x
image
თამილა გურაშვილი
არამიწიერი არსებები დედამიწაზე გადარჩენისთვის ჩამოდიან - მეცნიერი ოქსფორდიდან
image
ამერიკელი პროფესორი ამბობს, რომ უცხოპლანეტელებს ახალი ჰიბრიდის შექმნა სურთ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს იანგ-ხე ჩის მიაჩნია, რომ უცხოპლანეტელთა რეპტილოიდები დედამიწაზე დიდი ხანია არიან. უფრო მეტიც, მათ სურთ შექმნან ახალი სახეობა - ჰიპრიდული რეპტილოიდისა და ადამიანისგან. - წერს გამოცემა Daily Mirror-ი.

პროფესორმა თავისი თეორია მწვანე ადამიანების შესახებ დაწერა წიგნში "უცხოელთა ვიზიტები და კაცობრიობის დასასრული."

"ისინი აქ ჩამოდიან არა ჩვენი გულისთვის, არამედ, საკუთარი გადარჩენისთვის, მაგრამ მათი გადარჩენა, სინამდვილეში, ჩვენი გადარჩენა - ბიოსფეროს გადარჩენაა."- წერს მეცნიერი იანგ-ხე ჩი.


მისი თეორიის თანახმად, უცხოელები ცდილობენ შექმნან ჰიბრიდი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ გდაურჩნენ კლიმატის ცვლილებას. მეცნიერი ასევე აღნიშნავს, რომ უცხოელები გამოჩნდებიან ღიად, როდესაც მსოფლიო სერიოზული კრიზისების წინაშე დადგება, როგორიცაა, მაგალითად, ბირთვული ომი.

იმავდროულად, ისინი ცხოვრობენ საკუთარ ბიოსფეროში, რომელსაც ვერ ვხედავთ. იანგ-ხე ჩი აღწერს ოთხი ტიპის არამიწიერ არსებებს: - "პატარა, მაღალი და მამაცი, ქვეწარმავლის მსგავსი გველისთვალებიანი და მწერების მსგავსი. ისინი, ვინც მწერებს ჰგვანან, ლიდერები არიან და მათ შეუძლიათ ბრძანება გასცენ სხვებზე." - თქვა პროფესორმა.

ცოტა ხნის წინ, მეცნიერმა ოქსფორდის კავშირს მიმართა წინადადებით, რომ განიხილოს ეს თემა, მაგრამ მას უარი ეთქვა.

0
2099
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
2099
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0