საბუნებისმეტყველო 7 დღეში 7 ამოფრქვევა, რა ხდება მზეზე? 2019, 28 აპრილი, 19:59 ![]() მზეზე 7 დღის განმავლობაში შვიდი ამოფრქვევა მოხდა. ერთი კვირის წინ, მზეზე ათწლეულის მანძილზე ყველაზე დიდმა და ამაზრზენმა X9.3 ამოფრქვევამ დედამიწაზე რადიოკომუნიკაციებს დიდი დარტყმა მიაყენა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, მზისგან იმავე რეგიონიდან ზედიზედ მოხდა ამოფრქვევა- AR 2673-ი. გუშინდელი X8.2 მზის ქარიშხალი იყო ბოლო, რის გამოც კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრმა ბოლო გაფრთხილება გაავრცელა. ამ ამოფრქვევას თან ახლავს ვარსკვლავური კორონალური მასები, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწაზე. მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ თანამგზავრებს მუშაობაში ორბიტაზე და ასტრონავტები საფრთხის ქვეშ დააყენოს, ასევე, შეუძლიათ ძლიერი პოლარული ნათების გამოწვევა. ![]() როგორც უცნაური არ უნდა იყოს, მზეზე ამოფრქვევა ხდება მზის აქტივობის მინიმუმის პერიოდში. რა ხდება? "ეს არ არის იშვიათი, როდესაც მზეზე აქტიური რეგიონი გამოჩნდება, ერთი საათის განმავლობაში, ან რამდენიმე დღის განმავლობაში, შEიძლება მოხდეს რამდენიმე ამოფრქვევა. 11 წლიანი მზის ციკლის ვარდნის ფაზა სტატისტიკურად სინამდვილეში ყველაზე დიდი დროა, რათა, იხილოთ ყველაზე დიდი მზის მოვლენები, როგორიცაა მზის ამოფრქვევები. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის უჩვეულო."- ამბობს მკვლევარი როდნი ვიერეკი . მზის ციკლის ამ ფაზის ყველა ამოფრქვევა დაკავშირებულია მზის ენერგეტიკულ ნაწილაკებთან და გეომაგნიტურ ქარიშხალთან, ეს კი ნიშნავს, რომ მზე იქცევა ნორმალურად." - განაცხადა ვიერეკმა. თუმცა, მზის კორონალური მასების ამოფრქვევა შეიძლება საშიში იყოს ჩვენთვის. მათ შეუძლიათ იონოსფეროში შექმნან ფენები, რომლებიც ჩაახშობენ რადიოტალღებს, არ მისცემს საშუალებას ავიაკომპანიებს და ექსტრემალური დახმარების საგანგებო სამსახურებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს მაღალი სიხშირის რადიოკომუნიკაციებით. ![]() 267 1-ს მოსწონს
|