სიახლეები ფერარის კოლექცია - შეაგროვე ფერარის ლეგენდარული მოდელების კოლექცია! 2019, 2 მაისი, 19:06
ჟურნალი "AUTO BILD საქართველო" ახალ პროექტს იწყებს - ნომერ პირველი საავტომობილო ბრენდის მოდელები ნომერ პირველ საავტომობილო გამოცემასთან ერთად. პირველი მოდელია Ferrari 250 GTO
მსოფლიოში ნომერ პირველი საავტომობილო ჟურნალის, AUTO BILD-ის ქართული გამოცემა მაისიდან ახალ პროექტს იწყებს - ჟურნალის მკითხველებს საშუალება ეძლევათ, ფერარის უნიკალური მოდელები შეაგროვონ და საკუთარი კოლექციით იამაყონ! მაისიდან, ქართული AUTO BILD-ის ყოველ ნომერთან ერთად ფერარის უნიკალური მოდელები გაიყიდება. მოდელის ექსკლუზიური ფასია 7 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოდელები ოფიციალური პროდუქტია! მკითხველებს ალბათ არ გაუკვირდებათ, რომ პირველი მოდელი, რომელიც ქართული AUTO BILD-ის მაისის ნომერთან ერთად იყიდება, ყველა დროის უძვირფასესი Ferrari 250 GTO გახლავთ. უნიკალურ და ყველასათვის საოცნებო მოდელს უფრო ახლოს გაგაცნობთ. კითხვის გაგრძელება > > > 31 4-ს მოსწონს
|