x
image
melody_inside
რომელ კარში გსურთ გასვლა?  უპასუხეთ და  გაიგეთ სიმართლე  საკუთარ თავზე  
image




ფსიქოლოგიური ტესტი - ეს არა მხოლოდ საინტერესო, სასარგებლოცაა. ისინი ხომ საშუალებას იძლევიან ჩავიხედოთ ჩვენს ქვეცნობიერებაში და გავიგოთ რაღაც ახალი საკუთარ თავზე.

ერთი შეხედვით უშინაარსო გამოსახულებები მალავენ აზრის სიღრმეებს. თუ, რა თქმა უნდა მათი სწორი ახსნა შეგიძლიათ. თქვენი არჩევანი ბევრს ამბობს თქვენს ხასიათზე, თქვენს შესაძლებლობებზე, სურვილებზე და შიშებზე...



შეხედეთ ამ ექვს კარებს და აირჩიეთ ის, რომელში გავლასაც ისურვებდით:




image

Shutterstock





ახლა კი წაიკითხეთ, რას ნიშნავს ეს:


კარი № 1.



თქვენი მათავარი მიზანი ცხოვრებაში - ყოველდღე საკუთარ თავზე მუშაობა და სრულყოფილებაა. ძალიან მძიმე სამუშაო გაქვთ იმიტომ, რომ ძალიან მაღალია თქვენი მიზნები. მაგრამ ეს არ გაშინებთ, პირიქით, სიამოვნებას განიჭებთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დადებით შედეგს აღწევთ.


თქვენს მეგობრებს ზოგჯერ არ ესმით თქვენი ასეთი სიჯიუტე, მაგრამ ნუ ღელავთ ამაზე. ნუ გადაუხვევთ საკუთარ გზას, იმიტომ რომ წინ თქვენ დიდი წარმატება გელით.




კარი № 2.




თქვენი მთავარი მიზანი - ახლობლებზე და ნათესავებზე ზრუნვაა. თქვენ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ისინი თავს გრძნობდნენ კომფორტულად და არაფერი აკლდეთ. წლების განმავლობაში დაგროვილი თქვენი პროფესიონალური თვისებები და გამოცდილება საშუალებას გაძლევთ ყველაფერი გააკეთოთ რაციონალურად და ხარისხიანად.

ნებისმიერი პროექტი, რასაც ხელს მოჰკიდებთ, აუცილებლად სრულდება. ეს სწორი მიმართულებაა, მაგრამ ეცადეთ ცოტა დრო გამოუყოთ საკუთარ თავსაც. თქვენც იმსახურებთ სრულფასოვან დასვენებას. ეს მოგცემთ ძალებს იმ ახალი საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც აუცილებლად აღიძვრება ცხოვრების გზაზე.


კარი № 3.




მოცემულ მომენტში თქვენი მთავარი მიზანია - გაიგოთ, რა გჭირდებათ ცხოვრებისგან. თქვენ ცდილობთ გადაწყვიტოთ, საითკენ იმოძრაოთ ცხოვრებაში შემდეგში. მაგრამ, პირველ რიგში უნდა გაერკვეთ იმ დაგროვებულ საქმეებში, რომლებიც თქვენ შემდეგისთვის გადადეთ.

ძველი დაუსრულებელი საქმეები ხელს შეგიშლიან და დაგამუხრუჭებენ წინ მოძრაობაში. ეცადეთ გადაწყვიტოთ ისინი და თქვენ ნათლად დაინახავთ იმ მიმართულებას, სადაც საჭიროა იმოძრაოთ შემდეგ.

კარი № 4.



თქვენი მთავარი მიზანია ცხოვრებაში - იყოთ ძლიერი და მედგარი. გარშემომყოფნი აფასებენ თქვენს ამ თვისებას. დამოუკიდებელი შეხედულება გეხმარებათ მრავალი პრობლემის გადაწყვეტაში როგორც პროფესიონალურ, ასევე პირად ცხოვრებაში. არასოდეს თამაშობთ სხვისი წესებით, უპირატესობას ანიჭებთ რა საკუთარ ინტუიციას.


სწორედ ამიტომ თქვენ გარშემო მხოლოდ ერთგული და თქვენი პატივისმცემელი ადამიანები არიან. აწყობილ გუნდთან მუშაობა უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებთ, ვიდრე ცალკე შრომა. მოძრაობის სწორი მიმართულება გაქვთ - არ ღირს მისი შეცვლა.




