x
image
_K_
როგორ მოვამზადოთ საჭმელი პროფესიონალივით - 15 მარტივი ხრიკი სამზარეულოსთვის
image

არსებობს ხრიკები, რომელთა დახმარებითაც საჭმლის მომზადებისას შეგვიძლია დავზოგოთ დრო და ძალისხმევა. ეს სტატია სწორედ ასეთ ხრიკებზეა. ყურადღებით წაიკითხეთ და თავადაც სცადეთ!








15. კვერცხი რომ ახალივით იყოს

კვერცხის შენახვა უფრო მეტ ხანს შეგეძლებათ, თუ მაცივარში განთავსებამდე მას მცენარეულ ზეთს წაუსმევთ.

image








14. კვერცხი რომ უფრო სწრაფად გაფრცქვნათ


არსებობს მოხარშული კვერცხის გაფრცქვნის რამდენიმე ხერხი. აი, ერთ-ერთი მათგანი: გაბზარეთ თითოეული კვერცხის ნაჭუჭი და ცივ წყალში მოათავსეთ გასაციებლად.

image








13. ლიმონის წვენი რომ გამოიყენოთ

გახვრიტეთ ლიმონი კბილის ჩხირით და გამოწურეთ იმდენი წვენი, რამდენიც გჭირდებათ. შემდეგ ლენტი დააკარით და მაცივარში შეინახეთ. ასე მთელი ლიმონის გადაგდება აღარ მოგიწევთ ერთჯერადი გამოყენების შემდეგ.

image








12. ნესტიანი ჩიფსები რომ ისევ საჭმელად ვარგისი გახადოთ

თუ ჩიფსები დასველდა ან დანესტიანდა, ნუ იჩქარებთ მის გადაყრას.

✹აიღეთ თეფში, მოათავსეთ მასზე ხელსახოცი და შემდეგ ჩიფსები დააწყვეთ.

✹შეგიძლიათ, ზევიდანაც გადააფაროთ მეორე ხელსახოცი. შემდეგ მოათავსეთ მიკროღუმელში 30 წამის განმავლობაში. ჩიფსები ახალივით იქნება!

image








11. კვერცხი რომ იდეალურად შეწვათ

დაგჭირდებათ ქილის თავსახურის რეზინის რგოლი. დადეთ ის ტაფაზე და მოათავსეთ კვერცხი მის შიგნით. ასე კვერცხი მთელ ტაფაზე აღარ გაიფანტება, ოღონდ რეზინის რგოლის მოშორება არ დაგავიწყდეთ თეფშზე გადმოღებისას.

შეგიძლიათ, ხახვის რგოლებიც გამოიყენოთ.

image








10. ბოთლები რომ სწორად განათავსოთ

ბოთლები რომ ჰორიზონტალურად განათავსოთ მაცივარში, გამოიყენეთ ფურცლის დასამაგრებელი სარჭები.

image








9. პომიდორი რომ ზევიდან ჰქონდეს სენდვიჩს

დაჭერით ლორი თხელ ნაჭრებად და გაახვიეთ პომიდორის ნაჭრები მასში. ამ ხერხით პომიდორი სენდვიჩში აღარ ჩასრიალდება.

image








8. თევზი რომ დელიკატურად შეწვათ გრილზე

უბრალოდ, მოათავსეთ თევზი იმპროვიზირებულ ლიმონის "ხალიჩაზე". ასე, ის გრილს არ მიეწებება და ლიმონის სასიამოვნო არომატიც ექნება.

image








7. პლასტიური შესახვევი რომ უფრო მარტივად გამოიყენოთ

როცა რამეს პლასტიური შესახვევით ფუთავთ, როგორც წესი, ის იკლაკნება, ყველაფერს ეწებება და ა.შ. უფრო დამყოლი და მარტივად გამოსაყენებელი რომ გახადოთ, მოათავსეთ პლასტიური შესახვევი მაცივარში.

image








6. სანელებლები რომ უფრო კომფორტულად შეინახოთ

გამოიყენეთ ტიკ-ტაკის ყუთები სანელებლების შესანახად. ეს ყუთები პატარა და მოსახერხებელია, მათი გახსნა და დაკეტვაც ძალიან მარტივია.

image








5. ბეკონი რომ არ გაფუჭდეს

თუ ბევრი ბეკონი გაქვთ და არ გინდათ, გაფუჭდეს, მაშინ გაყინეთ ის. თითოეული ნაჭერი პერგამენტის ქაღალდში გაახვიათ და შემდეგ საყინულეში მოათავსეთ.

image








4. მწვანილებს რომ ნატურალურობა შეუნარჩუნოთ

გარეცხეთ და გააშრეთ პროდუქტი. შემდეგ მოათავსეთ ერთჯერად პარკში, შეუბერეთ მას ისე, რომ ჰაერით გაავსოთ და ჩამოკიდეთ. ამ მეთოდით მწვანილები ნატურალური და მწვანე დარჩება.

image








3. დანა რომ გალესოთ

თუ სპეციალური დანის გამლესავი არ გაქვთ, შეგიძლიათ, ამისთვის ჩვეულებრივი კერამიკის ჭიქა გამოიყენოთ. დადგით ის თავდაყირა და გაუსვით დანა რამდენჯერმე.

რა თქმა უნდა, თუ თქვენი დანა ძვირფასი და მაღალი ხარისხისაა, აჯობებს, არ გარისკოთ და სპეციალური გამლესავი იყიდოთ.

image








2. საჭრელი დაფა რომ არ გაგიცურდეთ

საჭრელი დაფა რომ არ გაგიცურდეთ, მოათავსეთ ის სველ ხელსახოცზე.

image








1. საჭმელი რომ სწორად გააცხელოთ ღუმელში

საჭმელი რომ სწორად გააცხელოთ ღუმელში, მოათავსეთ ის თეფშის კიდეებზე წრიულად და შუა ადგილი ცარიელი დატოვეთ.

image








ბონუსი: საჭრელი დაფის საიდუმლო ფუნქცია

როგორც წესი, საჭრელი დაფის ჩაჭრილ ნაწილს მის დასაკიდებლად ვიყენებთ, მაგრამ მისი გამოყენების სხვა გზაც არსებობს: შეგიძლიათ, დაჭრილი ბოსტნეული ამ ჩაჭრილი ნაწილით ჩაყაროთ ჯამში, რათა აღარ დაგეფანტოთ.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. პროდუქტები, რომლების მარტივად დაჭრაც უნდა ისწავლოთ

image


2. 12 ნივთი, რომელიც სამზარეულოში უნდა გქონდეთ

image


3. 10 ჭკვიანური ცხოვრებისეული ხრიკი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

image

0
432
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0