x
image
ვიზა კოხაძე
ფეხბურთის ლეგენდის, განუმეორებელი გოლკიპერის 37 წლის იკერ კასილიასის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია ( + ფოტოები )

imageმსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ესპანელების ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე მაგარი გოლკიპერი 37 წლის იკერ კასილიასი გულის შეტევით პორტოს საავადმყოფოში ვარჯიშიდან სასწრაფოდ გადაიყვანეს. კასილიასი, რომელმაც თავი დაამახსოვრა ფეხბურთის სამყაროს 2010 წელს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობით, როცა მისი კაპიტნობის დროს ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა."მარადიულ კაპიტანს" მადრიდის "რეალმა" და უახლოესმა მეგობარმა სერხიო რამოსმა ტვიტერზე პირველებმა ამცნეს საზოგადოებას მისი ავადმყოფობის შესახებ.მის მოულოდნელ ავადმყოფობას მტკივნეულად განიცდის ყველა და მათ შორის უფალს დახმარებას სთხოვენ იკერის მეგობრები და სპორტსმენები. მის გვერდით მზადყოფნას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ " პორტოსა" და მადრიდის " რეალის" ასევე " ბარსელონას" გუნდები.imageimageimageimageimageimageდღის ბოლოს სუპერვარსკვლავმა საავადმყოფოს საწოლზე გადაღებული ფოტო ატვირთა ტვიტერზე და ასე გააგებინა გულშემატკივრებს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და თავს კარგად გრძნობს.აი რა დაწერა გოლკიპერმა სოციალურ ქსელში: - " “აქ ყველაფერი კონტროლდება, ყველაფერი ძალიან შემაშინებელი იყო, თუმცა ძალები ხელუხლებელია. დიდი მადლობა ყველას მესიჯებისა და სიყვარულისთვის”, - წერს იკერ კასილიასი და ყველას მადლობას უხდის.(Todo controlado por aquí, un susto grande pero con las fuerzas intactas. Muchísimas gracias a todos por los mensajes y el cariño)კასილასმა გულის შეტევის შემდეგ საავადმყოფოში გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.imageიკერ კასილასი 2015 წლიდან საფეხბურთო გუნდ "პორტოში" თამაშობს. ლეგენდარულ მეკარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმდინარე სეზონის გამოტოვება მოუწევს.კარიერის დასაწყისიდან 2015 წლამდე იკერ კასილიასი მადრიდის "რეალში" თამაშობდა.მადრიდის რეალის შემადგენლობაში გატარებული 25 წლის შემდეგ, იკერ კასილიასმა კარიერა პორტოში გააგრძელა. 2015 წლამდე 34 წლის კასილიასმა სამეფო კლუბის ფორმა 725-ჯერ მოირგო და გუნდთან ერთად ხუთჯერ მოიგო პრიმერა დივიზიონი, ამასთან სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგისა და ორჯერ სამეფო თასის გამარჯვებული.გოლკიპერმა უზომოდ განიცადა "რეალთან" გამომშვიდობება.imageკასილიასი ფაქტიურად მადრიდის "რეალის" აღზრდილია და ამ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი 2000, 2002 და 2014 წლებში აქვს მოგებული. ვეტერანი მეკარე უეფას ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია.კასილიასს ჩემპიონთა ლიგაში უკვე 175 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი უახლოესი მდევარი ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 159 მატჩი აქვს ჩატარებული.imageimageimageimageimageimageimageფეხბურთის ლეგენდა სცენაზე პირველად გამოვიდა 1999 წელს საბავშვო კლუბ მადრიდის "რეალში". ის მომდევნო 16 წელი დარჩა ბერნაბეუზე."აი რას წერენ მის შესახებ: - "კასილიასმა გვასწავლა მთელი თავისი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, რათა გადავლახოთ ყველაზე საოცარი გამოწვევები, რათა გაძლიერდეს ჩვენი კლუბის დიდება. მან გვასწავლა, რომ უარს არ იტყვის სიცოცხლის ფილოსოფიაში და გვიჩვენა უამრავი მაგალითი იმისა, რომ უფრო ძლიერია გამოწვევა, წარმატების მისაღწევად".image











1
385
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
385
  
2019, 4 მაისი, 0:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1