x
image
მანანა თურმანიძე
დიპლომატი წერს ლობისტურ წერილს პუტინის საგარეო პოლიტიკის დასაცავად
image
ამა წლის მარტში, აშშ-ში გერმანიის ელჩმა, ემილი ჰაბერმა კონგრესის რამდენიმე წევრს წერილობითი მიმართვები გაუგზავნა. ორ გვერდიან წერილში გერმანიის მთავარი დიპლომატი ეწინააღმდეგება რუსეთის მისამართით სანქციების დაწესებას და ამ მხრივ პოლიტიკის გამკაცრებას. იგი მიმართავს თხოვნით სენატორებს, რომ შეაჩერონ გერმანიაში არსებული ორი რუსული საწარმოს მიმართ შემდგომი სანქციების დაწესება.


წერილში, რომელშიც ჰაბერი სავარაუდოდ გერმანიის მთავრობის სახელით საუბრობს, ამბობს: "ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ კონგრესი ამჟამად განიხილავს დამატებით ენერგეტიკულ სანქციებს რუსეთის მიმართ". ეს სანქციები "ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე იმოქმედებს". გერმანიისა და ევროპის კეთილდღეობა საჭიროებს "როგორც LNG-ს (თხევადი გაზი, რედ.) ასევე რუსეთის მილსადენის გაზს", წერს იგი.


ჰაბერი ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ გერმანიას სურს ჩააყენონ საქმის კურსში და გაითვალისწინონ მათი აზრი, ვიდრე ახალ სანქციებს დაუწესებდნენ რუსეთს: "ჩვენს ქვეყნებთან (იგულისხმება ევროკავშირის ქვეყნები) მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ენერგეტიკულ სანქციებზე, რომლებიც შეიძლება რუსეთს დაუწესდეს".


წყარო: www.bild.de


თარგმნა მანანა თურმანიძემ

0
107
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0