x
image
ელენე გუმა
10 საინტერესო ფაქტი ყავაზე, რომელიც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ
image


ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველდღიურად 2 მილიარდი ჭიქა ყავა ისმება, მათ შორის ყველაზე მეტი - ფინეთში. იქ ზრდასრული ადამიანი საშუალოდ დღეში 5 ფინჯანს ყავას მიირთმევს. გსურთ გაიგოთ უფრო მეტი საინტერესო ფაქტი ყავაზე? მაშინ ყურადღებით გაეცანით ჩვენს მასალას.


გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ტროპიკული ხილი, რომელსაც კოფეინიან ალუბალსაც უწოდებენ.


image


ლეგენდის თანახმად, პირველად კოფეინიანი ხილი თხებმა გასინჯეს. ეს მეცხრე საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში მოხდა. მწყემსმა, სახელად კალდიმ, შენიშნა რომ აღნიშნული საკვების მიღების შემდეგ თხებს მთელი ღამე არ სძინებიათ.


image

ყავა საუკეთესო საშუალებაა დიეტების მოყვარულებისთვისაც. 1 ჭიქა უშაქრო ყავა 0 კალორიას შეცავს, შესაბამისად, მისი დიდი რაოდენობის მიღების მიუხედავად, წონაში არ მოიმატებთ.


image

ყავა გეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, რადგან მისი ერთი ჭიქა 300 ანქტიოქსიდანტს შეიცავს.


image

ყავა იზრდება მხოლოდ ცხელ, ტროპიკულ ქვეყნებში. უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნებია: ბრაზილია, კოლუმბია, ეთიოპია, ვიეტნამი.


image

მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა და პროგრესისა, ყავას დღემდე ხელით კრეფენ. გამოცდილი მკრეფავები დღეში დაახლოებით 100 კილოგრამს კრეფენ, რაშიც ძალიან ცოტას უხდიან, კალათში 10 $-ს. შემდეგ ამ ნაყოფიდან მარცვალს კრეფენ, აშრობენ, ხალავენ და კალათას 10-ჯერ მეტ ფასად ყიდიან.


image

პირველი ყავის სახლები იემენში გაიხსნა. მათ პოპულარობა ადგილობრივ მოსახლოებაში სწრაფად მოიპოვეს. ყავის სახლებში მატონიზირებელ სასმელთან ერთად სასიამოვნო მუსიკის მოსმენაც შეგეძლოთ, ასევე ჭადრაკის თამაში და ახალი ამბების მოსმენა.


image

თანამედროვე სამყაროში ყავა ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია, ნავთობის შემდეგ რა თქმა უნდა.

image

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ყავის მოყვარულები კბილის ექიმთან იშვიათად ხვდებიან, რადგან კოფეინი ანეიტრალებს ემალზე არსებულ ბაქტერიებს.


image

ყველასთვის საყვარელი ყავა "ამერიკანო" ქვეყანაზე არც ისე დიდი ხნის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა. ამერიკელმა ჯარისკაცებმა როდესაც ნახეს, რომ ევროპული ყავა მათთვის ძალიან ძლიერი იყო, ყავაზე წყლის დამატება მოითხოვეს. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ამ ყავის დამკვიდრებას.

image

თქვენ რომელ ყავას ანიჭებთ უპირატესობას? დაწერეთ კომენტარებში კიდევ სხვა საინტერესო ფაქტი, რომელიც ყავის შესახებ გაგიგიათ.




0
371
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0