x
მეტი
  • 08.10.2024
  • სტატია:137499
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511411
მოდის შესახებ !!

imageყოველი ქალი, როდესაც სადმე აპირებს წასვლას ყოველთვის ფიქრობს:რა ჩავიცვა??ან როდესაც რაიმეს ნახავს ამბობს:აი ეს უნდა ვიყიდო იმიტომ რომ მოდაშია.(იმას არც კი უყურებენ უხდებათ თუ არა.მთავარი ხომ ის არის რომ მოდაშია). მინდა რომ ყველამ იცოდეთ, მოდა არის ის რაც შენ გიხდება.ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ რატომ გამოდიან თუნდაც D და G და რატომ ამ ბობენ რომ მომავალ წელს მაგალითად ვარდისფერი იქნება მოდაში?გიფიქრიათ?მე გეტყვით რატომაც.პასუხი უმარტივესია.იმიტომ რომ მომავალ წელს ისინი შექმნიან ვარდისფერი ფერის კოლექციას და ყველა დაზომბირებულს(ვინც დაიჯერა რომ ეს ფერი მოდურია)მოუნდება იმ კოლექციიდან რაიმეს ყიდვა.ეს არის ბიზნესი, აი ეს.ესე აკეთებენ ფულს მოდის სამყაროში.არასდროს არ უნდა აჰყვეთ სხვას და უნდა ატაროთ ის, რაშიც კომფორტულად იგრძნობთ თავს.

imageესეთია ბიზნესი.აბა სხვანაირად როგორ შეიძლება ფულის გაკეთება.

თქვენი აზრით, ვინც მოდების ჩვენებებს და "ფეშენ ვიკებს" ესწრება ძალიან მაგარი ხალხია?ჩემი აზრით ძალიან მაგარი ის ადამიანია რომელიც არ მიჰყვება ვითომდა მოდას, და ქმნის მის საკუთარ სტილს. ნუთუ რომელიმე დიზაინერმა თუ არ გამოაცხადა რომ რაიმე მოდაში იქნება, თქვენით ვერ შეძლებთ შერჩევას?თან საქართველო ისეთია რომ თუ რამე უცხოეთში დიდი ხნის წინაათ იყო მოდაში ის შემოაქვთ და შემდეგ მთელ ქვეყანას ერთი და იგივე აცვია, იმიტომ რომ ყველას გონია რომ "მოდა"-ს მიჰყვება და ძალიან მაგარია.იყავით ის რაც ხართ და ატარეთ ის რაც გინდათ. ნუ მოუსმენთ სხვის რჩევებს რადგან თქვენც შეგიძლიათ რჩევის გარეშე გააკეთოთ სწორი არჩევანი.

1
139
3-ს მოსწონს
ავტორი:კვატუკა
კვატუკა
139
  
2012, 7 აგვისტო, 0:06
+1
0 1 1