არქიტექტურა 20 ხელოვნების ნიმუში, რომელიც თანამედროვე სამყაროს ტკივილს გადმოსცემს 2019, 1 მაისი, 12:26 მაშინ როცა დრო მიფრინავს და დედამიწა ბრუნვას განაგრძობს, სოციალური და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხებიც იზრდება. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ეს პრობლემები მოუგვარებელი ან დაუსრულებელია. კარგი ამბავი ისაა, რომ უფრო და უფრო მეტი ხალხი ხდება ინფორმირებული ამ ყველაფრის შესახებ. ხშირად ეს ხელოვნების ნიმუშების, ქანდაკებების ან ნახატების დამსახურებაა, რომელიც ყველას ყურადღებას იპყრობს. დასაფასებელია ადამიანების შრომა, რომლებიც ცდილობენ, თანამედროვე სამყაროს ტკივილი რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინონ. სტატიაში 15 ხელოვნების ნიმუშს წარმოგიდგენთ, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 1. Greenpeace-ის მიერ შექმნილი მკვდარი ვეშაპის მონუმენტი ვიზუალურად გვაჩვენებს, რა გავლენა აქვს პლასტიკურ ნარჩენებს ზღვის სამყაროზე.2. კომპანია Corona-ს მიერ შექმნილი ნაგვის ტალღა ლონდონში ჩატარებული ოკეანის დღეებისთვის.ბილბორდის ქვეშ წარწერა ამბობს: "ეს ნარჩენების ტალღა შექმნილია ბრიტანეთის სანაპიროზე 2 მილზე ნაპოვნი ნაგვისგან". 3. ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი ეს სკულპტურა ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინის წინ დგას. ის ჯონ ლენონის მკვლელობის შემდეგ დამზადდა მის საპატივცემულოდ.ამ სკულპტურის რამდენიმე სხვა ვერსიაც არსებობს, რაც ხალხის ცნობიერების გაზრდას ემსახურება ძალადობის წინააღმდეგ.4. გერმანელმა მხატვარმა HA Schult-მა ადამიანის ზომის "ნაგვის ხალხი" შექმნა კონსერვებისგან, ელექტრონული ნაგვისგან და სხვა ნარჩენებისგან.5. ბრიტანელი პოპ არტისტ ალენ ჯოუნსის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუში სექსიზმის წინააღმდეგ6. ეს სკულპტურა მიძღვნილია აფრიკაში სიღარიბის მიერ გამოწვეული ტკივილისადმი.7. ჯონ დალსენმა, "ქანდაკების" შემქმნელმა, ათასობით სანდალი შეაგროვა ბოთლის ფორმის სკულპტურის შესაქმნელად, რომლის იდეაც გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაა.8. ეს უზარმაზარი მომაკვდავი ვეშაპი ვიარეგიოს კარნავალზე იყო წარმოდგენილი, რათა მსხვილ კორპორაციებს გაახსენონ, რომ პლასტიკის გამოყენება უნდა შეწყვიტონ.9. ეს 8 მეტრიანი სკულპტურა ხალხის ყურადღების მისაპყრობად შეიქმნა იმ საკითხზე, რომ ყოველწლიურად 10.5 მილიონი ტანსაცმელი ხვდება ნაგავში.10. ასობით წითელი ფეხსაცმლის სკულპტურა ისრაელში ქალების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად შეიქმნა.11. იანა კრუდერისა და მეთიუ ლაპენტას მიერ შექმნილი "ბოთლის პროექტი" ხალხს ახსენებს, რამხელა ზიანს აყენებს პლასტმასი გარემოს.12. ნაგავში გადაყრილი ნარჩენებისგან აშენებული კიდევ ერთი სკულპტურა...13. 2 მეტრიანმა Gumhead-მა ადამიანები წაახალისა, საღეჭი რეზინები მასზე მიეკროთ.14. კიდევ ერთი სკულპტურა იმის გასაგებად, თუ რას უშვრება პლასტმასი დელფინებსა და ზღვის სამყაროს.15. პლასტმასის ბოთლებისგან გაკეთებული გიგანტური თევზები ბოტაფაგოს სანაპიროზე, რიო დე ჟანეიროშია წარმოდგენილი.16. Greenpeace-ის აქტივისტებმა რომში შექმნეს ეს ნაგებობა იმის გასახსენებლად, თუ რა მოხდება, თუ პლასტმასის გამოყენებას არ შევეშვებით.17. მეორე მსოფლიო ომში მონაწილე რუსი, გერმანელი და ამერიკელი ჯარისკაცების საომარი ჩაფხუტებისგან შექმნილი სკულპტურა, რომელიც კუებსაც განასახიერებს, ფრანგმა რეჩიდ კჰიმუნემ შექმნა. მისი იდეალ გლობალური ძალადობის შემცირებაა.18. ამ ვეშაპების ქანდაკებაც ზაგრებში, ხორვატიაში, პლასტმასის გამოყენების შემცირებას ემსახურება.19. პლასტმასისმფრქვეველი დრაკონის ქანდაკება ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის წინ დგას.20. ეს 5 მეტრიანი ვეშაპის სკულპტურა, რომელიც ნაგვის დიდი რაოდენობის გამო წყლიდან ამოსვლას ცდილობს, ბელგიაში შეგხვდებათ.ასევე დაგაინტერესებთ:1. ახალი სასარგებლო ჰეშთეგ-კამპანია #Trashtag - მიიღებთ გამოწვევას? 2. 24 გრავიტაციის საწინააღმდეგო ქანდაკება, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ 460 1-ს მოსწონს
|