x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ისევ დავით გარეჯის პრობლემაზე, ეხლა უკვე სერიოზულად - ირაკლი ოქრუაშვილი
image

ისევ დავით გარეჯის პრობლემაზე, ეხლა უკვე სერიოზულად.

ის რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ დავით გარეჯში მოიმოქმედა არც პირველი შემთხვევაა და ალბათ არც უკანასკნელი. დავით გარეჯის მონასტრის, აღდგომის პირზე, მომლოცველებისათვის ჩაკეტვით, რასაც დროდადრო აკეთებენ, მათ შეურაცხყოფა მოგვაყენეს ჩვენ, ქრისტიანებს და ჩვენს სახელმწიფოს. ვინმეს გგონიათ, რომ ვერ ხვდებიან რას აკეთებენ? არა, მათ მშვენივრად ესმით რასაც აკეთებენ და ამას გამიზნულად სჩადიან, რომ მტკივნეულ ადგილას დაგვადგან ფეხი.

ცალსახაა, რომ ამას, აზერბაიჯანის ხელისუფლება ყოველთვის მიზანმიმართულად და გარკვეული მოტივით სჩადის და როგორც წესი, ეს მოტივი ჩვენს ხელისუფლებასთან უთანხმოებაა. ეს უთანხმოება შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც მათი ნავთობის ჩვენი რკინიგზით გადასაზიდი ტარიფების მიუღებლობით ისე ნებისმიერი საკითხით, მაგრამ რა დავაშავეთ ჩვენ ქართველებმა და ქრისტიანებმა, თუ ბიძინას დეიდაშვილმა უჩამ რაღაც კაპეიკებზე ვერ მოილაპარაკა მათთან? დავუშვათ და სახელმწიფოებს შორის ასეთი გაუგებრობები მუდმივი და ხშირია, მაგრამ ის, რასაც ალიევის ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ მიმართავს, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.


წარმოიდგინეთ ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ რომელიმე მეჩეთი ჩაკეტოს რაიმე მოტივით ან ბაქოდან გამოგზავნილი ფულით მშენებარე რომელიმე მეჩეთის მშენებლობა შევაჩეროთ, ასეთი კი ასობითაა ქვემო ქართლში. არა, ამას ვერც წარმოიდგენთ, რადგან ჩვენ მათგან განვსხვავდებით ჩვენი პრინციპებით, თავისუფლებისმოყვარეობით, შემწყნარებლობით და კიდევ ბევრი რამით და ჩვენი ისტორიის მანძილზე ასეთი რამ არასდროს გვიკადრია და არც ვიკადრებთ. სამაგიეროდ ჩვენი ტოლერანტობა სისუსტედ აღიქმება მეზობლის მიერ.

რამდენიმე დღეში გიორგობა დადგება და ამ დღესასწაულს ბევრი ქართველი საინგილოში ჩვენს ძირძველ მიწაზე, ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქურმუხის ტაძარში აღნიშნავს. უკვე წლებია, რაც ჩვენს სასულიერო პირებს იქ მღდელმსახურების უფლება არ ეძლევათ და ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავთ, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეზე, იმდენი პრობლემა აქვთ საინგილოში ჩვენს სისხლს და ხორცს, იქ მცხოვრებ ქართველებს. შარშანწინ გიორგობას სწორედ ქურმუხის სალოცავში შევხვდი, იქაურების მიპატიჟებით ორი დღე კიდევ დავრჩი და ჩემთვისაც კი საკმაოდ გამაღიზიანებელი იყო მათი უშიშროების მუდმივი მეთვალყურეობა და თვალთვალი. ხომ წარმოგიდგენიათ იქაური "ჩვენები" რა დღეში ეყოლებათ?

ერთი შეხედვით ორივე ქვეყანას ერთი სტრატეგიული კურსი გვაქვს და ბევრი საერთო გაგვაჩნია.

მაშ რაშია პრობლემა?

პრობლემა შემდეგშია: ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება სულ სხვა ფასეულობებს და იდეალებს ვიდრე ჩვენი მეზობლის. აზერბაიჯანის ხელისუფლების საფუძველი არა ადამიანია, როგორც ღირებულება, არამედ ერთი კონკრეტული ოჯახის (ალიევების) კეთილდღეობა. რეჟიმი რომელიც ადამიანს და მის თავისუფლებას ვერ იღებს, როგორც ფასეულობას, ვერც ჩვენს რელიგიურ გრძნობებს სცემს პატივს და ამიტომაც ლახავს მას, რადგან მისთვის ეს ჩვეულებრივი რამეა.

თანამედროვე სახელმწიფოები, რომლებიც თანამედროვე ღირებულებებზეა დაფუძნებული რელიგიური საკითხებით არ მანიპულირებენ, განსაკუთრებით მეზობლებთან. ეს შუასაუკუნეების მეთოდებია და სწორედ შუასაუკუნეების, კორუმპირებული და ძირგამომპალი მმართველობაა დღეს აზერბაიჯანში. ამ ტიპის მმართველობა კი ჩვენს გვერდით, პირდაპირი საფრთხისშემცველია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის.
თუ გარეჯის და სხვა მსგავსი პრობლემები კვლავაც უნდა გაგრძელდეს, მაშინ რაშია გამოსავალი და თანაც იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ დასათმობი არაფერი გვაქვს?

