განათლება 2 მაისს პირველ კლასში რეგისტრაცია იწყება დედმამიშვილებისა და სკოლის თანამშრომელთა შვილებისთვის 2019, 2 მაისი, 22:01 რეგისტრაციის II ეტაპი იწყება: მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება - 2019 წლის 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით. - რეგისტრირდებიან მხოლოდ ის მოსწავლეები - რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სკოლა. 2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს. რაც შეეხება მისაღები პირველკლასელების კონტინგენტს, ცნობილია, რომ 57 ათას ბავშვს ელოდებიან, ადგილების რაოდენობა კი 59 000-ს შეადგენს. პირველ ეტაპზე წელს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებმა გაიარეს რეგისტრაცია, მათი რაოდენობის შესახებ ზუსტი რიცხვები, თუ რამდენი დარეგისტრირდა და რამდენს დაუდგინდა სპეციალური საჭიროება, ჯერ ცნობილი არ არის. III ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდება - 2019 წლის 21 მაისიდან - 12 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე. III ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა განხორციელდება 2019 წლის 13 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით ჩათვლით. IV ეტაპი: მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება - 2019 წლის 25 ივნისიდან - 5 ივლისის ჩათვლით. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, წინა ეტაპებზე დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე. 5 შეფასება არ არის
|