x
image
ეკა ლაცკა
Facebook-ს "საიდუმლო ქრაშის" ფუნქცია ემატება

Facebook-ის მომხმარებლებს ყველას ახსოვს ფუნქცია „უჯიკე“ (poke).

სოციალური ქსელი მსგავსი შესაძლებლობის დაბრუნებას ისევ გეგმავს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მის ანონიმობაზე იზრუნებს.

ახალ ფუნქციას Secret Crush ეწოდება და მის გამოყენებას Facebook Dating-ის მომხმარებლები შეძლებენ.


image

უნდა აირჩიოთ ის 9 მეგობარი, რომელიც თქვენში ინტერესს იწვევს. თუ ქრაშს Facebook Dating-ის პროფილი აქვს, ის მიიღებს შეტყობინებას, რომ ვიღაც მასზე ფიქრობს, თუმცა, თქვენ შესახებ სხვა ინფორმაცია არ ექნება.


იმ შემთხვევაში, კი თუ თქვენი ინტერესები ერთმანეთის მიმართ დაემთხვევა, სოციალური ქსელში ერთმანეთის სახელების დანახვას შეძლებთ.

იღბალი კი ამ შემთხვევაშიც გჭირდებათ, რადგან თუ თქვენი "ქრაში" Facebook Dating - ით არ ისარგებლებს, თუ მას მეგობრებში არ ეყოლებით და თქვენგან დამოუკიდებლად, თუ არ მოგნიშნავთ სასურველ პარტნიორად, თქვენი ვინაობა მისთვის უცნობი დარჩება.

გამოცემა Wired-ის ცნობით, სოციალური ქსელი არ შეაგროვებს მონაცემებს საიდუმლო ქრაშების შესახებ, რათა გამოიყენოს ეს სარეკლამო მიზნებისთვის, ან სიახლეების ზოლის ალგორითმისთვის.

image

უფრო გასაგებად კი თუ Facebook Dating-ში ქრაშს მონიშნავთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფეისბუკი მისი პოსტებითა და სელფებით „დაგბომბავთ“. „ყველა აქტივობა, რომელიც ხდება FB Dating-ში, რჩება FB Dating-ში“, – აცხადებენ ფეისბუკში.

ამ ეტაპზე, „საიდუმლო ქრაშის“ ფუნქცია ხელმისაწვდომია კოლუმბიაში, კანადაში, ტაილანდში, არგენტინასა და მექსიკაში, სადაც Facebook Dating-ით სარგებლობა უკვე წვდომადია.

მალე ეს სერვისი კიდევ 14 ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი. ამ ჩამონათვალში საქართველო ჯერჯერობით არ არის, თუმცა სავარაუდოდ

image
Facebook-ი ქართველ Secret Crush -ებზეც მალე იზრუნებს.

0
131
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0