x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
ყველაზე საინტერესო ფაქტები ალუბლის შესახებ

ალუბლის კულტივირება დიდი ხნის წინ მოხდა და დღეს, ეს სასარგებლო და გემრიელი კენკრა, ალბათ, ყველა ბაღში თუ არა, ყოველ მესამეში მაინც ხარობს. თავდაპირველად ალუბალი მხოლოდ ზომიერი ჰავის პირობებში იძლეოდა ნაყოფს (არის ალუბალი ველური და დეკორატიული), ხოლო ახლა, მცენარის ყინვაგამძლე სახეობის ნახვა ჰიმალაის მთებშიც შეიძლება.


image


გაზაფხულის დაწყებასთან ერთად, ეს მცენარე თავს იაპონური საკურას ულამაზესი ყვავილებით გვახსენებს. აყვავებული ალუბალი მართლაც სურიალისტური სანახაობაა. მაგრამ, რა ვიცით რეალურად მის შესახებ? აქ სწორედ, მცენარესთან დაკავშირებული, ყველაზე საინტერესო 20 ფაქტია მოცემული:



ფაქტი № 1: სპარსი ლამაზმანი


მცენარის სამშობლოდ სპარსეთი (თანამედროვე ირანის ტერიტორია) ითვლება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიაში, შავი ზღვის რეგიონში, ალუბალი ძველთაგანვე ხარობდა.



ფაქტი № 2: ნათესავი


ალუბალი ეკუთვნის ვარდისებრთა ოჯახის, ქლიავისებრთა ჯგუფს. ამ ჯგუფში ასევე შედის: ბალი, გარგარი, ატამი, ნუში, შოთხვი, რა თქმა უნდა, ქლიავი და სხვა კურკოვანი მცენარეები.

ალუბლის ყველაზე ახლო ნათესავად ქლიავი ითვლება და ამ ორი მცენარის შეჯვარებით, ახალი ჰიბრიდული მცენარეც არის გამოყვანილი.



ფაქტი № 3: ალუბლის კუმარინი


ალუბალი დიდი რაოდენობით კუმარინს შეიცავს. ეს არის ნივთიერება, რომელიც დადებით გავლენას ახდენს სისხლწარმოქმნაზე და არეგულირებს სისხლის შედედების პროცესს. ამიტომ, ალუბალი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადების და თრომბოზის დროს.




ფაქტი № 4: ბუნებრივი ანტიბიოტიკი


ალუბალი დიდი რაოდენობით ფიტონიციდებს შეიცავს. როგორც ექიმები ამბობენ, ეს ბაქტერიების და ვირუსების გამრავლების შესაჩერებელი ბუნებრივი საშუალებაა.



ფაქტი № 5: წითელი გარედან და შიგნიდან


ალუბალი დიდი რაოდენობით შეიცავს А, В ჯგუფის და С ვიტამინებს: А – დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, B – უზრუნველყოფს ჩვენი კანის, ფრჩხილების და თმის ჯანმრთელობას, ხოლო, С – იმუნიტეტს აძლიერებს და ახალგაზრდობის გახანგრძლივების საუკეთესო საშუალებაა.



ფაქტი № 6: ალუბლის შხამი


დიახ, ალუბალით მოწამვლაც შეიძლება. მაგრამ, არა ნაყოფის რბილობით. ალუბლის კურკა კი, ამიგდალინს შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ციანმჟავად გარდაიქმნება. ალუბლის კურკის შიგთავსი განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის სახიფათო.



ფაქტი № 7: ტკბილი და მჟავე


საინტერესოა, რომ ჩეულებრივი ალუბლის სახელწოდება, მეცნიერულად – «მჟავე ალუბალი» არის, ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ტკბილია. გარდა ამისა არის კიდევ ერთი – «ფრინველის ალუბალი», რომელსაც ჩვენ ბალს ვეძახით.



ფაქტი № 8: სახელი Prunus Cerásus (ლათ.)


ალუბლის ლათინური სახელი – Prunus Cerásus, მცირე აზიაში მდებარე ქ. კერესუნს (ამჟამად, გირესუნი თურქეთში) უკავშირდება. სწორედ იქ ნახეს, რომაელი მხედართმთავრის, ლუკულუსის მეომრებმა მისი ნაყოფი პირველად და მათვე დაარქვეს სახელი.



ფაქტი № 7: ალუბალი დესერტებში


ალუბალი ტორტის და სხვა დესერტების გასაფორმებლად გამოიყენება, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ალუბალი. ჩვეულებრივ, საკონდიტრო წარმოებაში, ტკბილეულის გასაფორმებლად, «მარასკინის ალუბალს» (ღია წითელი გამჭვირვალე) იყენებენ. ეს ალუბლის სახეობაა, რომელიც ძირითადად ბალკანეთში მოჰყავთ და ჩვენამდე კონსერვირებული სახით მოდის. მაგრამ, ვიდრე ამ ალუბლის ნაყოფი ქილაში მოხვდება, მას ჯერ აუფერულებენ, შემდეგ სიმინდის სიროფით შღენთავენ და საკვები საღებავებით ღებავენ.



