვადით ასრულებს დირექტორის მოვალეობას, საჭიროებს მართვის სისტემაში რეგისტრაციას, ეს რეგისტრაცია არ იწვევს ამავე სკოლაში წინა რეგისტრაციის ავტომატურად შეწყვეტას.



3. დანიშნული პირი, რომელიც დირექტორის მოვალეობას ასრულებს, მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება დირექტორის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად.




4. დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია 2019 წლის 23 აპრილიდან და მასში ვკითხულობთ: „ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს წესი გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედების დღისათვის მოქმედ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებზე და შრომის ანაზღაურება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით, განხორციელდეს ბრძანების ამოქმედების დღიდან”.

0
192
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0