სხვა ზაფხულის ტრაგიკული დღეები 2012, 21 ივლისი, 19:22 ივლისში განვითარებულ ამბებს მინდა შევეხო, რომლებიც ნამდვილად დიდ ტრაგედიად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. თქვენ ალბათ მიხვდით დაახლოებით რასაც ვგულისხმობ, თუმცა ჯობს დავკონკრეტდეთ.
ჯერ იყო და გიორგი ფოჩხუას სიკვდილმა მიიქცია ჩვენი ყურადღება და გამოიწვია დიდი მწუხარება. მოგეხსებენათ იგი ანაკლიაში, ზღვის სანაპიროზე იპოვნეს მკვდარი. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც იგი მოკლულია და ამავდროულად გაძარცვული. მას სახისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნება. გიორგი იყო პროექტ "ჯეობარის" მონაწილე და ასევე მომღერალი. მისმა სიკვდილმა ყველას გული დასწყვიტა.
სულ რამდენიმე დღეში, კი დატრიალდა კიდევ ერთი საშინელი ტრაგედია, რასაც ორი ახალგაზრდა შეეწირა. მაღლივის ხიდიდან გადმოხტომას, გოგა გოლეთიანის და მარიამ ყანდაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც აღმოჩნდა ისინი შეყვარებულები იყვნენ. ზოგიერთი ვერსიით კი გოგა გადმოხტომის დროს აპირებდა მარიამისთვის სიყვარულის ახსნას. ისინი ერთად 170 კილოს იწონიდნენ და სწორედ ამიტომ ამხელა წონას თოკმა ვერ გაუძლო.
ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი საშინელება, კერძოდ სტიქია კახეთში, რომელიც წვიმის შედეგად იქნა გამოწვეული . საბედნიეროდ ამ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა "კვერცხის" ოდენა სეტყვამ კახეთის მრავალი სოფელი დააზარალა: გაანადგურა მოსავალი და სახლები სახურავების გარეშე დატოვა. 3064 21-ს მოსწონს
|