სასარგებლო პროდუქტები როგორ მოვამზადოთ საჭმელი პროფესიონალივით - 15 მარტივი ხრიკი სამზარეულოსთვის 2019, 30 აპრილი, 12:15
არსებობს ხრიკები, რომელთა დახმარებითაც საჭმლის მომზადებისას შეგვიძლია დავზოგოთ დრო და ძალისხმევა. ეს სტატია სწორედ ასეთ ხრიკებზეა. ყურადღებით წაიკითხეთ და თავადაც სცადეთ!
15. კვერცხი რომ ახალივით იყოსკვერცხის შენახვა უფრო მეტ ხანს შეგეძლებათ, თუ მაცივარში განთავსებამდე მას მცენარეულ ზეთს წაუსმევთ.14. კვერცხი რომ უფრო სწრაფად გაფრცქვნათარსებობს მოხარშული კვერცხის გაფრცქვნის რამდენიმე ხერხი. აი, ერთ-ერთი მათგანი: გაბზარეთ თითოეული კვერცხის ნაჭუჭი და ცივ წყალში მოათავსეთ გასაციებლად. 13. ლიმონის წვენი რომ გამოიყენოთგახვრიტეთ ლიმონი კბილის ჩხირით და გამოწურეთ იმდენი წვენი, რამდენიც გჭირდებათ. შემდეგ ლენტი დააკარით და მაცივარში შეინახეთ. ასე მთელი ლიმონის გადაგდება აღარ მოგიწევთ ერთჯერადი გამოყენების შემდეგ.12. ნესტიანი ჩიფსები რომ ისევ საჭმელად ვარგისი გახადოთთუ ჩიფსები დასველდა ან დანესტიანდა, ნუ იჩქარებთ მის გადაყრას. ✹აიღეთ თეფში, მოათავსეთ მასზე ხელსახოცი და შემდეგ ჩიფსები დააწყვეთ. ✹შეგიძლიათ, ზევიდანაც გადააფაროთ მეორე ხელსახოცი. შემდეგ მოათავსეთ მიკროღუმელში 30 წამის განმავლობაში. ჩიფსები ახალივით იქნება!11. კვერცხი რომ იდეალურად შეწვათდაგჭირდებათ ქილის თავსახურის რეზინის რგოლი. დადეთ ის ტაფაზე და მოათავსეთ კვერცხი მის შიგნით. ასე კვერცხი მთელ ტაფაზე აღარ გაიფანტება, ოღონდ რეზინის რგოლის მოშორება არ დაგავიწყდეთ თეფშზე გადმოღებისას. შეგიძლიათ, ხახვის რგოლებიც გამოიყენოთ.10. ბოთლები რომ სწორად განათავსოთბოთლები რომ ჰორიზონტალურად განათავსოთ მაცივარში, გამოიყენეთ ფურცლის დასამაგრებელი სარჭები.9. პომიდორი რომ ზევიდან ჰქონდეს სენდვიჩსდაჭერით ლორი თხელ ნაჭრებად და გაახვიეთ პომიდორის ნაჭრები მასში. ამ ხერხით პომიდორი სენდვიჩში აღარ ჩასრიალდება.8. თევზი რომ დელიკატურად შეწვათ გრილზეუბრალოდ, მოათავსეთ თევზი იმპროვიზირებულ ლიმონის "ხალიჩაზე". ასე, ის გრილს არ მიეწებება და ლიმონის სასიამოვნო არომატიც ექნება.7. პლასტიური შესახვევი რომ უფრო მარტივად გამოიყენოთროცა რამეს პლასტიური შესახვევით ფუთავთ, როგორც წესი, ის იკლაკნება, ყველაფერს ეწებება და ა.შ. უფრო დამყოლი და მარტივად გამოსაყენებელი რომ გახადოთ, მოათავსეთ პლასტიური შესახვევი მაცივარში.6. სანელებლები რომ უფრო კომფორტულად შეინახოთგამოიყენეთ ტიკ-ტაკის ყუთები სანელებლების შესანახად. ეს ყუთები პატარა და მოსახერხებელია, მათი გახსნა და დაკეტვაც ძალიან მარტივია.5. ბეკონი რომ არ გაფუჭდესთუ ბევრი ბეკონი გაქვთ და არ გინდათ, გაფუჭდეს, მაშინ გაყინეთ ის. თითოეული ნაჭერი პერგამენტის ქაღალდში გაახვიათ და შემდეგ საყინულეში მოათავსეთ.4. მწვანილებს რომ ნატურალურობა შეუნარჩუნოთგარეცხეთ და გააშრეთ პროდუქტი. შემდეგ მოათავსეთ ერთჯერად პარკში, შეუბერეთ მას ისე, რომ ჰაერით გაავსოთ და ჩამოკიდეთ. ამ მეთოდით მწვანილები ნატურალური და მწვანე დარჩება.3. დანა რომ გალესოთთუ სპეციალური დანის გამლესავი არ გაქვთ, შეგიძლიათ, ამისთვის ჩვეულებრივი კერამიკის ჭიქა გამოიყენოთ. დადგით ის თავდაყირა და გაუსვით დანა რამდენჯერმე. რა თქმა უნდა, თუ თქვენი დანა ძვირფასი და მაღალი ხარისხისაა, აჯობებს, არ გარისკოთ და სპეციალური გამლესავი იყიდოთ.2. საჭრელი დაფა რომ არ გაგიცურდეთსაჭრელი დაფა რომ არ გაგიცურდეთ, მოათავსეთ ის სველ ხელსახოცზე.1. საჭმელი რომ სწორად გააცხელოთ ღუმელშისაჭმელი რომ სწორად გააცხელოთ ღუმელში, მოათავსეთ ის თეფშის კიდეებზე წრიულად და შუა ადგილი ცარიელი დატოვეთ.ბონუსი: საჭრელი დაფის საიდუმლო ფუნქციაროგორც წესი, საჭრელი დაფის ჩაჭრილ ნაწილს მის დასაკიდებლად ვიყენებთ, მაგრამ მისი გამოყენების სხვა გზაც არსებობს: შეგიძლიათ, დაჭრილი ბოსტნეული ამ ჩაჭრილი ნაწილით ჩაყაროთ ჯამში, რათა აღარ დაგეფანტოთ.ასევე დაგაინტერესებთ:1. პროდუქტები, რომლების მარტივად დაჭრაც უნდა ისწავლოთ 2. 12 ნივთი, რომელიც სამზარეულოში უნდა გქონდეთ 3. 10 ჭკვიანური ცხოვრებისეული ხრიკი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ 432 1-ს მოსწონს
|