x
image
მარიამ პირველი
სად მიდის დასაქმებულთა მიერ საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხა?

image
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის თქმით ენერგეტიკის სექტორი საპენსიო დანაზოგების ინვესტირებისთვის მაღალი რისკის შემცველი არ არის. "ენერგოსექტორი არ არის მაღალრისკიანი. კანონით, პირდაპირი ინვესტიციები შეუძლებელია. ჩვენ პირდაპირ ვერავის ვასესხებთ ფულს, მაგრამ თუ რომელიმე კომპანიას, მათ შორის ენერგოსექტორიდან და მათ უფრო აქვთ ხოლმე ასეთი პროგნოზირებადი სამომალო შემოსავლები, რომელიც მაგალითად ელექტროენერგიის გაყიდვიდან არის და ეს არის ძალიან სტაბილური შემოსავალი, რადგან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა არასდროს გაქრება და გაყიდვები ყოველთვის ექნებათ, მათ შეუძლიათ ამ მომავალ შემოსავლებზე დაყრდნობით მოახდინონ მისი უსაფრთხოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემოსავლების პორტფელზე დაყრდნობით გამოუშვან კეთილსაიმედო ფასიანი ქაღალდები. აი იმ ფასიან ქაღალდებს შევიძენთ და ამის მეშვეობით მოხდება მისი დაფინანსება".
ჩვენ ექვს წელიწადში უკვე ხუთ მილიარდ ლარს ველოდებით (საპენსიო ფონდში), რაც უკვე ხელშესახები თანხაა. მე ვფიქრობ, უახლოეს ორ–სამ წელიწადში თქვენ დაინახავთ კაპიტალის ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვან აქტივობას",

აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნების საპენსიო ფონდები, გამოხატავენ ძალიან მაღალ ინტერესს, რომ თანამონაწილეობა მიიღონ ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებაში - “ჩვენ მოგვმართავს გერმანიის საპენსიო ფონდი, ასევე საფრანგეთის საპენსიო ფონდი და ისინი უფრო სწრაფად შეძლებენ ამ ინვესტიციის განხორციელებას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ჩვენი საპენსიო ფონდი ამ შესაძლებლობას სულ მცირე ხუთი წელი მოკლებული იქნება“.

1
212
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
212
  
2019, 4 მაისი, 0:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1