x
image
თორ ნიკე
ჰერეთის სამთავრო
ჰერეთის სამთავრო


მე-8 საუკუნის 50-იანი წლებიდან ქართლის ერისმთავრის - არჩილის შემწეობით ჰერეთში დამკვიდრდნენ ბაგრატიონთა საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები. ქართლის უკანანსკნელი ერისმთავრების - იოანესა და ჯუანშერის გარდაცვალების შემდეგ კი ამ ბაგრატიონებმა დაიპყრეს მთელი ჰერეთი საკიხიდან ანუ შაქიდან გულგულამდე ანუ დაახლოებით თელავამდე და საფუძველი ჩაუყარეს ჰერეთის სამთავროს, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა 787 წელს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ამ დროს ეს სახელმწიფო მოიცავდა: გაღმამხარს, საინგილოს, შიგნიკახეთს, კამბეჩანს და შაქს, მასვე ემორჩილებოდა ხუნძახი და დიდოეთი. დედაქალაქი იყო ქალაქი შაქი. ჰერეთის სამთავრომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ამ სახელით იარსება 787-893 წლებში, სანამ ის არ გარდაიქმნა ჰერეთის სამეფოდ. ვინაიდან მისმა ბოლო მთავარმა - გრიგოლ ჰამამმა მეფის სტატუსი მიიღო.


ჰერეთის მთავრები:


1. სუმბატ ბაგრატუნი - ჰერეთის, კამბეჩოვანის, გარდმანისა და არ-რანის მთავარი 800-815 წლებში.


სუმბატ ბაგრატუნი - ჰერეთის მთავარი



2. საჰლი ბაგრატუნი - ძე სუმბატისა. ჰერეთის მთავარი. 815-854 წლებში.


3. ადარნასე I ბაგრატუნი - ჰერეთის მთავარი 854-865 წლებში.


ადარნასე I ბაგრატუნი - ჰერეთის მთავარი


4. გრიგოლ ჰამამი ბაგრატუნი - ჰერეთის მთავარი 865-893 წლებში.






მსგავსი სტატიები:


1. კოლხეთის სამეფო

2. დიაოხის სამეფო

3. იბერიის სამეფო

4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო

5. ლაზიკის სამეფო

6. აფხაზთა სამეფო

7. კახეთის სამეფო

8. ჰერეთის სამეფო

9. კახეთ-ჰერეთის სამეფო

10. კახეთის სამთავრო



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
354
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0