ფაქტი № 10: საჭმელად უვარგისი


ყველასთვის ცნობილი საკურა იმდენად უგემურია, რომ მის ნაყოფის გამოყენება არ შეიძლება. არის ველური და დეკორატიული ალუბლის სხვა ჯიშებიც, რომლითაც სახლებს და ეზოებს ალამაზებენ და არა მარტო იაპონიაში.



ფაქტი № 11: კენკრა ეპილეფსიისთვის


ვიდრე ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლებს მოიგონებდნენ, ექიმები ეპილებფსიით დაავადებულებს, სეზონზე, ალუბლის წვენს, ხოლო ზამთარში – ალუბლის გამხმარი ფოთლების ნახარშს უნიშნავდნენ – რაც ხელს უშლიდა ეპილეფსიის შეტევის განვითარებას, ხოლო თუ ეს მაინც ხდებოდა, შეტევა არც ისე ძლიერი იყო.



ფაქტი № 12: ინფორმაცია ხალხური მედიცინიდან


ძველთაგანვე ცნობილია, რომ თუ ფეხმძიმე ქალი ალუბალს მიირთმევს, აუცილებლად ჯანმრთელი შვილი შეეძინება. დღეს ამ ფაქტის ახსნა იმით შეიძლება, რომ ალუბალი დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, რაც ანემიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებაა. ფეხმძიმე ქალებ კი ამ დაავადებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან.



ფაქტი № 13: თუ გამოძინება გინდათ...


ალუბალი უძილობის საუკეთესო წამალია. ძილის წინ, 10-15 ალუბლის ან 100 მლ. ალუბლის წვენის მიღების შემთხვევაში, მშვიდად და უშფოთველად დაგეძინებათ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ალუბალი დიდი რაოდენობით შეიცავს ტრიპტოფანის ამინომჟავას, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ჯერ სეროტონინად, ხოლო შემდეგ მელატონინად გარდაიქმნება.



ფაქტი № 14: ოფიციალური სიმბოლო


1997 წლიდან ალუბალი – იუტას შტატის (აშშ) ოფიციალური სიმბოლოა.



ფაქტი № 15: ოფიციალური ზეიმი


აშშ-ში, ყოველი წლის 20 თებერვალს, ალუბლის ღვეზელის ეროვნულ დღეს (National Cherry Pie Day) ზეიმობენ.



ფაქტი № 16: ჯერ ყვავილი, შემდეგ ფოთოლი


ალუბლის ხეზე ყვავილები უფრო ადრე იშლება, ვიდრე ფოთოლი გამოდის.



ფაქტი № 17: გიგანტური ალუბალი


საშუალოდ, ალუბლის ხის მაქსიმალური ასაკი 20-25 წელი შეიძლება იყოს. თუმცა, ალუბალს შეუძლია უფრო დიდ ხანსაც გაძლოს და საკმაოდ ხანდაზმულ ასაკსაც მიაღწიოს. მაგ., დიდი ბრიტანეთის ჩრდ-დას-ში არის ალუბლის ხე, რომელიც 150 წლისაა. მისი სიმაღლე 13 მ-ია, ხოლო ძირის დიამეტრი – 5 მ. რაც ყველაზე საინტერესოა, ის ნაყოფს დღემდე იძლევა.



ფაქტი № 18: ალუბალი ასპირინის აბის ნაცვლად


მეცნიერებმა ალუბლის შემადგენლობაში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც ისევე მოქმედებს, როგორც ასპირინი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წამლის 1 აბის ჩანაცვლება, მხოლოდ 20 ცალი ალუბლით შეიძლება. გარდა ამისა, წამლისგან განსხვავებით, ალუბალს უკუჩვენება არ გააჩნია.



ფაქტი № 19: სტატისტიკა


სტატისტიკის თანახმად, საშუალო მაჩვენებელს თუ ავიღებთ, ერთი ხე 7000-მდე ნაყოფს იძლევა.



ფაქტი № 20: ხალხი ვერ ცნობს...


როდესაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას მიმართა, რომ დახმარებოდნენ ალუბლის ხეების დათვლაში, აღმოჩნდა, რომ ვიდრე ხეს ყვავილობის პერიოდი აქვს, ხალხს ის მხოლოდ მონათესავე ქლიავში კი არა, ვაშლშიც ერევა.

imageimageimageimageimageimageimage

0
956
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
956
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0