კარი № 5.





თქვენ მიდიხართ თვითსრულყოფილების გზით. ის, თუ როგორი დამოკიდებულება გქონდათ ცხოვრებასთან ადრე, აღარ გაწყობთ. ცდილობთ გაიგოთ მეტი და თქვენი ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინეთ.

ბევრი მეგობარი გყავთ ისეთი, რომლებიც მზად არიან, მხარში ამოგიდგნენ ახალ წამოწყებაში. ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, - უარი არ თქვათ მათ დახმარებაზე და მაშინ ყველაფერი გამოგივათ. ის შესაძლებლობები, რასაც აღმოაჩენთ საკუთარ თავში, სრული ჰარმონიის და სიხარულის საწინდარია ცხოვრებაში.





კარი № 6.





თქვენი მთავარი მიზანია ცხოვებაში - შეცვალოთ ის უკეთესობისკენ. თქვენი ენერგია მუდმივად მიმართულია იმისკენ, რომ ბედნიერი გახადოთ ადამიანები თქვენ გარშემო. რაც არ უნდა მოხდეს, ღებულობთ ყველაფერს მსუბუქად და მარტივად ზედმეტი სირთულეების შექმნის გარეშე.


ეცადეთ, არ ასცდეთ გზას, რადგან ყველას და ყველაფრის გახარების სურვილმა შეიძლება მცდარ გზაზე გადაგიყვანოთ, რომელიც თქვენ არ შეგეფერებათ.



აბა, როგორ ფიქრობთ, გაიგეთ საკუთარ თავზე რამე ახალი?



იხილეთ ასევე:


შეუძლია თუ არა ყურზე გაკეთებულ პირსინგს ქრონიკული ტკივილი შეაჩეროს. ის ამბობს, რომ კი. პირსინგის ხელოსანი ამტკიცებს, რომ სულ უფრო მეტი კლიენტი იკეთებს პირსინგს არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც, იუწყება Daily Mail(сообщает Daily Mail.) 30 წლის ბენ ტაუბერი ნიუ-იორკიდან, ამბობს, რომ მასთან ადამიანები

ალბათ ბევრს სმენია სამკითხაო კარტის საიდუმლოებით მოცული ძალის შესახებ. უძველესი დროიდან ადამიანები არა მხოლოდ თამაშობდნენ კარტით, მკითხაობდნენ კიდეც მასზე. რა თქმა უნდა, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, არსებობს მკითხაობისთვის სპეციალურად შერჩეული კარტები. თქვენ რაც უნდა გააკეთოთ, მხოლოდ ისაა, რომ ენდოთ კარტებ...

თქვენ ალბათ ბევრი რამ გსმენიათ გათვალვაზე, რამაც მის მსხვერპლ ადამიანს შეიძლება სხვადასხვა უბედურება მოუტანოს, წერს пишет Oh Yee A! თუ თქვენ გჯერათ თვალის, ეს სტატია მოგიყვებათ, როგორ გამოვავლინოთ და გავანეიტრალოთ ის. როგორ აღმოვაჩინოთ თვალი. Oh Yee A! გათვალვის გამომჟღავნე...

სასწაულები ხდება მათთან, ვისაც სჯერათ მათი! მეცნიერებამ და ადამიანის გამოცდილებამ არაერთხელ დაადასტურა, რომ აზრის და რწმენის ძალა ხშირად ჯადოქარივითაა. მაგრამ მაინც, ადამიანის ცხოვრების მთავარი შემოქმედი და ბატონ-პატრონი _ თვითონ ადამიანია. მაგია კი_ამოუცნობი, უძველესი დამხმარეა. ამბობენ, რომ მისი ძალა

ბეჭედი - ქალის და მამაკაცის საყვარელი სამკაულია. ის ატარებს განსაკუთრებულ აზრს და ენერგეტიკას. სწორედ ამიტომ, მისგან მოქმედი თილისმანის გაკეთება ყველაზე იოლია. ასეთი თილისმა შეიძლება გაკეთდეს როგორც საკუთრად, ასევე საჩუქრადაც. შეგიძლიათ იყიდოთ ბეჭედი რომელიც თქვენ მოგწონთ _ ლითონს, სახეობას და ქვას


1
5901
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
5901
  
2019, 4 მაისი, 0:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1