x
ახალგაზრდა ერეკლეს პირველი გამარჯვება

image

დიდ ანტიირანულ აჯანყებაში გივი ამილახვარს ოსმალები ეხმარებოდნენ. წარმატების მისაღწევად და მძიმე მდგომარეობის განსამუხტად ქართველმა თავადმა და უსუფ-ფაშამ ლეკების მოშველიება გადაწყვიტეს და მოლაპარაკება გამართეს მათთან. მართლაც, წარჩინებული და განთქმული ლეკთა ბელადი მალაჩი 4-ათასიანი არმიით დაიძრა ქართლისაკენ. ეს ამბავი თეიმურაზმა ერეკლეს აცნობა, რომელმაც, თავის მხრივ, კახელებს თავი მოუყარა და საგურამოსთან ჩაუსაფრდა მტერს.. თურქ-ოსმალთა ჯარებს ელვისებურად დააცხრა თავს ქართველი ბატონიშვილი. თავად ერეკლე თურმე ისეთ სასწაულებს სჩადიოდა, ვინღა დაზოგავდა მასთან თავს.. "პირველ მიუხდა ირაკლი ძე მეფისა და დაღისტნის პირველი ბელადი მალაჩი თვით მოჰკლა.." ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, ოკმამდე სდიეს მტერს და თითქმის სრულიად გაანადგურეს..
დიდი აღტაცებით შეხვდა ქართლ-კახეთი ახალგაზრდა ერეკლეს პირველ გამარჯვებებს სახელმწიფოებრივი და სამხედრო მოღვაწეობის ასპარეზზე.ამასვე მოწმობს ხალხური ლექსი, რომელიც, ალბათ, იმ დროსაა შეთხზული:
"ერეკლე ბატონიშვილი
განა უბრალო კახია,
საგურამოში ლეკისა
ჯარი მარტომან დახია.."

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0