გამოსავალი ერთია, აზერბაიჯანში რეჟიმი უნდა შეიცვალოს თანამედროვე, თავისუფალი და დემოკრატიული მმართველობით. ჩვენ ამ მხრივ ბევრი რამ შეგვიძლია. მინიმუმ არ ჩავიდინოთ ისეთი საბედისწერო შეცდომები, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა, როდესაც თბილისის ცენტრიდან ალიევის სპეცსამსახურებს მოაპარინა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი აფგან მუხთარლი. მაქსიმუმ, კარი გავუხსნათ და და დახმარების ხელი გავუწოდოთ ყველა აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს. ჩვენ ბევრი შეგვიძლია აზერბაიჯანელი ხალხის თავისუფლებისთვის და ამით დათვურ სამსახურს გავუწევთ მათ, რათა მომავალში რომელიმე მათმა კორუმპირებულმა ჩინოვნიკმა ჩვენი ეკლესია-მონასტრები მისი სურვილისამებრ აღარ დაკეტოს.

პ.ს. რაც შეეხება ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს. ის რაც დავით გარეჯში მოხდა და მომხდარა მეტწილად მათი ბრალია. ქვეყანას ამდენი ეთნიკური აზერბაიჯანელი მოქალაქე ჰყავდეს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვისას არაფერზე რეაქცია არ ჰქონდეთ და ხმას არ იღებდნენ მათი მეორე სამშობლოს ჩინოვნიკის თუ ხელისუფლების უმსგავსო ქმედებაზე, ეგეთი რამ ჩემთვის წარმოუდგენელია. როგორც მინიმუმ მათი მოქალაქეობრივი მოვალეობაა დაიცვან საქართველოს ინტერესები აზერბაიჯანში მათი იმ მდგომარეობის პოპულარიზაციით, რაც მათ რელიგიური, კულტურული თუ სხვა თავისუფლების კუთხით საქართველოში გააჩნიათ და მოითხოვონ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან საქართველოსთან მიმართებაში რელიგიური საკითხებით მანიპულირების შეწყვეტა. თუმცა, მათი პირში წყალის ჩაგუბებაც კარგად მესმის. მიუხედავად მათი სიმრავლისა, მათ არათუ არანაირი ხმა და გავლენა ალიევის რეჟიმის კარზე არა აქვთ, არამედ პირიქით, იქით ალიევის ხელისუფლების მუდმივი სათამაშო არიან ჩვენს შიდა საქმეებში ჩასარევად არჩევნების დროს. ოფიციალურ ბაქოს კარგად ესმის, რომ სოკარის ხელმძღვანელობის თუ მათი ბაქოდან წარგზავნილი რელიგიური ლიდერების ჩარევით მათი გამოყენება უადვილესია, როდესაც არჩევნები მოდის. მე კი, მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით პირდაპირ ვეტყვი, რომ ასეთი ფორმით მათი უდიდესი ნაწილის მონაწილეობა ჩვენი ანუ იგივე მათი ქვეყნის ცხოვრებაში სხვა არაფერია თუ არა ჩვილი ქართული დემოკრატიისათვის მუდმივად ზურგში დანის ჩარტყმა. ბოლო არჩევნები ამის კიდევ ერთი დადასტურება გახდა. ასე რომ თუ ვინმეს სრულფასოვან მოქალაქეობაზე აქვს ჩვენს ქვეყანაში პრეტენზია და საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს, ისე უნდა იქცეოდეს, როგორც სრულფასოვანი მოქალაქე და არა გარედან ვინმეს სათამაშო ფიგურა. ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების დროს, იქნებოდა ეს 2003 თუ 2012 წელი თქვენი ქცევა, ჩემო კარგებო, საქართველოს მოქალქე აზერბაიჯანლებო ყოველთვის ცვლილების და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იყო. მალე კვლავ დადგება დიდი ცვლილებების დრო ჩვენს ქვეყანაში და ერთი წუთითაც რომ მჯეროდეს, რომ თქვენი დიდი დიასპორა ამ ცვლილებების მომხრე იქნება, ამდენს არ "შემოგბედავდით". არადა სიმართლის გარდა არაფერი მითქვამს. ასე რომ სანამ ჩემი წინა სარკასტული პოსტით აღშფოთდებით, იქნებ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და ერთი კითხვა დაუსვათ, რასაც ჩვენ, ქართველები ხშირად ვეკითხებით ჩვენს თავს - "საქართველო რამით ვალშია თუ არა თქვენს წინაშე?" პასუხი მარტივია - არაფრით. მერე ნუღარ გიკვირთ, რომ ალიევი სააღდგომოდ დასაკლავი ერკემალივით გიყენებთ ყოველთვის.

პ.პ.ს. ათიდან ცხრა რუსულად რომ მწერთ, ქართული ისწავლეთ თუ საქართველოს, სამშობლოდ და მოქალაქეებად თვლით თქვენს თავს იბიომატ, 21-ე საუკუნეა უკვე.

პ.პ.პ.ს. ვიცი, რომ ბიძინას უტვინო მრჩევლები ამ პოსტს აზერბაიჯანულად თარგმნიან, თქვენს და ალიევის ხელისუფლების ყურამდე მოიტანენ. ჩემი მიზანიც სწორედ ეგაა.image

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0