სხვა საქართველოში ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ქართველ ემიგრანტთა რაოდენობრივი სტატისტიკა წინა წელთან შედარებით 2019, 30 აპრილი, 14:33 სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში.
მასში ასახული მონაცემების თანახმად, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით: *მამაკაცების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია და 1 790.9 ათასს შეადგენს *ქალების რიცხოვნობა შემცირდა 0.3 პროცენტით და 1 932.6 ათასით განისაზღვრა. * საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 52 პროცენტი – ქალი. * საქართველოში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.7-ს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.7 მამაკაცი მოდის. * 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ჭარბობენ ქალებს, ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატება მამაკაცებისას, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. სტატისტიკა ასახავს 2018 წლის სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას დაბადებისას, რომელიც შეადგენდა 74.0 წელს.
მათ შორის მამაკაცებისათვის 69.7 წელს, ხოლო ქალებისათვის - 78.2 წელს. 2019 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური (საშუალო) ასაკი 37 წელია. სტატისტიკა გვაწვდის მონაცემებს მიგრაციის შესახებაც. 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 კაცით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით არის გაზრდილი. ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 5.9 პროცენტით გაიზარდა და 88 152 კაცი შეადგინა. 103 შეფასება არ არის
|