პარამეცნიერებები რას ამბობდა ვანგა დედამიწელების უცხო ცივილიზაციასთან შეხვედრაზე? 2019, 19 თებერვალი, 19:31 შეიძლება თუ არა ვიყოთ უნიკალური სამყაროში, სადაც მილიარდობით პლანეტებია, სადაც შეიძლება არსებობდეს ჩვენზე მილიონი წლით ადრე განვითარებული ცივილიზაცია? ვანგას არა მარტო სჯეროდა, არამედ, დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ არ ვართ მარტო უსასრულო კოსმოსში. მან არაერთგზის განაცხადა, რომ ის საუბრობდა უცხოპლანეტელეთან და ამბობდა, რომ დედამიწელები აუცილებლად შეხვდებიან უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებს. არსებობს ვერსია, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები შეიძლება მალავენ უცხოპლანეტელთა არსებობის ფაქტებს. ვანგა ირწმუნებოდა, რომ უცხოელთა გონი მას აჩვენებდა თავიანთი პლანეტის სურათებს და ეუბნებოდნენ, რომ მათმა ცივილიზიაციამ გაიარა განვითარების ისეთი გზა, რაც გარემოს ზიანს არ აყენებდა. დედამიწელებს კი არ ესმით, თუ რა ზიანს აყეენებენ ისინი მშობლიურ პლანეტას. ვანგას მიაჩნდა, რომ 2179 წელს დედამიწელების და უცხო ცივილიზაციის შეხვედრა გაიმართება და ეს შეხვედრა მთლიანად შეცვლის ჩვენს პლანეტას და ხალხის განვითარებას. ბევრი უძველესი ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ ადრე ადამიანები ხშირად ხვდებოდნენ უცხოპლანეტელებს. ისინი დედამიწელებს სხვადასხვა ტექნოლოგიებს ასწავლიდნენ. გამოდის, რომ ოფიციალური კონტაქტი დედამიწელებს და უცხო ცივილიზაციას შორის უძველესი დროიდან არსებობს. 1420 1-ს მოსწონს 1-ს არა
|