სხვა როგორ გავთხოვდეთ: 8 "გენიალური" რჩევა გოგონებს, სუფრაჟისტის მიერ ჯერ კიდევ 1918 წელს დაწერილი 2019, 26 აპრილი, 18:24 უელსში, პონტიპრიდას მუზეუმში სტუმრობისას შეიძლება ერთ ფრიად საინტერესო და უჩვეულო ექსპონატს წააწყდეთ: კერძოდ კი, 1918 წლით დათარიღებულ, სუფრაჟისტის მიერ დაწერილ ბროშურას, სადაც ის გასათხოვარ ქალბატონებს ურჩევს, თუ როგორ უნდა გათხოვდნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, XX საუკუნეში დაწერილი ეს ტრაქტატი, დღესაც ისეთივე აქტუალური და დროულია, როგორც საუკუნის წინ იყო.ქალებს ცოტა ხნის წინ არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მით უმეტეს, არც განათლების მიღების და მეუღლის ნებართვის გარეშე სამსახურის დაწყების უფლებაც კი არ ჰქონდათ, ქონებრივ და განქორწინების უფლებაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო.ყველაფერი კი რადიკალურად სუფრაჟისტების წყალობით შეიცვალა, სწორედ ამ ინგლისურმა სიტყვამ - "suffrage" (სიტყვასიტყვით - "ხმის უფლება") ისტორიაში, პირველ ქალთა მასობრივ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი, რომლის მიზანიც არჩევნებში ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭებაში მდგომარეობდა.საზოგადოება სუფრაჟისტების მიმართ თავიდანვე ნეგატიურად იყო განწყობილი, მათი აზრით ეს "პერსონები" საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევდნენ. აი მაგალითად, ისინი მაღალი საზოგადოების შეხვედრებზე დასწრებას თანმხლები მამაკაცის გარეშე ბედავდნენ, შარვალს და ჟილეტს ატარებდნენ, თამბაქოს ეწეოდნენ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან დებატებში შედიოდნენ და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ აზრსაც კი გამოხატავდნენ. დროთა განმავლობაში "სუფრაჟისტის" განსაზღვრება - "ვულგარული, გარყვნილი და სრულიად უღირსი ქალის" სინონიმად იქცა.დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ თავისას მაინც მიაღწიეს. 1893 წლის ერთ მშვენიერ დღეს ქალები უუფლებონი უკვე აღარ იყვნენ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჯერ ახალი ზელანდიის მცხოვრებმა ქალბატონებმა, 1902 წელს კი - ავსტრალიელებმა მოიპოვეს. მსოფლიო კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლებოდა.სუფრაჟისტებს საკუთარი შეხედულებები არა მარტო საზოგადოებაში ქალთა მდგომარეობაზე, არამედ ქორწინების შესახებაც ჰქონდათ. აი, რა დაწერა ქალთა მოძრაობის ერთ- ერთმა აქტივისტმა 1918 წელს:
1. საერთოდ ნუ გათხოვდებით2.ხოლო თუ გათხოვებას მაინც გადაწყვეტთ, მოერიდეთ ზედმეტად ლამაზ, მექალთანე, არამზადა, ჩაცმა - დახურვის მოყვარულ მამაკაცებსა და ფეხბურთის ფანებს.3. ეძებეთ ძლიერი, მორჩილი მამაკაცი, მაგალითად მაღაროელი, ფანჯრების მწმენდავი ან თუნდაც კარისკაცი.4. დიდი მოლოდი ნუ გექნებათ, მამაკაცების უმრავლესობა ხომ ზარმაცი, ეგოისტი, დაუფიქრებელი, გაიძვერა ლოთი, მოუქნელი, უხეში და უგულოა, რომლებიც მოთვინიერებას საჭიროებენ.5. ყველა მარტოხელა ასეთია, ხოლო ზოგიერთი მათგანი კიდევ უფრო უარესი.6. თუ გსურთ მამაკაცის გაბედნიერება, დააპურეთ ის.7. იგივე ეხება ძაღლებსაც.8. და ზოგადად, გამოიჩინეთ სიბრძნე და ნუ გადადგამთ ამ ნაბიჯს, ეს უბრალოდ ამად არ ღირს.
1305 1-ს მოსწონს |