x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ჩვენი გმირები

imageგმირები-ვინ არიან ისინი?ერთი შეხედვით უბრალო ადამიანები დიდი გულით.მათ სტკივათ, განიცდიან და ეშინიათ კიდეც, მაგრამ შიში ყველა ნორმალური ადამიანის თვისებაა.მთავარი ისაა, გადააბიჯო ამას და გააკეთო შენი საქმე.ნათქვამია“სულის სიმტკიცე ის კი არაა არასდროს დაეცე, არამედ დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვოო".გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან.თანამედროვე გმირები ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ ჩვენ ხშირად ვაგვიანებთ მათ დაფასებას, რადგან განსაკუთრებული სიბრმავე დაგვჩემდა ქართველებს, გმირებს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ ვაფასებთ და არა მგონია გვამისთვის აღიარებას რამე აზრი ჰქონდეს.

გმირები ბევრნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მე მინდა ჩემი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ჯარისკაცების მიმართ.ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს სად ჯარისკაცი და სად გმირიო, მაგრამ ყოველი ჯარისკაცი არა აქვს მნიშვნელობა გამოუვლია თუ არა ომის ქარცეცხლი ის გმირია, იმიტომ, რომ მათთვის ყოველი დღე ბრძოლის ველია და ისინი იქ იმარჯვებენ.სამშობლო მათი საფიცარი ხატია და სამწუხარიდ იგი ხშირად მოითხოვს მსხვერპლს.ვინ მოსთვლის რამდენმა მათგანმა შესწირა თავი სამშობლოს სიყვარულს.ომი საშინელებაა.იქ, ბრძოლის ველზე ყოველ წუთას სიკვდილს უყურებ თვალებში.შეიძლება ყოველი ჩასუნთქვა უკანასკნელი აღმოჩნდეს.იმის გაფიქრებაც კი შემზარავია, რომ ვერასოდეს იხილავ შენთვის ძვირფას ადამიანებს.სწორედ მაშინ როცა გადარჩენისთვის იბრძვი გხვდება ტყვია, თვალთ გიბნელდება და ამბობ დედა.ალბათ ყველა მათგანის ბოლო სიტყვა დედაა, მათ ხომ ორი რამ უყვართ განსაკუთრებით სამშობლო და დედა.ხუჭავ თვალებს და ხვდები ზღაპრულ სამყაროში.იქ სადაც არაა ომი და მარადიული ბედნიერებაა, მაგრამ მიწაზე გრჩება ძვირფასი ადამიანები.გინდა იტირო სამოთხეში კი არ ტირიან.ეჰ, რამდენი მათგანი გამოეთხოვა სიცოცხლეს ისე, რომ ზოგს ოჯახის შექმნის საშუალებაც კი არ მიეცა.ზოგს შვილები დარჩა, ზოგიერთი კი ვერ მოესწრო ნანატრი შვილის დაბადებას.

მათ არ ეშინიათ, მაგრამ აქვთ გრძნობები.უყვართ, სტკივათ და განიცდიან.თითოეული ჯარისკაცი მთელი საქართველოს შვილია.ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ!თქვენ გმირები ხართ ბიჭებო!მთელ საქართველოს უყვარხართ და თქვენზე მლოცველიც ბევრია.უფალი თქვენთანაა გმირებო!..

4
6521
2-ს მოსწონს
ავტორი:ივდითი ხაზალია
ივდითი ხაზალია
6521
  
2014, 8 ნოემბერი, 23:59
უბრალოდ სხვისი გმირობის დაფასება უჭირს ჩვენს ერს :/
2014, 6 ნოემბერი, 21:56
გეთანხმები. გმირები ჩვენს შორის ცხოვრობენ და ჩვენ ვხედავთ მათ ყოველდღე,ზოგჯერ გმირები თავადაც ვართ, უბრალოდ იმდენად გვაქვს გაფეტიშებული წოდება "გმირი" რომ გვავიწყდება,რომ ყოველი ის ადამიანი,ვისაც დღეს გმირებს ვუწოდებთ, თავის დროზე უბრალო მოქალაქე იყო თავისი ქვეყნის.
2013, 3 თებერვალი, 10:21
ამინ!ღმერთმა სასუფეველში ამყოფოს მათი სულები!:(ეჰ...
2013, 2 თებერვალი, 22:47
ხსოვნა იყოს ჩვენი ბიჭების :(
0 1 4