x
image
Teklamaisuraze
მაგრამ თეზევსს დიდი ხანია სწვავდა ცეცხლი ჰერაკლესავით საგმირო საქმეების ჩადენისათვის

( სტატია დაწერილია მსოფლიო ლიტერატურის ტომეულის პლუტარქეს თხზულების მიხედვით)

ვგონებ თეზევსი ბევრ რამეში ემსგავსება რომულუსს : ორივეს წარმოშობა ბურუსითაა მოცული. ორივეზე დარხეულია ხმა, რომ ისინი ღმერთების შვილები იყვნენ :

“ ყოველმა ჩვენგანმა იცის,

რომ ორივე მამაცი იყო"

image

გარდა ამისა დიდ ძალასთან ერთად ორივეს დიდი ჭკუაც ჰქონდა. ერთმა მათგანმა რომი დააარსა, მეორემ ათენი დაასახლა. ქალაქთა შორის უბრწყინვალესი ეს ორი ქალაქი მათგან იღებს დასაბამს . ქალების მოტაცებითაც ჰგვანან ისინი ერთმანეთს. და იმითაც რომ ვერცერთი ვერ გაექცა უბედურებას და შურისძიებას. ხოლო ზღაპრულ გადმოცემას თუ დავუჯერებთ ორივე მტრულად შეება თავიანთ მოქალაქეებს.

image

მამის მხრივ თეზევსის გვარი ერეხთევსისა და პირველ ავტოხთონთა გვარისაგან წარმოსდგა . დედით კი თეზევსი პელოპიდი იყო. პელოფსი პელოპინესის მეფეთა შორის ყველაზე უფრო ძლიერი მეფე გახდა არა დიდი სიმდიდრითა და ქონებით, არამედ მან თავისი ქალიშვილები წარჩინებულ ვაჟკაცებს მიათხოვა.


image

ერთ ერთმა მათგანმა, პითევსმა, თეზევსის პაპამ, პატარა ქალაქი ტროიძენე დააარსა. და სახელი გაითქვა. როგორც ყველაზე უფრო განათლებულმა იმ დროს.

ეთრას შეეძინა ვაჟი . ზოგი ამბობდა ყმაწვილმა მაშინვე მიიღო თეზევსის სახელი. ზოგიერთი ამბობდა ეს სახელი შემდეგ მიიღო ათენში, როცა იგი ეგეოსმა შვილად სცნოვო.

image

თეზევსი პითევსის სახლში იზრდებოდა. გამზრდელად და პედაგოგად მიჩენილი ჰყავდა ვინმე კონიდა. რომელსაც ათენელები სწირავდნენ ვერძს.

იმ დროში ასეთი ადათი იყო, ბავშვობის ამაკადან გამოსული დელფოში უნდა ჩასულიყო და თმის ერთი ბღუჯა უნდა ღმერთისთვის შეეწირა.

image

მივიდა დელფოში თეზევსიც. თეზევსმა თავი გაიკრიჭა მხოლოდ წინ, შემდეგ ასე თმის შეჭრაში ბაძავდნენ.

ეთრა დიდხანს მალავდა მისი წარმოშობის საიდუმლოს. პითევსმა კი ხმა დაარხია ყმაწვილი პოსეიდონისგან შეეძინა ჩემს ასულსო. როცა თეზევსი სიჭაბუკეში შევიდა, საოცარ ღონესთან ერთად სიმამაცე და გამჭრიახი ჭკუა გონება გამოიჩინა, მაშინ ეთრამ იგი ლოდთან მიიყვანა, უამბო მისი წარმოშობის ამბავი და უთხრა, ლოდიდან მამისეული გამოსაცნობი ნივთები გამოეღო და ათენში ზღვით გამგზავრებულიყო .

თეზევსი ლოდს ქვემოდან შეუდგა და სულ ადვილად გადააბრუნა. მაგრამ ზღვით გამგზავრებაზე უარი თქვა, თუმცა ეს გზა უსაფრთხო იყო და პაპა და დედაც ურჩევდნენ.

image

ხმელეთის გზით ათენში წასვლა მეტად ძნელი გახლდათ. ვინაიდან ფათერაკებით სავსე იყო ყველა მონაკვეთი . იმ დროში ადამიანებს ღონიერი მკლავები ჰქონდათ. ისინი საოცრად დიდი აღნაგობის იყვნენ. ამიტომ ზოგიერთი მხეცური სისასტიკით ებრძოდა ყველას ვინც ხელში ჩაუვარდებოდათ.

პითევსმა ბევრი უამბო თეზევსს ყაჩაღებზე, როგორ ექცეოდნენ ეს ავაზაკები ხელში ჩავარდნილ უცხოელებს , დაბეჯითებით ურჩევდა ზღვით წასულიყო.

მაგრამ თეზევსს დიდი ხანია სწვავდა ცეცხლი ჰერაკლესავით საგმირო საქმეების ჩადენისათვის. თეზევსს ღამით საგმირო საქმეები ესიზმრებოდა, დღისით კი ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა.

ასევე დააინტერესებთ


რამზეს XII ეთათბირა ღმერთებს და ტახტის მემკვიდრედ თავისი 22 წლის ვაჟი რამზესი გამოაცხადა

image

გულაგების ციხის აჯანყების მეთაური, ჭაბუა ამირეჯიბი

image

“ ბიბლიის აპლიკაცია" სიახლე ონლაინ სამყაროში

image

2
139
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
139
  
2019, 21 აპრილი, 21:52
მალობაა, მომკლავენ გამუდმებით ტექნიკური ქაოსი მაქ:)
2019, 21 აპრილი, 21:48
თითოეული ფოტო დააშორე ხოლმე ზედა და ქვედა ნაწერს და უფრო ლამაზი იქნება :)
0 1 2