x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სოლიტერის კვერცხი წვრილი წელისთვის - ვიქტორიანული ეპოქის შემზარავი დიეტა
image


ქალბატონები ყველა ეპოქაში ცდილობდნენ რომ რაც შეიძლება ლამაზები და მიმზიდველები ყოფილიყვნენ. ისინი გარკვეული იდეალების ძებნაში თითქმის ყველანაირ საშუალებას იყენებდნენ, პლასტიკური ოპერაციებიდან დაწყებული ფეხის დაბინტვის, უძველესი, ჩინური ტრადიციით დასრულებული, თუმცა ცოტა ვინმემ თუ იცის გამაოგნებელი, ვიქტორიანული ინგლისის "მოდის ინდუსტრიის" ბარბაროსული ხრიკების შესახებ.


image


სილამაზის სტანდარტების ძებნაში არც ვიქტორიანული ეპოქის ლამაზმანები იყვნენ გამონაკლისები. 1830 წლიდან 1900 წლამდე, ეს არის პერიოდი, რომელიც სილამაზის უჩვეულო წარმოდგენებითა და მისი მიღწევის, კიდევ უფრო უცნაური საიდუმლოებებით არის ისტორიაში შესული.


image

სილამაზის ეტალონად იმ პერიოდში გამხდარი გოგონები ითვლებოდნენ, ფერმკრთალი კანით, დიდი თვალებით, ვარდისფერი ლოყებითა და ძალიან, ძალიან წვრილი წელით.


imageimage


ისტორიას წონის კლების არა ერთი საშინელი მეთოდი შემორჩა - დარიშხანისა თუ ძმრის უსაზღვრო რაოდენობით მიღებიდან დაწყებული, კორსეტებით დასრულებული, რომლებიც ქალბატონებს შინაგან ორგანოებს საშინლად უზიანებდა, თუმცა ყველაზე საშინელი გახდომის მეთოდი - ორგანიზმში სოლიტერის "საგანგებოდ" მოხვედრა იყო.


image


ადამიანის სხეულში ლენტისებური ჭიის გაჩენის იდეა ყველა სხვა დანარჩენ მეთოდს შორის ყველაზე სახიფათოდ ითვლებოდა. იმისთვის, რომ ვიქტორიანული ეპოქის ქალბატონი ყოველთვის ფორმაში ყოფილიყო, საჭირო იყო სოლიტერის კვერცხის შემცველი აბის მიღება, რის შემდეგაც პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში იჩეკებოდა და დროთა განმავლობაში საკმაო სიგრძეს, დაახლოებით 6 - 10 მეტრსაც კი აღწევდა.



imageimage

"ნებაყოფლობითი მსხვერპლი" რაც უფრო დიდი რაოდენობით საკვებს იღებდა, ის მით უფრო დიდ ზომას აღწევდა. შესაბამისად, წონის კლებაც უფრო თვალშისაცემი იყო. თეორიულად, ეს ადამიანს ერთდროულად როგორც წონაში კლების, ასევე სრულფასოვანი დანაყრების საშუალებას აძლევდა.


image


ვიქტორიანულ ეპოქაში "ქალის პირველადი დანიშნულება" იყო - რომ ის აუცილებლად ლამაზი უნდა ყოფილიყო, ეს კი გარკვეულ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. წარმატებული ქორწინებისთვის საჭირო იყო მკაცრად განსაზღვრული, გარკვეული "მოდური ტენდენციების" გათვალისწინება, რომელსაც იმ პერიოდის ქალბატონები ყოველ მიზეზ გარეშე ასრულებდნენ.



image


ვიქტორიანული ხანა გოგონებს სილამაზის ერთგვარ ფორმულას სთავაზობდა, რომელიც პირველ რიგში, ამ "უკანასკნელის" დევნაში "ჯანმრთელი" ბალანსის დაცვას გულისხმობდა. როცა საქმე სხეულის იდეალური პროპორციების შენარჩუნებასა ან წონის კლებას ეხებოდა, გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს შორის "ცოტა კვება, თუმცა მაგიდიდან მშიერი ადგომა პრიორიტეტულ საკითხთა შორის არ იდგა. ამგვარად, ამ პრობლემის გადასაჭრელად, სოლიტერი შესანიშნავი გამოსავალი იყო. მისი "დახმარებით" ქალბატონებს სუფრიდან მშიერი ადგომა აღარ უწევდათ, თუმცა პარაზიტის მეშვეობით, მიღებული ჭარბი კალორიების რაოდენობა მათ წონაზე უარყოფითად აღარ აისახებოდა. დისკომფორტი და ჯანმრთელობის პრობლემები არ განიხილებოდა, ვინაიდან სილამაზე - ერთგვარ ტკივილთან ასოცირდებოდა, რომლის მისაღწევად ნებისმიერ მსხვერპლზე წასვლა აუცილებელ პირობად ითვლებოდა.



imageimage


მას შემდეგ რაც ქალბატონები სასურველ წონას მიაღწევდნენ, ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგ იწყებოდა. "უკვე" უსარგებლო პარაზიტის ორგანიზმიდან გამოსადევნად არა ერთი უცნაური მეთოდი გამოიყენებოდა. ვიქტორიანულ ინგლისში ეს აბებით ან სპეციალური მოწყობლობებით ხორციელდებოდა. ერთ - ერთი ასეთი საშუალება, ექიმ მეიერსის მიერ გამოგონილი ერთგვარი ცილინდრი იყო, რომელიც საკვებთან ერთად საყლაპავ მილში თავსდებოდა და ორგანიზმიდან ჩაბუდებული პარაზიტის ამოყვანას ცდილობდა, თუმცა ზოგიერთი ქალბატონი ამგვარ ექსპერიმენტს ვერ უძლებდა და იგუდებოდა.


image








0
786
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
786