სხვა 13 მნიშვნელოვანი რამ, რაც 30 წლისთვის უნდა ვიცოდეთ 2019, 22 აპრილი, 13:30 ცხოვრება 30 წლის შემდეგ იწყება. სწორედ ამ ასაკში იწყებს ადამიანი თავისი ცნობიერების და თავისუფლების გაანალიზებას, აცნობიერებს ჭეშმარიტ სურვილებს. თუმცა, იმისთვის, რომ თქვენი ოცნებები ახდეს და რეალობად იქცეს, გარკვეული ცოდნა უნდა გაგაჩნდეთ. 1. იპოვეთ სამუშაო, რომელიც მოგწონთ იმის მიუხედავად, რა დაამთავრეთ და სად მუშაობდით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 30 წლისთის იპოვოთ ისეთი სამსახური ან საქმიანობის სფერო, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. სწორედ ეს მოგცემთ საშუალებას, რომ პიროვნულად და პროფესიულად განვითარდეთ. 2. უნდა გქონდეთ თქვენი საფირმო კერძი იმის მიუხედავად, გიყვართ თუ არა მომზადება, აუცილებელია თქვენი საფირმო კერძი გქონდეთ, რომელსაც უფრო გემრიელად და განსხვავებულად მოამზადებთ, ვიდრე სხვებს. ამასთან, ეს ძირითადი კერძი უნდა იყოს, და არა დესერტი. ნუ შეუშინდებით მომზადების დროს ექსპერიმენტებს. საფირმო კერძი თქვენი კოზირია, როცა სახლში მნიშვნელოვან სტუმრებს ელოდებით. 3.ნამდვილი მეგობარი ახალგაზრდობაში ადვილად ვამყარებთ კონტაქტს ჩვენს თანატოლებთან და ნაცნობ-მეგობრების დიდი წრე გვყავს. ხშირად, შეცდომით ვფიქრობთ, რომ ისინი ყველანი ჩვენი მეგობრები არიან.დროის გასვლასთან ერთად, მათი რაოდენობა მცირდება და ჩვენს გვერდით ის ადამიანები რჩებიან, რომლებიც ჩვენს მწუხარებას და სიხარულს იზიარებენ. დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც დრომ გამოსცადა და თქვენს გვერდით არიან. 4.ნუ მოუყვებით ყველას თქვენს პირადულზე გახსოვდეთ, თუ გსურთ, რომ მყარი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, ნუ მოუყვებით ყველას იმ პრობლემებზე, რაც თქვენ და თქვენს პარტნიორს გაქვთ. თუ მაინცდამაინც გინდათ ამის გაკეთება და თქვენი განცდების გამოხატვა-ფსიქოთერაპევტს მიმართეთ. ის ყურადღებით მოგისმენთ და თქვენი და თქვენი პატნიორის ქმედებების ანალიზში დაგეხმარებათ. შედეგად, თქვენ საკუთარ თავს მხოლოდ მსხვერპლის პოზიციიდან როდი დაინახავთ, არამედ თქვენს შეცდომებს და სისუსტეებსაც გააანალიზებთ და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალსაც იპოვით. 5.განსაზღვრეთ პრიორიტეტები სწორად ჩვენ ყოველთვის ვჩქარობთ, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი მოვასწროთ. გარკვეული დროის შემდეგ კი ვხვდებით, რომ წვრილმანებზე ვცდებით და მნიშვნელოვანი კი გვერდით გვრჩება. ჩვეულებრივ, ადამიანებს მოგზაურობა და ოჯახთან ერთად გატარებული დრო გვამახსოვრდება. არავინ დაიმახსოვრებს, თუ როგორი იყო სამუშაო, პარასკევ საღამოს ოფისში. ამიტომ, აუცილებლად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ, უფრო ხშირად. 6.გამონახეთ დრო და ფული დასვენებისთვის თუ ბევრს მუშაობთ, ეს მორალურად და ფიზიკურად გამოგფიტავთ. ამიტომ, დახარჯეთ ფული არა ბოლო მოდელის სმარტფონზე, არამედ სრულფასოვან დასვენებაზე. კარგად დასვენებული ხომ უკეთესადაც იმუშავებთ. შემოიღეთ წესად და ყოველთვიური შემოსავლის რაღაც ნაწილი დასვენებისთვის გადადეთ. 7.აიღეთ მართვის მოწმობა მართის მოწმობის აღება ადამიანის მოტივირებას ახდენს, რომ ავტომობილი იყიდოს.ამასთან, თუნდაც ავტომობილი არ გყავდეთ, შეგიძლიათ ავტომობილების გაქირავებით ისარგებლოთ და დასვენების დღეებში სამოგზაუროდ წახვიდეთ. 8.გამონახეთ დამატებითი შემოსავალი 30 წლისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო უნდა გქონდეთ. ეს შეიძლება იყოს ფრილანსერობა, რაიმე პასიური შემოსავალი ან საკუთარი ბიზნესი. სტაბილურ კომპანიაში მუშაობა ნამდვილად არაა თქვენი სტაბილური მომავლის გარანტი. ამიტომ, აუცილებელია, რომ შემოსავლის დამატებითი წყარო გამონახოთ, რათა კრიტიკულ სიტუაციებს მომზადებული შეხვდეთ. 9.გადადით საცხოვრებლად ცალკე მშობლებთან ერთად ცხოვრება ძალიან მოსახერხებელია-სახლი მუდამ სუფთაა, კერძებს დედა ამზადებს. თუმცა, უმჯობესია, რომ ადამიანი 30 წლისთვის ცალკე ცხოვრობდეს. ეს დაგეხმარებათ მართოთ თქვენი ბიუჯეტი, აკონტროლოთ გასავალი, შემოსავალი, რასაც აქამდე არ აკეთებდით და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეთ, რომელიც თავის თავზე და ქმედებებზე აგებს პასუხს. 10.ისწავლეთ ხალხში სიტყვით გამოსვლა ბევრი ადამიანი თავს უხერხულად გრძნობს, როცა კრებაზე ან საჯაროდ სიტყვით უნდა გამოვიდეს, ან უცნობთან უნდა გააბას საუბარი. დაძლიეთ შიში. ადამიანი, რომელიც მშვიდად საუბრობს და ჟარგონებსა თუ სხვა პარაზიტ სიტყვებს არ მიმართავს, ყოველთვის პატივისცემას იწვევს გარშემომყოფებში. როცა კარგად მეტყველებთ, უფრო თავდაჯერებული ხდებით, უფრო მეტი შანსი გაქვთ მოლაპარაკებები თქვენს სასიკეთოდ წარმართოთ და უფროსიც კი დაარწმუნოთ, რომ ხელფასის გაზრდას იმსახურებთ. 11.იპოვეთ თქვენი სტილი მოზრდილ ადამიანს საკუთარი სტილი უნდა ჰქონდეს, რომელიც მას კომფორტის შეგრძნებას მოუტანს.გარდა ამისა, ამ დროს ადამიანს აღარ აწუხებს შეკითხვა “რა ჩავიცვა?"-რადგან უკვე იცის, როგორი სტილის სამოსი უნდა შეარჩიოს, რომ საკუთარი ინდივიდუალობა წარმოაჩინოს. ამასთან, როცა ადამიანს საკუთარი სტილი აქვს, უფრო უადვილდება საყიდლებზე სიარული. გაითვალისწინეთ, რომ პირველ შთაბეჭდილებას მაინც გარეგნობა ქმნის, თუმცა არც საკუთარი კომფორტი უნდა დაივიწყოთ. 12.იკითხეთ კლასიკური ლიტერატურა კლსიკურ ლიტერატურას ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ვკითხულობთ, როცა კარგად ვერ ვაცნობიერებთ მის აზრს. ამიტომ, არ დაგეზაროთ და ეს წიგნები კიდევ გადაიკითხეთ.გარწმუნებთ, ამჯერად მათ სულ სხვანაირად დაინახავთ და აღიქვამთ. გარდა ამისა, კითხვა ჩვენს მეტყველებასაც ამდიდრებს და თქვენს საინტერესო მოსაუბრედ ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. 13.ჩადექით ფორმაში ვარჯიშის გარეშე, შეგვიძლია მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე შევინარჩუნოთ ფორმა. თუმცა, დროთა განმავლობაში კუნთების ტონუსი სუსტდება, ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ამიტომ, თუ არ გინდათ რომ 50 წლის ასაკში თავისუფალ დროს მხოლოდ სკამზე ატარებდეთ, აუცილებელია ვარჯიში დაიწყოთ, რაც არა მარტო გარეგნობის, არამედ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებთ. 583 1-ს მოსწონს
|